“ხორციელდება ბულინგი და ზეწოლა ანი გაბეჩავაზე” – 18 ივნისის წვეულების მასპინძელი გამოკითხვაზე იმყოფება

  •  

მცხეთაში, 18 ივნისის წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. გაბეჩავა გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

ანი გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ გოგონას მიმართ, დიდი ხანია, ბულინგი და ზეწოლა ხორციელდება.

“მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ აქ. ხორციელდება ბულინგი და ზეწოლა ანი გაბეჩავაზე,”- განაცხადა ლიკა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისის დაპირისპირება, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე შეეწირა, სწორედ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაიწყო.

მსგავსი თემები