,,არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი”- ლაშა ფურცხვანიძე

,,არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი,” – ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია “გრინსერვის +”-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა.

ფურცხვანიძის განმარტებით, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

,,იმ მორალურ პასუხისმგებლობას მე არც და ვერც გავექცევი. პირველ დღესვე 35 საათი გრძელდებოდა ჩემი დაკითხვა, მესამე და მეოთხე დღეს 16 საათი. არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი. პირველ რიგში ჩემი ინტერესია იქ რა მოხდა იმის გაგება, ყველაფერი მოყოლილი მაქვს რაც ვიცოდი, არ ვაპირებ კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას”, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, “გრინსერვის პლუსის” დირექტორ ლაშა ფურცხვანიძეს  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები