საქართველოში, დღეს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40-42 გრადუსს მიაღწიოს

9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42 გრადუსს, მთიან რაიონებში -35, 37გრადუსს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39 გრადუსის, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. „ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას. 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – აცხადებენ…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს

მორიგი ბრალდება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან – საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს გამყოფ ხაზთან პროვოკაციულ ქმედებებსა და დაძაბულობის ზრდაში ადანაშაულებს. “შეიარაღების მარაგების ზრდა, საქართველოს ხელისუფლების აგრესიული მასობრივი რიტორიკა და უკანონო საპოლიციო პოსტების განთავსება მეტყველებს იმაზე, რომ თბილისი სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას განაგრძობს,” – ნათქვამია განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ქმედებების დაგმობისაკენ მოუწოდებს.

მეტი...

მესტიის სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. სამაშველო ბრიგადებთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრი პოლიციის ვერტმფრენები. ხანძრის სიახლოვეს 11 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლებიდან ბავშვები გაიყვანეს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული. იქ იმყოფებიან აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, სახანძრო ბრიგადებს მუშაობა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო უძნელდებათ. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ჯგუფები მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

მეტი...

ზუგდიდში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, 60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დაიწვა. ზუგდიდის გამგებლის როინ გაბრავას ინფორმაციით, შემთხვევას გადაურჩა გარდაცვლილის დედა, რომელიც ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში არ იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 4 საათზე მოხდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მეტი...

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 50 წლის მამაკაცი დაჭრეს

წუხელ, გვიან ღამით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები თავისა და მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი მამაკაცი ლაგოდეხის ,„არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში COVID ინფიცირებულთა მონაცემი 958-გახდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 8-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საერთო ჯამში კი ქვეყანაში COVID-19 838-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 3 903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202 პირი. ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით 15 პაციენტია გარდაცვლილი.

მეტი...

სატელეფონო ანძების მონაცემები და შაქარაშვილის საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებები ერმთანეთს არ ემთხვევა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ვახტანგ ახვლედიანი, ინციდენტის ადგილას, იმაზე გაცილებით დიდხანს დარჩა, ვიდრე ის ამის შესახებ საკუთარ ჩვენებებში წერს, ვერსიას  გარდაცვალების საქმეში არსებული სატელეფონო ანძების ამონაწერები ამყარებს, საგულისხმოა, რომ  მისი ადგილმდებარეობა წიწამურის ანძამ უკანასკნელად 01:49 წუთზე დააფიქსირა. მაშინ, როდესაც ის ჩვენებებში მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც ის საქმის კიდევ ერთ მოწმეს, მდევრების მიერ ნაცემ გიორგი ქათამაძეს მცხეთის საავტომობილო ტრასასთან შეხვდა, პირდაპირ თბილისისკენ წამოვიდნენ. ვახტანგ ახვლედიანი გიორგი ქათამაძეს ტელეფონით ბოლოს 01:11 წუთზე ელაპარაკა. გიორგი ქათამაძისა და ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებების თანახმად, ისინი სწორედ ამ, ბოლო სატელეფონო საუბრისას შეხვდნენ ერთმანეთს: ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება – 19…

მეტი...

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  თურქეთის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში 21 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მეტი...

“მე თავად შევესწარი, რომ ის ტერიტორია იწვოდა, სადაც ახვლედიანი იმალებოდა” – ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმისთვის დაკავებულთა ინტერესების დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ შემთხვევის ადგილი დასუფთავებულია და კვალი წაშლილია. გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარშვილის საქმისთვის დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი გიორგი გელხაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა განცხადება, რომ ის ადგილი, სადაც ახალგაზრდების დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი ახვლედიანი იმლებოდა, დამწვარია. საქმის ორგანიზებისთვის დაკავებული “მერსედესის” მძღოლის გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა კი “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რომ ის თავად შეესწრო ფაქტს, როცა შემთხვევის ადგილი იწვოდა. “შაბათ დილით მივდიოდი იმერეთში და შევესწარი, რომ ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ახვლედიანი მისი ჩვენებით იმალებოდა,  ის ბუჩქები იწვოდა. გავაჩერე მანქანა, უცხო მოქალაქე იყო, რომელიც იძახებდა…

მეტი...