პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. „13 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 60 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 46 პაციენტი;​ რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის სამი პაციენტი;​ თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 46 პაციენტი;​ გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი“, – აცხადებენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მეტი...

წარდგენილი „შრომის კოდექსი“ ბავშვის მოვლის გამო მამებისთვის ანაზღაურებადი შვებულების დაწესებას ითვალისწინებს

პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსი“ ბავშვის მოვლის გამო მამებისთვის ანაზღაურებადი შვებულების დაწესებას ითვალისწინებს. ცვლილებებით განსაზღვრულია შვებულება ორსულობის და მშობიარობის გამო, ასევე ბავშვის მოვლის გამო. კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 143 კალენდარული დღის ოდენობით. პროექტში აღნიშნულია, რომ დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 587 კალენდარული დღის ოდენობით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. „ამ…

მეტი...

„კახა კალაძე ცდილობს იყოს „თეთრი ყვავი“ – დავით ჭიჭინაძე

ის უკვე დიდი ხანია ცალკე  სუბიექტია „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ გახდება თუ არა  დამოუკიდებელი, აი ეს საეჭვოა. რაც შეეხება „ოცნების“ ახალ სახეებს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საკმაო გავლენა გრიგოლ ლილუაშვილს ექნება – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, „ქართული ოცნების“  მიერ დაანონსებულ  ახალი სახეებით გადახალისებას და თვლის, რომ 2016 წლის საგურამოს შემადგენლობის პომპეზური პრეზენტაციის შემდეგ, „ოცნებაში“ პრაქტიკულად არც თავისუფალი ადამიანი შემორჩა და არც მეტნაკლებად მოაზროვნე. „ გიორგი გახარია არც ფიგურაა, არც გუნდური მოთამაშე, შესაბამისად ის ვერც გუნდს შეკრებს. რასაც ვერ ვიტყოდი კალაძეზე. კალაძეს ამ შემთხვევაში ალბათ ფეხბურთმა უშველა, ამბიციაც მეტი გააჩნია…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 647 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 372-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4373 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

მეტი...

ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან შემსუბუქდება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან შემსუბუქდება. კერძოდ, მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე გასეირნებისა და ვარჯიშის საშუალება განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ. მანამდე, მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, დღეში მხოლოდ ერთი საათი ესეირნათ და ისიც, სახლის სიახლოვეს. აღნიშნული შეზღუდვები დიდ ბრიტანეთში მარტის ბოლოდან მოქმედებდა. დღეიდან, მოქალაქეებს საკუთარი მანქანით კურორტზე გამგზავრებაც შეეძლებათ. ამასთან, დაშვებული იქნება მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრაც. თუმცა, ასეთი შეხვედრის დროს სოციალური დისტანცია დაცული უნდა იყოს. წესების დარღვევისთვის ჯარიმის სახით მოქალაქეებს 3 200 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ. მოქალაქეებს კვლავ ურჩევენ, სახლიდან იმუშაონ. გამონაკლისს წარმოადგენენ ქარხნებსა და მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები. სამსახურში გამგზავრება ველოსიპედით ან ფეხით…

მეტი...

“ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები” – ირაკლი კობახიძე, სენატორის განცხადებაზე

ჩვენ სენატორს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი სენატში (ის არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე) დიდ პატივს ვცემთ, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ მისი განცხადება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება არასწორ ინფორმაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე თვლის, რომ ამერიკის სენატამდე ინფორმაციები არასწორად მიდის. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ როგორ და რა ხაზებით მიდის ასეთი ცნობები კონკრეტულ თანამდებობის პირებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. სინამდვილეში, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები და ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ლიდრის თქმით, ოპოზიცია 2012 წელსაც ახერხებდა დეზინფორმაციის მიწოდებას სენატორ რიშისა…

მეტი...

“აუცილებელია, რომ სოციალური დისტანცია და ჰიგიენა დაცული იყოს რელიგიურ ცერემონიებზეც” – გაერო

გაერო რელიგიურ ლიდერებს დახმარებას სთხოვს. როგორც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერიშმა განაცხადა, რელიგიურ ლიდერებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ პანდემიასთან ბრძოლაში. კერძოდ, საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გავრცელებაზე, რაშიც გაერო-ს რელიგიური ლიდერების იმედი აქვს. „ვინაიდან ჩვენ დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძვით, მოვუწოდებ რელიგიურ ლიდერებს, გამოიყენეთ თქვენი საკომუნიკაციო საშუალებები, რათა მხარი დაუჭიროთ მთავრობას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უფრო ფართოდ გავრცელდეს. აუცილებელია, რომ სოციალური დისტანცია და ჰიგიენა დაცული იყოს რელიგიურ ცერემონიებზეც“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. გუტიერიშმა ასევე მოუწოდა რელიგიურ ლიდერებს, ებრძოლონ ცრუ და ყალბ ინფორმაციას, ასევე ქსენოფობიას, რასიზმსა და დისკრიმინაციის ნებისმიერ სხვა ფორმას.…

მეტი...