“საჭიროა ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭიროა ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება მანამ, სანამ ციფრები არ შეიცვლება.

„სომხეთს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ადგილი უკავია ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს. ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში უნდა ყოფილიყო ისეთი სიტუაცია, როდესაც მოსახლეობა ყოველდღიურად იბრძოდა ეპიდემიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ასე არ ხდება. პირიქით, კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი თემები