“მე თავად შევესწარი, რომ ის ტერიტორია იწვოდა, სადაც ახვლედიანი იმალებოდა” – ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმისთვის დაკავებულთა ინტერესების დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ შემთხვევის ადგილი დასუფთავებულია და კვალი წაშლილია.

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარშვილის საქმისთვის დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი გიორგი გელხაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა განცხადება, რომ ის ადგილი, სადაც ახალგაზრდების დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი ახვლედიანი იმლებოდა, დამწვარია. საქმის ორგანიზებისთვის დაკავებული “მერსედესის” მძღოლის გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა კი “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რომ ის თავად შეესწრო ფაქტს, როცა შემთხვევის ადგილი იწვოდა.

“შაბათ დილით მივდიოდი იმერეთში და შევესწარი, რომ ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ახვლედიანი მისი ჩვენებით იმალებოდა,  ის ბუჩქები იწვოდა. გავაჩერე მანქანა, უცხო მოქალაქე იყო, რომელიც იძახებდა სახანძროს. ჩემი თვალით ვნახე, რომ იწვოდა” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ საქმეში ფიგურანტი მოწმეებისა და ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, შემთხვევის ადგილი დასუფთავებულია და ნივთმტკიცებები გამქრალია. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კი დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის არიან არასრულწლოვნები.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები