გასაიდუმლოებული სამსახური – რა საქმით იყო დაკავებული გარდაცვლილი 23 წლის გოგონა

რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნი გარდაცვლილი  თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში – „ზედ“ პროგრამისტად მუშაობდა და საიდუმლო პროგრამებს ქმნიდა. როგორც მშობლები აცხადებენ, მათ შვილის სამსახურის შესახებ არაფერი იცოდა და ყველაფერი გასაიდუმლოებული ჰქონდა.

„პროგრამისტად მუშაობდა თურმე რაღაც კომპანიაში, საკუთარ საქმიანობას არ გვიმხელდა, სამსახურზე არაფერს გვეუბნებოდა, ხშირად გაღიზიანებული მოდიოდა, მისვლაც მინდოდა ერთხელ ამ სამსახურში, თუმცა, არც ვიცოდი სად იყო და რას საქმიანობდა. ყველაფერი ამ სამსახურიდან მოდის, როგორც ჩანს რაღაც იცოდა ჩემმა შვილმა“ – ამბობს გარდაცვლილის მამა.   

კომპანია ამერიკის მოქალაქეს ეკუთვნის. ოფისიდან ყველა კომპიუტერი ამოიღეს და კვლევა მიმდინარეობს. თამარი ამ კომპანიაში 3 წელი მუშაობდა და დაკარგვიდან 2 დღით ადრე სამსახურიდან წავიდა.   

კომპანია  2015 წელს დაფუძნდა და კომპიუტერულ პროგრამებს ქმნიდა. ძირითადად მსხვილი დამკვეთები ჰყავდა და დაკვეთებს მხოლოდ  ი უცხოეთიდან იღებდნენ.

ოჯახს და ახლობლებს ეჭვი აქვთ რომ გოგონა მოკლეს, რადგან ის, შესაძლოა, გარკვეული ინფორმაცის მატარებელი იყო.

კომპანიაში 50-მდე აიტი სპეციალისტი მუშაობს. ბოლო პერიოდში, გარდაცვლილი გოგონა ერთ-ერთ პროგამაზე მუშაობდა, რომელიც სამსახურში თანამშრომელთა კონტროლს ახდენდა. მას საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. 

მას განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული და საქართველოში რამდენიმე წელია, დაბრუნდა.

მსგავსი თემები