“ხანგოშვილის საქმეზე გამოძიების პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა” – ჰუბერტ ქნირში

“ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოძიების პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს დანაშაული გერმანიაში მოხდა და ამასთან გამკლავება და რეაგირება გერმანელი თანამდებობის პირების პირველი და უმთავრესი პასუხისმგებლობა იყო.

„შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობა კანონის გამტარებელ ორგანოებს შორის აბსოლუტურად ნორმალურად და კონსტრუქციულად გრძელდება, მაგრამ არ შემიძლია, ვისაუბრო მათი კომუნიკაციის დეტალებზე. ეს დანაშაული გერმანიაში მოხდა და ამასთან გამკლავება და რეაგირება გერმანელი თანამდებობის პირების პირველი და უმთავრესი პასუხისმგებლობა იყო. საგამოძიებო პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა. კანცლერმა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ყველა უფლებასა და შესაძლებლობას ვფლობთ, რათა დამატებით ზომებს მივმართოთ ნებისმიერ დროს, როცა გადავწყვეტთ“, – აღნიშნა ქნირშმა.

მსგავსი თემები