ოკუპანტებმა ეუთოს წარმომადგენლები მძევლად აიყვანეს

ეუთოს ინფორმაცით, ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე მათი რამდენიმე თანამშრომელი რუსებმა მძევლად აიყვანეს.

„ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება აღუკვეთეს. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი პერსონალის გათავისუფლებას“, –  აცხადებს ეუთოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, დეიდრა ბრაუნი.

მისივე ინფორმაციით, რუსეთი მისიის სხვა პერსონალსაც ემუქრება.

„რომ დონბასში რუსეთის მარიონეტები ემუქრებიან მისიის პერსონალს, აღჭურვილობას და ობიექტებს. რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის პერსონალი“, – აცხადებს  ბრაუნი.

 

მსგავსი თემები