მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა, მაგრამ არავითარი მორალი, ენას ატლიკინებთ – ქალი დეპუტატები პარლამენტში

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ამჯერად, ერთმანეთს ადა მარშანია და სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდნენ. მარშანიამ კოლეგა კარგი ვარცხნილობისთვის შეაქო, თუმცა, მისმა „ტლიკინმა“ გააღიზიანა.

„პოლიტიკური ხარაკირი უნდა გააკეთოთ თქვენ, დიდი ხანია. მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ ქალბატონო. ვითომ, ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა, განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა გამოსასვლელად ემზადებოდით ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად. ტელევიზიები დაგესეოდნენ და ამიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ. გულწრფელ კომპლიმენტს გეუბნებით, მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ არავითარი მორალური და ზნეობრივი უფლება არ გაქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბროთ და პოლიტპატიმრებზე საერთოდ ხმა არ გაქვთ ამოსაღები“ – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევს სამადაშვილი კომიტეტის სხდომაზე, სადაც, ამ წუთებში, სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ.

მსგავსი თემები