აბიტურიენტები აფხაზეთიდან მალულად გადმოდიან, ერთ-ერთი ინფორმაციით, ენგურზე რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა

  •  

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას განცხადებით, გალის რაიონში და მთელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმე გვაქვს საშინელ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. როგორც გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, უამრავი,  შიმშილით სიკვდილს გამოქცეული ადამიანმა, ასევე აბიტურიენტები და სტუდენტები სხვადასხვა შემოვლით გზებს იყენებენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარონ თავი.

„წლების განმავლობაში, ისედაც გაუსაძლის პირობებში, მცხოვრები გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა კორონავირუსულმა პანდემიამ. ოკუპანტების მიერ გარე სამყაროსაგან მოწყვეტილ ადამიანებს ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელი არ მიუწვდებათ ძირითად საარსებო წყაროზე – შემწეობაზე და პენსიაზე. ამის გამო მათი დიდი ნაწილი შიმშილობს, მთელი რაიონი წამლების მწვავე დეფიციტს განიცდის. საქმე გვაქვს ნამდვილ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. ჩვენთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ უამრავმა შიმშილით სიკვდილს გამოქცეულმა ადამიანმა, ასევე აბიტურიენტთა და სტუდენტთა ნაწილმა სხვადასხვა შემოვლითი გზებით, მათ შორის მდინარე ენგურის გადმოლახვით  ძლივს მოაღწიეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე“ – აცხადებს გამახარია.

მისივე ინფორმაციით,  ენგურზე რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სახიფათო მცდელობები მომავალშიც იქნება. ცალკეულმა საინფორმაციო საშუალებებმა დღეს უკვე გაავრცელეს სავარაუდო ინფორმაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე ფარულად გადმოსვლისას სამი თუ ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული კომპეტენტური ორგანოების მიერ. მას ასევე კატეგორიულად უარყოფს გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თუმცა ეს არანაირად არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. თუ ვითარება არ გამოსწორდა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები უეჭველად გააგრძელებენ მდინარე ენგურის გავლით ზუგდიდში გადმოსვლის მცდელობებს, რაც ნამდვილად დიდი საფრთხის შემცველია და გამორიცხული არ არის უბედური შემთხვევითაც დასრულდეს. მოსალოდნელი ტრაგედიის პრევენციისა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილი გალელების მხარდაჭერის მიზნით აუცილებელია ყველა დონეზე რადიკალური ზომების მიღება, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით გალის მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა, თუ მოხერხდება, კუთვნილი შემწეობებისა და პენსიების, ასევე საკვები პროდუქტების მიწოდება“ – აცხადებს ჯემალ გამახარია.

მსგავსი თემები

8 Thoughts to “აბიტურიენტები აფხაზეთიდან მალულად გადმოდიან, ერთ-ერთი ინფორმაციით, ენგურზე რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.

  3. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!

  4. Hi my family member! I wish to say that this post is awesome, great written and come with almost all
    important infos. I would like to look more posts like this .

  5. indian viagra tablets online cheapest price for viagra online [url=https://onlinedoctorrpills.com/#]buy viagra with paypal[/url] viagra generico comprar online pros and cons of generic viagra

  6. Hello my family member! I wish to say that this post is amazing, great written and come with almost all significant infos.

    I’d like to peer extra posts like this .