“გლობალურ დონეზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია უარესდება” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია ევროპაში უმჯობესდება, თუმცა გლობალურ დონეზე უარესდება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 7 მილიონ შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. თითქმის 400 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სიტუაცია უმჯობესდება, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია გლობალურ დონეზე უარესდება“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი თემები