პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

„13 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 60 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 46 პაციენტი;​ რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის სამი პაციენტი;​ თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 46 პაციენტი;​ გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი“, – აცხადებენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მსგავსი თემები