“მთავრობამ 700 მილიონ ლარზე მეტი დახმარება შესთავაზა ტურიზმის ინდუსტრიას” – მარიამ ქვრივიშვილი

მთავრობამ 700 მილიონ ლარზე მეტი დახმარება შესთავაზა ტურიზმის ინდუსტრიას პირდაპირი დახმარების ინსტრუმენტებით, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორისთვის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება დიდწილად განთავსების ობიექტებზე მოდის.

„განგიმარტავთ და შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა იყო გამორჩეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან ყოველ თვე: მარტში, აპრილში და ასევე მაისში ახდენდა ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებას და აუმჯობესებდა დახმარების პაკეტს. სასტუმროების ინდუსტრია იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელთანაც ამოქმედდა სხვადახვა ინსტრუმენტი და აქაც განვმარტავ, რომ რაც უშუალოდ სასტუმროების თხოვნა იყო, საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა. ეს შეეხებოდა ქონების გადასახადის ჩამოწერას, საშემოსავლო გადასახადის გადავადებას და ბანკის კრედიტის სუბსიდირებასაც კი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის სიძლიერე, მათ შორის, განთავსების ობიექტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ინდუსტრიისთვის, რადგან ისინი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლებიც არიან და დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის თხოვნა, რაც კი ინდუსტრიას ჰქონდა, მთავრობის მხრიდან დაკმაყოფილებულია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი თემები