“ღმერთმა მოგცეთ ძალა, სიმშვიდით, სიბრძნით წარმართოთ ეს გამოცდები” – მეუფე დანიელი აბიტურიენტებს

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აბიტურიენტები დალოცა.

„ქრისტეს გარეშე სიცოცხლე სიკვდილია, ხოლო ქრისტესთან ერთად სიკვდილი სიცოცხლეა. ამ რწმენამ გადაგვარჩინა ამ ეპიდემიისაგან და კიდევ გადაგვარჩენს იმ განსაცდელებისაგან, რომელსაც ეგულების მოსვლად ყოველსა სოფელსა ზედა გამოცდად მკვიდრთა, ამის შესახებ ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. იქნება ჟამი დიდი განსაცდელებისა. ივერია არამარტო გადარჩება, მაშინ როდესაც, მთელს მსოფლიოში იქნება რწმენის სრული გაქრობა, ივერია გაბრწყინდება. არაფრის არ შეგეშინდეთ ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს საქართველოს ჩვენი პატრიარქი, დღეს საქართველო მსოფლიოში წარმოჩინდა, როგორც, ყველაზე ძლიერი სამწყსო მართმადიდებელი ეკლესიისა.

დღეს ჩვენთან არიან აბიტურიენტები, იწყება ეროვნული გამოცდები, გადმოგცემთ პატრიარქის დალოცვას. ღმერთმა მოგცეთ ფიზიკური და სულიერი ძალა, რომ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოთ, სიმშვიდით, სიბრძნით წარმართოთ ეს გამოცდები“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

მსგავსი თემები