გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„გუშინ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 136 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია. გუშინდელი შემთხვევების თითქმის 75% 10 ქვეყანაზე მოდის, ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებზე“, – აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

8 ივნისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 093 121-ს შეადგენს. გარდაცვლილია 406 221 ადამიანი, 3 462 284 კი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (112 469 ადამიანი), მეორეზე – დიდი ბრიტანეთი (40 542 ადამიანი), მესამეზე კი – ბრაზილია (37 312 ადამიანი).

მსგავსი თემები