გუშინ აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

გუშინ, შსს-სთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ზვიად კუპრავა მათ დაკავებას უსაფუძვლოს უწოდებს.

“დაგვიჭირეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გამოვთქვამდით პროტესტს. გამოგვიშვეს პირობით რომ დაბარებისთანავე გამოვცხადდებით სასამართლოში, მართლმსაჯულებას არავინ გაექცევა, თუმცა ჩემი და ჩემი მეგობრების დაკავება უსაფუძვლო იყო. ჩვენ გამოვთქვამდით პროტესტს”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მისივე თქმით, მასთან ერთად გათავისუფლებული არიან ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამი პირი ადმინისტრაციული წესით დღეს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი თემები