“კრიმინალური ოპოზიციის მიერ დასმული კითხვებიდან, რომელიმე ხომ არ დაგამახსოვრდათ, რომელიც გარდა სპეკულაციისა და პოპულიზმისა რაიმე შედეგზე იყო ორიენტირებული” – მამუკა მდინარაძე პრემიერს

რომელიმე კითხვა ხომ არ დაგამახსოვრდათ, რომელიც გარდა სპეკულაციისა და პოპულიზმისა რაიმე თემაზე და შედეგზე იყო ორიენტირებული, – ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის კითხვებზე საუბრისას. მისი თქმით, მმართველი გუნდის პრაქტიკულად ყველა კითხვის მთავარი მიზანი სპეკულაცია იყო.

„კითხვა რომ დავსვა ამისთვის მჭირდება ჩვენი ოპოზიციის რადიკალურ-კრიმინალური ნაწილის ზოგიერთ გამონათქვამს შევეხო. კახიძემ თქვა, 20 ივნისი არ გიხსენებიათო. ბატონო ოთარ, თქვენ უნდა გეხსენებიათ, იმიტომ, რომ ეს ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, ეს იყო თქვენი მავნებლური და დანაშაულებრივი გეგმის ნაწილი. სამადაშვილმა თქვა კრიმინალური ავტორიტეტები გეხმარებიანო და შევახსენებ, რომ გამოკვეთილი კრიმინალური ავტორიტეტი არის, მაგალითად, გიორგი რურუა. ახსენა დათვის ტყვიები. ეს არის ტყუილი. თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტს სკამი ივანიშვილმა უყიდაო. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა და მილიონ 200 ათასი ადამიანის მძიმე შეურაცხყოფა განსაკუთრებით. მოპარული მილიონებიო – ეგ არის უგულავა. გოგორიშვილმა, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით ქედი არ მოუხრიათ თქვენ წინაშეო. ქედი მოიხარეს დეპუტატებმა ქართული ჯარის წინაშე წინა შემთხვევაში. გოცირიძე დადგა ფეიკ ნიუსების მხარეს, როგორც ეს გააკეთეს მათ მაგალითად კოვიდ-ინფექციის მხარეს როდესაც დადგნენ. რატიანმა სპეკულაცია გააღრმავა და კონკრეტულ დაშავებულ ადამიანზე თქვა, რომ „აღიარეს“ დაზარალებულად და შეუძლებელია არ იცოდეს, რომ დაზარალებულად ცნობა ხდება და არა აღიარება. ამ სიტყვაშიც კი სპკულირებენ. ნატო ჩხეიძემ ლოკალური ამნეზია ახსენა და ქალბატონ ნატოს გავახსენებ, რომ ჟურნალისტებზე არის ხელფასი დასარიგებელი, თუ არ ახსოვს. ირაკლი აბესაძე უფრო ღრმად შევიდა სპეკულაციის თემაში და ხალხი უარს ამბობს უპერსპექტივო განცდით მუშაობაზეო, ახალი ტერმინოლოგია შემოიტანა. კანდელაკი აქეთ საუბრობს გავრილოვზე. თავად კანდელაკი, შეგახსენებთ, გახლავთ ცნობილი რეზოლუციის ხელმომწერი. და ბოლოს, ქალბატონმა ელენემ, სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს გადაეცით, რომ ფეხებზე გვკიდიაო და რა ვიცი, ქალბატონო ელენე, იქეთ იქნებ გეკითხათ რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს თქვენნაირი მძიმე ადამიანის მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ პრემიერს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას ოპოზიციის კითხვებიდან ისეთის გამოყოფა, რომელიც სპეკულაციას არ ემსახურება და მოსახლეობას რამეს მისცემდა.

მსგავსი თემები