ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო ტურისტების მიმოსვლას გახსნის

“საქართველო მხოლოდ იმ ქვეყნების ტურისტებისთვის გაიხსნება, სადაც ამ ეტაპისთვის არის პოზიტიური ეპიდმდგომარეობა. ესენია, ე.წ მწვანე ქვეყნები”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ეტაპობრივად დაემატება ქვეყნების ჩამონათვალი, თუმცა ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, ამის გაკეთება იქნება დამოკიდებული მეორე ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობაზე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ისრაელი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოვლენ.

„ჩვენ პრემიერის დავალებით ვმუშაობთ, რომ მოხდეს ჩვენთვის უსაფრთხო ქვეყნებთან მოხდეს დერეფნის ფორმატის შეთანხმება. ჩვენ დასკვნით ეტაპზე ვართ ისრაელთან. ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო ტურისტების მიმოსვლას გახსნის. ასევე საქართველო იქნება ისრაელისთვის ერთ-ერთი პირველი. ჩვენ ასევე აქტიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ევროკავშირის სტრატეგიულ ქვეყნებთან. მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან, უნგრეთთან. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადა, როგორც კი ევროკავშირის მიმართვა იქნება მესამე ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის გახსნის შესახებ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც ტურიზმის მიმოსვლას გახსნის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მსგავსი თემები