“სიკვდილი ადამიანს ულამაზოს ხდის, მისი სხეული გაფუჭებული იყო” – ექსპერტი თამარ ბაჩალიაშვილზე “მედიაცენტრ მთავარში”

“არაერთგის იყო საუბარი, რომ ეს ყველაფერი, რა სურათიც ცხედართან დაკავშირებით მანქანაში იყო, შეიძლებოდა თუ არა დახურულ მანქანაში განვითარებულიყო. დიახ ეს შესაძლებელი იყო,“ – ამის შესახებ „მედიციანეტრ მთავარში“ დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ნიკოლეიშვილის განმარტებით გარდაცვლილი გოგონას სხეული იმდენად იყო დაზიანებული, რომ ექსპერტებისთვის შეუძლებელი იყო სრულყოფილი დასკვნის გამოტანა.

„ძალიან რბილად რომ ვთქვა, სიკვდილი ადამიანს ულამაზოს ხდის ვიზუალურად. შიგნით მიდის ცუდი პროცესები და იმდენად ცვლის მას, რომ კანზე ვეღარ ხედავ ყველაფერს. სხეული გაფუჭებული იყო, ამ ტემპერატურებზე მსგავსი სურათი გვინახავს 24 საათშიც კი. საუბარი იყო იმაზეც, შეიძლებოდა თუ არა ეს ყველაფერი დახურულ მანქანაში განვითარებულიყო. დიახ  ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ მეტი სიზუსტე შეუძლებელია, რაც დრო გადის დასადგენად სიზუსტე მცირდება.  აქ სიკვდილმა დაასწრო გამოძიებას და შეცვალა ყველაფერი. ექსპერტიზან იქ ვერაფერი ნახა, რადგან სიკვდილმა დაასწრო,“ – განაცხადა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმული სმითითება

მსგავსი თემები