“მას ბრალი ედება 126-ე მუხლით გათავალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ეს არის ძალადობა, სავარაუდოდ, ჯგუფური” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წარდგენია. ადვოკატი ჩხარტიშვილს შეხვდა და ესაუბრა. „რაც შეეხება საქმის ვითარებას, ამ მცირე დროში მასთან ვერ მოვახერხე საუბარი. ჯერ ჩვენ ბრალი არ წარგვდგენია. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით რა პოზიციას აირჩევს, გამოიყენებს თუ არა დუმილის უფლებას. დაკავების განჩინებას გავეცანით, ამ განჩინების მიხედვით, მას ბრალი ედება 126-ე მუხლით გათავალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ეს არის ძალადობა, სავარაუდოდ, ჯგუფური. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ძალიან დიდი უბედურების დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ ყოფილა მაგისტრალზე, ის…

მეტი...

“გამოვიდეს ვინმე და დაგველაპარაკოს” – აქცია პარლამენტთან

პარლამენტის იმ შესასვლელთან საიდანაც, დეპუტატები და მთავრობის წევრები შედიან შეკრებილები არიან ადამიანები სხვადსხვა პრობლემებით და მთავრობისგან პასუხებს ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, საზოგადოების ნაწილი შეხვედრას გარკვეული თანამდებობის პირებთან ითხოვს. საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა ამ წუთებში დაიწყო, პარლამენტში პრემიერი სიტყვით გამოდის.

მეტი...

საბერძნეთში ქურდობისა და მოპარული ნივთების ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ ქალაქ რეტმინოში ქურდობისა და მოპარული ნივთებით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის კაცი და მისი თანამზრახველი ქალი 25 მაისიდან 23 ივნისამდე 11 ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა სხვა ნივთებთან ერთად 15 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა ამოიღეს და მათი ნაწილი მეპატრონეს დაუბრუნეს.

მეტი...

“თუნდაც ოდნავ მეტი შემთხვევა რომ გვქონდეს, ეს ხელს არ შეუშლის არჩევნების ჩატარებას” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პროგნოზირება რთულია. „რესპირაციული ვირუსები ჩვეულებრივად მწვავდება, როცა ცივი ამინდი დგება და ეს დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერშია. ამინდს გააჩნია. მაინც ყველა ვფიქრობთ, რომ კორონაც რადგან რესპირაციული ვირუსია, მიყვება იმ წესებს და თავისებურებებს, რაც მათ ახასიათებთ. ერთი ხაზგასასმელია, რომ იქნება თუ არა მეორე ტალღა, ჩვენ, ჯანდაცვის სფერო, პრევენციული სამსახურები და მთლიანად, ქვეყანა სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გამყრელიძემ. მისი თქმით, თუ არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება, წინ არაფერი უნდა აღუდგეს არც სკოლებში და არც ბაღებში სწავლის დაწყებას. ამასთან, მისივე თქმით, არსებულ ეპიდსიტუაციას…

მეტი...

არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე – გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულთა შორის მორაგბეებიც არიან

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შავი “ტოიოტას” მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე დაკავებულები არიან. როგორც მათი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილის აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, ძალადობის მუხლით.

მეტი...

“ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 24 პაციენტი იმყოფება” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 125 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი შემთხვევა არსებული შემთხვევების კონტაქტები არიან. როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან პაციენტი არ შესულა, გამოჯანმრთელდა 2 და ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 24 დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტი გადის. პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მასზე მსუბუქია.

მეტი...

პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

საქართველოს პარლამენტში დღეს 12:00 საათზე საქართველოს პრემიერ – მინისტრს და მთავრობის სრულ შემადგენლობას ელოდებიან, შესაბამისად გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ავტოსადგომზე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მანქანებს არ აჩერებინებენ და პერიმეტრზე პატრულია განლაგებული. გარკვეული ჯგუფები კი, პარლამენტის იმ შესასვლელთან არიან მობილიზებულები საიდანაც შენობაში დეპუტატები და მთავრობის წევრები შედიან, ისინი გეგმავენ პრემიერ -მინისტრს აქციით დახვდნენ. პარლამენტის სხდომა 12 საათზე სახელმწიფო ჰიმნით დაიწყება.

მეტი...

რუსული მხარე ოფიციალურ თბილისს, დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს

რუსული მხარე საქართველოს კრიტიკას განაგრძობს და ოფიციალურ თბილისს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას. მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული მხარე სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის წარმოებაზე უარს ამბობს. “რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ოფიციალური თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო. საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას , მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით. გრძელდება “კოვიდ-19”-ის გავრცელების საწინააღმდეგო მოქმედების თემით პოლიტიკური სპეკულაცია და ამ ფონზე არ შეიძლება წუხილს არ იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების უარი სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაზე, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, პირველ რიგში სასაზღვრო დოსიეზე.…

მეტი...

საგაზაფხულო სესიას დღეს, გიორგი გახარიას მოსმენით დასრულდება

პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მეცხრე მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში, პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატში იმუშავებს. საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა განიხილონ.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს – მათ ბრალად ძალადობა ედებათ

გიორგი შაქარაშვილი საქმეზე დაკავებული 17 პირი ძალადობის მუხლით დააკავეს, ისინი ამ დროისთვის დიღმის სამმართველოში იმყოფებიან. ერთ – ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავება დილის საათებში მოხდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია დილის რვა საათზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის – 126 – ე მუხლით, მოსული ვარ იზოლატორში, აქ ჰყავთ გადმოყვანილი. ამ უბედურების კონკრეტულ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იმყოფებოდა,  შემთხვევის ადგილი მან პირველი კონფლიქტისთანავე დატოვა,“ – განაცხადა ერთ – ერთი დაკავებულის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ. დაკითხვაზე გვიან ღამით იმყოფებოდა გუკა ამირხანაშვილიც, როგორც მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განმარტა გუკა ამირხანაშვილმა ამოიცნო პიროვნება,…

მეტი...

ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის, 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 2 პირი დააკავეს

თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, ახალი კორონავირუსის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული, 300 ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ – ერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები, ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარის საფასურად. დანაშაული 3 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 780-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2687 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილი საქმეზე, სავარუდოდ არიან დაკავებულები

ვრცელდება ინფორმაცია რომ რამდენიმე პირი დააკავეს წუხელ შაქარაშვილის საქმეზე, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის პროცესი გლდანის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა, გამოკითხვები იყო მცხეთის პოლიციაშიც. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 17 პირი.

მეტი...