კიევის საბავშვო ბაღში კორონავირუსი გავრცელდა – ინფიცირებულია 9 აღსაზრდელი

უკრაინული მედია, ქალაქის მერზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღში კორონავირუსი გავრცელდა.

არსებული მონაცემებით, საბავშვო ბაღში ინფიცირებულია ცხრა ბავშვი და ოთხი ზრდასრული.

ამჟამად საბავშვო ბაღი დაკეტილია. ყველა თანამშრომელი და აღსაზრდელების მშობლები, რომლებიც პირველი ივნისის შემდეგ იმყოფებოდნენ საბავშვო ბაღში, თვითიზოლაციაში არიან.

უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 463 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა ცხრა ინფიცირებული.

მსგავსი თემები