ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ინფიცირებული გადაჰყავთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ 23 პაციენტია მოთავსებული. მათგან სამი სტაციონარს დღეს დატოვებს.

ამ წუთებში კი, კატასტროფის ბრიგადებს სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით სამი პაციენტი გადაჰყავთ სტაციონარში. პაციენტები ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებიან. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, სამივე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ვირუსი მათ სახლში დაუდგინდათ.

მსგავსი თემები