თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა

ამ დრომდე მიმდინარეობდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზა, ბიურო მზადაა ცხედარი ოჯახს გადასცეს, ასევე სამხარაულის ექსპერტიზა ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნული, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ყინულის გადაცემასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო უპირველეს ყოვლისა გამოვთქვამთ მწუხარებას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი. სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირიდა

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირიდა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით “კოვიდ-19” სოხუმის საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მეორე ინფიცირებული კი სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაოდ იყო ჩასული. ის ჯანმრთელობის პრობლემებით სოხუმის საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა ოჯახის მოთხოვნით სოჭში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა. ოკუპანტი რეჟიმის ინფორმაციით, სოხუმის სამედიცინო დაწესებულებას დეზინფექცია ჩაუტარდა.

მეტი...

გუშინ აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

გუშინ, შსს-სთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ზვიად კუპრავა მათ დაკავებას უსაფუძვლოს უწოდებს. “დაგვიჭირეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გამოვთქვამდით პროტესტს. გამოგვიშვეს პირობით რომ დაბარებისთანავე გამოვცხადდებით სასამართლოში, მართლმსაჯულებას არავინ გაექცევა, თუმცა ჩემი და ჩემი მეგობრების დაკავება უსაფუძვლო იყო. ჩვენ გამოვთქვამდით პროტესტს”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ. მისივე თქმით, მასთან ერთად გათავისუფლებული არიან ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამი პირი ადმინისტრაციული წესით დღეს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მეტი...

პარიზი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 176 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით პარიზი-თბილისი სამშობლოში 176 ადამიანი დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. „კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 104 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 5717 ადამიანია განთავსებული“, –…

მეტი...

გასაიდუმლოებული სამსახური – რა საქმით იყო დაკავებული გარდაცვლილი 23 წლის გოგონა

რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნი გარდაცვლილი  თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში – „ზედ“ პროგრამისტად მუშაობდა და საიდუმლო პროგრამებს ქმნიდა. როგორც მშობლები აცხადებენ, მათ შვილის სამსახურის შესახებ არაფერი იცოდა და ყველაფერი გასაიდუმლოებული ჰქონდა. „პროგრამისტად მუშაობდა თურმე რაღაც კომპანიაში, საკუთარ საქმიანობას არ გვიმხელდა, სამსახურზე არაფერს გვეუბნებოდა, ხშირად გაღიზიანებული მოდიოდა, მისვლაც მინდოდა ერთხელ ამ სამსახურში, თუმცა, არც ვიცოდი სად იყო და რას საქმიანობდა. ყველაფერი ამ სამსახურიდან მოდის, როგორც ჩანს რაღაც იცოდა ჩემმა შვილმა“ – ამბობს გარდაცვლილის მამა.    კომპანია ამერიკის მოქალაქეს ეკუთვნის. ოფისიდან ყველა კომპიუტერი ამოიღეს და კვლევა მიმდინარეობს. თამარი ამ კომპანიაში 3 წელი მუშაობდა და…

მეტი...