“ბოლო დღეებში კორონავირუსის მცირე შემთხვევები დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, უნდა ვიყოთ ისევ ფრთხილად და წესები დავიცვათ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. იმნაზე საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და დაიცვან ყველა რეკომენდაცია. „მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყო. რა თქმა უნდა, ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითოოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კორონა, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების…

მეტი...

„ახალი კანონის პროექტის მიზანია ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნა“ – რომან კაკულია

 „ახალი კანონის პროექტის მიზანია ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იქნება რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლიანად დაცვის გარანტიები,“ – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა. საქართველოს კანონის პროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. „გადახდისუუნარობის არსებული სისტემა, შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეკონომიკურ სისუსტეებს და ეს არაერთმა კვლევამ აჩვენა. პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ცდილობს, სწორედ,…

მეტი...

„სანაპირო ზოლი ისეთივე რისკია, როგორც სხვა თავშეყრის ადგილები“ – კორონავირუსის საფრთხე ზაფხულის სეზონზე

“ზღვა და საცურაო აუზები საშიში არ არის, თუმცა საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს სანაპირო ზოლი,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გაანცხადა. მედიკოსი ზაფხულის სეზონზე კორონავირუსის რისკებზე საუბრობს. მედიკოსის „კორონავირუსი წყლით გადამდები ინფექციების სიაში არ შედის, მდინარეებში და ზღვებზე იმდენად ზავდება ინფექცია, რომ გადადების რისკი დაბალია, აუზებში ქლორის კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ ვირუსი ნადგურდება, რაც შეეხება სანაპიროს, ისიც, როგორც თავშეყრის სხვა ადგილები განიხილება ასეთ ადგილად, სანაპირო ზოლი ისეთივე რისკია, როგორც სხვა თავშეყრის ადგილები. ფიზიკური დისტანცია რჩება ოქროს სტანდარტად, გასახდელისგან თავის შეკავება აუცილებელია, თავისთავად ზღვის სანაპირო შეიძლება ნაკლებ რისკს შეიცავდეს, ვიდრე…

მეტი...

კახეთში საკრებულოს დეპუტატი დაჭრის ბრალდებით დააკავეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, არსებული ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატმა ორი თანასოფლელი ცივი იარაღიათ დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რაც ფიზიკურში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, დეპუტატს ძმები ჭინჭარაულები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც 38 წლის გიორგი ჭინჭარაულმა დანა თავდაცვის მიზნით გამოიყენა. არსებული ინფორმაციით, გუშინ სოფელში დღეობა აღნიშნეს და ძმები ჭინჭარაულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს მრავალპროფილურ საავადმყოფოში გულ- მკერდისა და თავის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებით მოათავსა. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დაშავებულები თბილისში, ქართულ- ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ…

მეტი...

„ტურისტების შემოსვლა რისკის შემცველია, ქვეყნების გაფილტვრა უნდა მოხდეს“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

“ზაფხულის სეზონი ტურისტების შემოსვლის კუთხით საყურადღებოა,” – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მედიკოსი აქცენტს იმ ქვეყნებზე აკეთებს, სადაც ვირუსი ჯერ კიდევ აღმასვლის პროცესშია. ბუწაშვილი ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში ერთ -ერთ მთავარ რისკად თვლის ვირუსის გავრცელების კუთხით. „ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ყველაფერი მშვიდად დასრულდება, უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ მოხვდნენ ინფიცირებული ტურისტები ქვეყანაში, უნდა დაიწყოს შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც კონტროლირებადი ეპიდემიაა, ასევე ლაპარაკია კოვიდ პასპორტზე, თუმცა აქაც პრობლემაა, რომელი ქვეყნის დოკუმენტი იქნება დამოწმებული, უნდა ვაკონტროლოთ, რომ დოკუმენტი იყოს ლეგიტიმური, საზღვარზე შემოწმება და სივრცეების მოწყობა კი მოუხერხებელია, რადგან…

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლო სამ დღეში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ორი მოზარდი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 20 კოვიდინფიცირებულია. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, 20 პაციენტიდან ოთხი 18 წლამდე ასაკის პირია. „ახალი პაციენტები არ გვყოლია. ასევე ექვსი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. პარასკევის შემდეგ, ახალი გამოვლენილი დიაგნოზით პაციენტი არ გვყავს. ბოლო სამი დღის განმავლობაში გვყავს სამი გამოჯანმრთელებული, ორი მოზარდი და ერთი მოზრდილი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა. რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებით სომხეთისთვის დახმარების შესახებ კითხვას, სოლოღაშვილის თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკა იმის მიხედვით იმოქმედებს, რა გადაწყვეტილებაც მიიღება ქვეყანაში ცენტრალიზებულად. „მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად დაგეგმვა. არავინ იცის ხვალ, ორი დღის ან ორი კვირის შემდეგ, რა შეიძლება, იყოს…

მეტი...

მინდა, გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა ყოველ დღე მხოლოდ ერთი იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო ორ დღეში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა და იმპორტირებული შემთხვევებია. „მინდა, გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა ყოველ დღე მხოლოდ ერთი იყო. გუშინაც ერთი იყო და დღესაც ერთი ახალი შემთხვევაა. სულ ჯამში არის 810 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელების ციფრიც კარგად გაიზარდა,  გუშინ 11 იყო, დღეს ცხრა, ორ დღეში ჯამში 20 გამოჯანმრთელებული გვყავს, სულ კი არის 683 გამოჯანმრთელებული. დადასტურებული შემთხვევები საკარანტინო სივრციდანაა, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევებია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 114 პაციენტი მკურნალობს.…

მეტი...

კურორტ გომისმთაზე 23 წლის კაცს ეძებენ

კურორტ გომისმთაზე 23 წლის კაცს ეძებენ. შეტყობინაბა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დღეს შევიდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკარგული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრებია. ბოლოს ის გომისმთაზე ნახეს. დაკარგულ ახალგაზრდას გურიის სამმართველოს 10 თანამშრომელი ამ დრომდე ინტენსიურად ეძებეს. ასევე, მობილიზებულია დრონები იმერეთიდან.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 810 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2915  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237

მეტი...

ქუთაისის ინფექციურში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“ დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს. პაციენტი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, 68 წლის მამაკაცი აზრბაიჯანის მოქალაქეა და საქართველოში სწორედ აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ამ დროისთვის სტაციონარში „კოვიდ-19“ დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული.

მეტი...

პირბადის ტარება სავალდებულო ამ კვირიდან გახდება

პარლამენტი პირბადეების სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებები ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება, მასზე მსჯელობა კი მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესით განსაზღვრულ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. ცვლილებებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას – 50 ლარით.

მეტი...

დღეიდან დახურული ტიპის კვების ობიექტების მუშაობა განახლდა

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ყველა დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მუშაობა განაახლდება. მათ იმ რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. სტუმრებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელია დეზობარიერის გავლა. ამასთან, მაგიდებს შორის აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, თითო მაგიდაზე კი დასაშვებია მხოლოდ ექვსი ადამიანის განთავსება. რეგულაციები შეეხება მომსახურე პერსონალსაც. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განმარტებით, შვედური მაგიდის გამოყენება იზღუდება, ხოლო გამოყენების შემთხვევაში, უნდა დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.

მეტი...

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მაისს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განახადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. „პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა გახარიამ 27 მაისის სხდომაზე. მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტის მგზავრებმა ატარონ პირბადე. ცნობისთვის , საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.

მეტი...

გადადის თუ არა “კორონავირუსი” სასმელი წყლით და ზღვაში ბანაობით

ერთადერთი, რაც დაზუსტებულია, გამოქვეყნებულია და ამერიკის დაავადებათა კონტროლის საიტზე დევს, ეს არის, რომ სასმელი წყლით კორონავირუსის გავრცელების ან გადადების არც ერთი ფაქტი მსოფლიოში აღწერილი არ არის, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგები საუბრობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დიროქტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით საშიში არც ზღვასა და აუზსში ცურვაა. „წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ესაა ვირუსის „ერენემის“ ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი. ზღვაში ბანაობა საშიში არ არის, ასევე არც აუზზე ბანაობაა სახიფათო, მითუმეტეს ყველა აუზი იქლორება მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად გასახდელებთან, ასევე აუზთან და სანაპიროზე სივრცეში დისტანცია უნდა…

მეტი...

დღეიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებმაც შემოწმება გაიარა და სტანდარტებს აკმაყოფილებს

დღეიდან სასტუმროების ის ნაწილი გაიხსნება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოწმდა და დადგნილ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებენ. დადგენილია სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. დეზობარიერის გავლის შემდეგ, აუცილებელი პირობაა ხელების სანიტარული ხსნარით დამუშავება. ჩატარდება თერმოსკრინინგიც. აკრძალულია ბავშვთა სარეკრეაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები.

მეტი...

პირბადის ტარებაზე ჯარიმის დაწესების შესახებ კანონპროექტს ბიუროს დღეს წარუდგენენ

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის დაწესების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. სავარაუდოდ დღესვე დაიწყება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ თანხა ფიზიკური პირისთვის 50 ლარით განისაზღვრა, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. ასევე 50-50 ლარის გახადა მოუწევთ მგზავრსა და მძღოლს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში. „ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, პირებისთვის, ვინც დაარღვევს რეგულაციას, მოხდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. თუმცა, ეს არ უნდა იყოს მძიმე ტვირთი და ისეთი ტიპის ფულადი სანქცია, რომლის…

მეტი...

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას განაახლებენ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დღეიდან დაუბრუნდებიან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. „ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

მეტი...