კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 411-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 411-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 

გამოჯანმრთელებულია 97 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 573. 

Covid-19-ს საქართველოში უკვე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მსგავსი თემები