„კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტი სახლში მკურნალობს

საქართველოს ჰყავს უკვე „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული  ერთი პაციენტი, რომელიც სახლის პირობებში მკურნალობს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, მან ვირუსი უკვე გადაიტანა.

„დიახ, უკვე გვყავს პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე. ის შვილთან ერთად ცხოვრობს და  „კორონავირუსი“ უკვე გადაიტანა. ჩვენთან  უკვე არის სახლში მკურნალობის პრეცედენტი“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მან, „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას არ გამორიცხა, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს არ იქნება მძიმე შემთხვევები, დაინფიცირებულებმა სახლში იმკურნალონ, თუმცა, ეს უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობისა და კონსულტაციების ქვეშ.

მსოფლიოს მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ბევრ ქვეყანაში, ადგილებისა და მედპერსონალის გადატვირთულობის გამო, “კოვიდ ინფიცირებულები” კლინიკაში ვერ გადაჰყავთ და მათ სახლის პირობებში უწევთ მკურნალობა. 

მსგავსი თემები