თერჯოლის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ზომები გაამკაცრონ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე არ გამორიცხავს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს. ამის შესახებ გუბერნატორმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. შალამბერიძის ინფორმაციით, ინფიცირების სამი ახალი შემთხვევის გამო თვითიზოლაციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის მკვიდრი 50 მდე ოჯახი იმყოფება. „თერჯოლაში სამი ახალი შემთხვევის გამო, ყველა, ვინც მოიაზრება კონტაქტებად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სოფელში ეპიდაფეთქების რისკი არ არის, თუმცა სიტუაციას გადავხედავთ და დღის ბოლომდე გადაწყდება, როგორ ვიმოქმედებთ, გავამკაცრებთ თუ არა. სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებთ და გამორიცხული არაფერია“, – -განაცხადა შალამბერიძემ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის ექვსი შემთხვევა არის დაფიქსირებული.

მეტი...

“კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია და მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი” – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან იყო. ტურძელაძის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.” ჩვენთან აპარატურულ სუნთქვაზე იყო უკვე კარგა ხანია. ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 აპარატზეა. სამი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები,…

მეტი...

საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 22 მაისამდე გახანგრძლივდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს. „გაცნობებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით (22.05.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის…

მეტი...

ბარსელონა-თბილისის სპეცრეისზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

ბარსელონა-თბილისის სპეცრეისზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება, – ინფორმაციას Georgian Airways („ჯორჯიან ეარვეისი“) ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე, გაიხსნება გაყიდვები ბარსელონას რეისისთვის! დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია! მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს, წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება! ერთი გზის, ბარსელონა-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ინფიცირებული გადაჰყავთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ 23 პაციენტია მოთავსებული. მათგან სამი სტაციონარს დღეს დატოვებს. ამ წუთებში კი, კატასტროფის ბრიგადებს სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით სამი პაციენტი გადაჰყავთ სტაციონარში. პაციენტები ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებიან. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, სამივე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ვირუსი მათ სახლში დაუდგინდათ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით მე-5 ადამიანი გარდაიცვალა

ქვეყანას კორონავირუსით გარდაცვლილი მე 5 ადამიანი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.  გამოჯანმრთელებულია 97 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 573 .

მეტი...

მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხივე ტესტის პასუხი უარყოფითია

მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ განუცხადეს. ექიმების ინფორმაციით, დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ რამდენიმე პაციენტს აუღებენ ნიმუშებს და ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. მარნეულის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევა უკვე მეოთხე დღეა, არ დაფიქსირებულა. მარნეულის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ით ჯამში 15 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან შვიდი უკვე გამოჯანმრთელდა, რვა პაციენტი კი მკურნალობას სტაციონარებში გადის. მარნეულის მუნიციპალიტეტი 31-ე დღეა, რაც წითელ ზონად არის გამოცხადებული და მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს.

მეტი...

“კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განავლობაში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. მისივე თქმით, სამივე ადამიანის ინფიცირების წყარო ცნობილია. „გუშინ დილას ამ პერიოდისთვის გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას დაგვემატა მხოლოდ სამი. გვაქვს 411 შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მეტი...

სასულიერო პირები ველოსიპედით

“კორონავირუსის” გავრცელების საფრთხიდან გამომიდნარე დაწესებული შეზღუდვების გამო, ზოგიერთი სასულიერო პირი ავტომანქანიდან ველოსიპედზე გადაჯდა. „ვფიქრობ მომავალში შეზღუდვა, რომ  მოიხსნება გავაგრძელო ველოსიპედით სიარული“ – წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, ავტომობილების ნაცვლად, ველოსიპედები გამოიყენონ. ამასთან დაკავშირებით, მამა ალექსანდრე სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს ავრცელებს: „გაზაფხული, სუფთა ჰაერი, კარგი ამინდი და ველოსიპედი. მე თუ გამომივიდა, ყველას გამოუვა! რა კარგია მშვიდი თბილისი, მანქანების გარეშე!“ – წერს დეკანოზი. მამა ალექსანდრეს მოწოდებას, მრევლი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „რა მაგარია მამაო! – ყველაფერში რომ სამაგალითო ხართ, მეამაყებით! – შემოგიერთდებით…

მეტი...

“კორონავირუსის პანდემიის გამო შეიძლება მსოფლიოში შიმშილის დონე გაორმაგდეს” – გაერო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, რიცხვი იმ ადამიანებისა მსოფლიოში, რომლებიც შიმშილობენ, შეიძლება თითქმის გაორმაგდეს და მეოთხედ მილიარდს გადააჭარბოს. ამის მიზეზად უწყება კორონავირუსის აფეთქების შედეგად ეკონომიკურ ჩავარდნას ასახელებს. გაფრთხილება მოჰყვა სასურსათო პროგრამის და მისი პარტნიორების მიერ მეოთხე წლიური გლობალური ანგარიშის გამოქვეყნებას 21 აპრილს. „COVID-19-ის შედეგად, რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც მწვავე სასურსათო ნაკლებობის წინაშე არიან, 2020 წელს შეიძლება გაიზარდოს 265 მილიონამდე, ანუ 130 მილიონით მეტი იქნება, ვიდრე 2019 წელს, როცა ეს მონაცემი 135 მილიონს უდრიდა“, წერს უწყება თავის ანგარიშში. ანგარიშის ავტორების დასკვნით, რომ მოშიმშილეთა რიცხვი იზრდებოდაუკვე შარშან, კორონავირუსის გავრცელებამდე. ტურიზმისგან შემოსავალის შემცირებამ,…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 411-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 411-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.  გამოჯანმრთელებულია 97 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 573.  Covid-19-ს საქართველოში უკვე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს დღეს უყრიან

პარლამენტი დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრის. საგანგებო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. უცნობია, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია. როგორც არასაპარლამენტო, ისე საპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებისგან ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდა. მათი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაზე მხარდაჭერა უპირობო აღარ იქნება. 21 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამავე ვადით გრძელდება პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ…

მეტი...

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მანქანით გადაადგილება შესაძლებელია

საგანგებო მდგომარეობის გამო ქვეყანაში გამოცხადებული აკრძალვა ისევ გრძელდება. ეს ეხება როგორც ავტომანქანით შიდა გადაადგილების შეზღუდვას, ისე ქალაქებს შორის მიმოსვლას.  თუმცა, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ავტომანქანით გადაადგილება დასაშვები გახდა. მაგალითად, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, თელავის, სიღნაღის მუნიციპალიტეტებმა გამოაქვეყნებს ინფორმაცია, რომ 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 და საღამოს 18:00-19:00 საათამდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.  რა ხდება სხვაგან, დაინტერესებულმა პირებმა  ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ვებ. გვერდზე უნდა გადაამოწმონ.  

მეტი...

„კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტი სახლში მკურნალობს

საქართველოს ჰყავს უკვე „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული  ერთი პაციენტი, რომელიც სახლის პირობებში მკურნალობს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, მან ვირუსი უკვე გადაიტანა. „დიახ, უკვე გვყავს პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე. ის შვილთან ერთად ცხოვრობს და  „კორონავირუსი“ უკვე გადაიტანა. ჩვენთან  უკვე არის სახლში მკურნალობის პრეცედენტი“, – აცხადებს პაატა იმნაძე. მან, „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას არ გამორიცხა, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს არ იქნება მძიმე შემთხვევები, დაინფიცირებულებმა სახლში იმკურნალონ, თუმცა, ეს უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობისა და კონსულტაციების ქვეშ. მსოფლიოს…

მეტი...

“თუ ვირუსთან თანაცხოვრება არ ვისწავლეთ, არაფერი გამოვა, დაახლოებით 1 წელი დაგვჭირდება“ –  პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, „კოვიდ 19“-ის ბევრი თვისება ისევ ამოუცნობია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს. შესაბამისად, ყველას მოუწევს ცხოვრების წესის, რიტმის და ჩვევების შეცვლა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება.     „მოგვიწევს ბევრ ჩვევაზე უარის თქმა, საკმაოდ დროით გადაჩვევა. მეს მის, რომ ეს ჩვენი ტრადიციები და ჩვენი ცხოვრების ნაწილია, თუმცა,  მოგვიწევს ცხოვრების წესიც შეცვლა, უარის თქმა. ერთი წელი მაინც დაგვჭირდება,  რომ გადავლახოთ ყველაფერი. ეს ვირუსი არავინ იცის როგორ განვითარდება. ვაქცინასაც ველოდებით და იმედი მაქვს ის გამოჩნდება. ეს ვირუსი ძალიან უცნაურად…

მეტი...