„დროა, ამ ბრძანებაზე უარი თქვათ და გადადგეთ“ – კინზინგერი პოლიციელებს მიმართავს

„ამერიკა დგას საქართველოს გვერდით და ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით და რუსეთის მცდელობა, ქვეყანაზე კონტროლი დააწესოს, ჩავარდება“ – აცხადებს  ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

მისი შეფსებით, საქართველო იყო ამერიკის საუკეთესო მოკავშირეებს შორის ავღანეთში.

„ჩვენ ერთმანეთისგან ვისწავლეთ. მე შევხვდი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცებს სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობას გადიოდნენ იმ სულიერი და ფიზიკური ჭრილობებისგან, რომელიც ჩვენს გვერდით ბრძოლაში მიიღეს. ბევრი ამ ჯარისკაცისგან ახლა პოლიციელია. ბევრ ამ პოლიციელს აძლევენ ბრძანებას, დაჩაგრონ საკუთარი ხალხი, ახლა დროა, ამ ბრძანებაზე უარი თქვათ და გადადგეთ, ან შეურთდეთ ქართველ ხალხს ქუჩებში, რომლის ერთადერთი სურვილია, იცხოვროს თავისუფლად რუსეთისგან დამოუკიდებლად.

ამერიკა დგას საქართველოს გვერდით და ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით. ჩვენი ალიანსი გაგრძელდება და რუსეთის მცდელობა, ქვეყანაზე კონტროლი დააწესოს, ჩავარდება ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ალიანსი და მეგობრობა. სიმტკიცეს გისურვებთ!”- აცხადებს კონგრესმენი.

 

მსგავსი თემები