ტოჩინოშინი ტრავმის გამო, შესაძლოა, ბაშოს გამოეთიშოს

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ნეკნი დაიზიანა. ინფორმაციას სპორტული გამოცემა „ლელო“ ავრცელებს.  კიუშიუს ბაშოზე დღეს ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება იზეიმა. თუ ტრავმის გამო, ქართველი სპორტსმენი ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს ოძეკის ტიტულის დაბრუნების შანსს კარგავს.

მეტი...

ცნობილი ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მე-5 დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია

უკვე 5 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის შაბათს საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, თუმცა ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილთან მძიმე საუბარი მქონდა, თუმცა, კორექტულობის ზღვარი არ გადალახულა“ – დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრის დეტალებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მძიმე საუბრის მიუხედავად, კორექტულობის ზღვარი არ გადალახულა. „ძალიან მძიმე საუბარი მქონდა. რამდენიმე საათის წინ შევხვდი. მან ვერ დამარწმუნა მე და ვერც მე დავარწმუნე ის. ჩვენ დღეს ვიყავით იმდენი, რომ ჩაგვეგდო ეს საკითხი. თქვენ მომსწრე იყავით, რომ მე გავაკეთე განცხადება, რომ  მე არ მინდოდა, აქტის წინაშე დამდგარიყო დარბაზი, უმრავლესობის უმრავლესობა და ვითხოვე საკითხის გადადება. მე გავუფრთხილდი საკუთარ გუნდს. ვფიქრობ, რომ ხვალ შედეგი,  რეალური დადგება, საუბარია ჩემი პოზიციის დადასტურებაზე.  თუმცა, გარანტირებულად არ შემიძლია ამისი თქმა, რადგანაც…

მეტი...

თბილისში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა – დაღუპულია 2 ადამიანი

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ქალი და მამაკაცი. ამასთან, ავარიისას დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

ავტოავარიას ქარელში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ავტოავარიას ქარელში. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გზაზე გადადიოდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

“მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას, ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში” – ირაკლი შიოლაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა, სადაც პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. „მე მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას. ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში, როგორც მან ვერ დამარწმუნა, ამ კანონპროექტს რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა. ირაკლი შიოლაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს მხარს არ დაუჭერს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში…

მეტი...

„ამაღამ, ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი“ – დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან, ამაღამ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას ელოდება. ეს საქმე, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის თანხმობაა. როგორც დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა,  თუ ამაღამ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დადებითად არ იქნება მიღებული, ხალხთან ერთად, ოპოზიციის ძალას ყველა ნახავს. „თუ ხელისუფლება ამ ინიციატივას უკან წაიღებს და კრიზისის მოგვარების ნაცვლად ახალ კრიზისში შეიყვანს, ეს იქნება ხელისუფლების მიტაცება, ხელისუფლებით ბოროტად სარგებლობა, მანიპულაცია, რომელიც დაუსჯელად ვერ ჩაივლის. სრულიად ოპოზიციური სპექტრი ერთად დადგება. ამ შემთხვევაში, ჩვენი საერთო პრიორიტეტი ხელისუფლების გაშვება იქნება. ამაღამ, ამ ქვეყნის მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს…

მეტი...

“განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე მოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება” – ფინანსთა მინისტრი

2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე მოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება. ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, პარლამენტში განაცხადა. მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა, ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის და მნიშვნელოვნად გაზარდა მოტივაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. „მიმდინარე წლის ოქტომბერში 150 ლარით გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები. 2020 წელს  ასევე, 150 ლარიანი ზრდაა გათვალისწინებული სტატუსიანი მასწავლებლებისთვის. 100 ლარით გაიზრდება შრომის ანაზღაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებისთვისაც. ჯამურად, 2020 წელს…

მეტი...

ხვალ რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში ხვალ, 14 ნოემბერს, მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მოძრაობა 08:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შეზღუდული.   “სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა”,- წერია განცხადებაში.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის კოორდინაციითა და ზედამხედველობით განხორციელდება.

მეტი...

“სოციალური პროექტებისთვის 5.2 მილიარდი ლარი გამოიყოფა” – ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტარებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. მთავრობა პრიორიტეტად კაპიტალურ ხარჯს და ინფრასტრუქტურას ასახელებს, რამაც საერთო ჯამში ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იმოქმედოს. “16 მილიარდიანი ფინანსური რესურსის 91% ხმარდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომელზეც მთელი ბიუჯეტის 5.2 მილიარდი იხარჯება. საგზაო მუნიციპალური და სხვა ინფრასტრუქტურის დაფინანსება 3 მილიარდი ლარი, განათლებას და განათლების ინფრასტრუქტურას გამოყოფილი აქვს 1.9 მილიარდი ლარი. უსაფრთხოების მიმართულებით – ჯარის, პოლიციის და სხვა უწყებების დაფინანსებაზე მიემართება 2 მილიარდ ლარამდე. საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის აღებული სახელმწიფო ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე მიემართება მთლიანი ბიუჯეტის 1.7 მილიარდი ლარი. კულტურისა…

მეტი...

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მეტი...

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიან გეგმას სთავაზობს

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიან გეგმას სთავაზობს ე.წ. ტრიოს პროცესი სამ ქვეყანას, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული ევროკავშირში გაწევრიანებას გაუადვილებს. ამისთვის ქვეყნებმა რეფორმების გატარების მოტივაცია უნდა შეინარჩუნონ. ინიციატივა “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა მოამზადა. შესაბამისი დოკუმენტი კუბილიუსმა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხზე გამართულ დისკუსიაზე წარადგინა.

მეტი...

“საქართველო მიყვარხარ” – ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს მიმართა

“საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ”, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს და ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა. მეტეხის ხიდზე შეკრებილმა მრევლმაც პატრიარქს უპასუხეს შეძახილით – გვიყვარხარ. ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისში ანჩისხატის სახელობის ეკლესიიდან მეტეხის ხიდამდე სტუდენტების მსვლელობა გაიმართა. მეტეხის ხიდზე კი მორწმუნეებმა მტკვარში სიმბოლურად ყვავილები ჩაუშვეს. მანამდე კი, მეტეხის ხიდზე ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი…

მეტი...

“ეს არის “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო საბოტაჟი. ველი მოასუფთავეს 2020 -ისთვის” – ადვოკატი ირაკლი კაკულიას დაკავებაზე

ფოთის ყოფილი მერისა და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ინტერესების დამცელი ედიშერ ქარჩავა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას პოლიტიკურ პროცესებთან აკავშირებს და ამბობს, რომ ის მმართველ გუნდში პოლიტიკურ დაპირისპირებებს შეეწირა. აღნიშნული განცხადება ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „გაუგებარია, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ირაკლი კაკულიას დაკავება. ის საღამოს იქნა დაკავებული, თითქოს, მან მიითვისა და გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხები და ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. ესა არის  სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება. ირაკლიმ გარკვევით მითხრა, რომ ის კომპანია, რომელსაც ტენდერში გაამარჯვებინეს არ იყო მასთან ასოცირებული და დაკავშირებული კომპანია. მთლიანად, სამუშაოებში 4 მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა და…

მეტი...

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  კახა კალაძის თქმით, ეს ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია.  „ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს, მუნიციპალიტეტმა 145 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. ამის შემდეგ ჩვენ შევიძინეთ 310 ერთეული სხვადასხვა ზომის 8-მერტიანი და 10-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანა უკვე დაწყებულია და წლის ბოლოსთვის მთლიანად მოგვაწვდიან“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის  თქმით, დამატებით 100 ავტობუსის შესყიდვის მიზანია, თითოეულ ხაზზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს და მოცდის ინტერვალი შემცირდეს. „ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები,…

მეტი...

“თბილისში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და მას პრობლემა არ გააჩნია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განაცხადებით თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. „ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრ არასწორ ინფორმაციას ვისმენდით. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა, არსებული სიტუაცია ძირეულად შეესწავლა და პრობლემის გადაჭრის გზები დაგვესახა. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იყო მერიის მუნიციპალური ინსპექციის, გარემოს დაცვის ინსპექციის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. მთლიანად თბილისის ზღვის ირგვლივ არსებული პერიმეტრის…

მეტი...

თელავში, სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ბალახს უკიდია. ხანძრის ადგილი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივების თქმით, ცეცხლის კერები და დაკვამლიანება რამდენიმე საათია რაც კიდევ უფრო გაიზარდა და სოფლიდან უფრო შესამჩნევი გახდა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

მეტი...

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ლევან იზორია დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინსტრაცია ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. “ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას,  ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. სხდომაზე უსაფრთხოების ჭრილში ქვეყნის წინაშე…

მეტი...

“შევეცდებით, რისკი კანონპროეტის ჩავარდნის მოიხსნას” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველანაირი რისკი, რომელიც არსებობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, აუცილებელია მოიხსნას. მისი განცხადებით, სწორედ რისკების მოხსნას ემსახურება ხვალინდელი უმრავლესობის შეხვედრა. “ხვალისთვის ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ რისკი კანონპროეტის ჩავარდნის მოიხსნას. კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არის დამღუპველი ქვეყნისთვის და მაინცდამაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” მორგებული, დავარწმუნოთ, ეს, ასე არაა.  აქამდე დეპუტატების ამ რაოდენობას არ გამოუცხადებია პრეტენზია  ღიად და საჯაროდ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც სულ ველაპარაკებოდით და ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცით. დღეს ეს…

მეტი...

„ხალხი არავის აპატიებს იმ უფლების იგნორირებას, რომელიც საკუთარი სისხლის ფასად მოიპოვა” – დავით ჭიჭინაძე

“მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე სისხლში აქვს გამჯდარი დაპირებების არშესრულება,  ვფიქრობ ამ პირობის შეასრულება იძულებით მოუწევთ”- ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვას. დეპუტატის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი არ ჩავარდება. მისი თქმით, კანონპროექტის ჩავარდნა, კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას.  “ ხალხი არავის აპატიებს იმ უფლების იგნორირებას, რომელიც საკუთარი სისხლის ფასად მოიპოვა. ვფიქრობ „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტს მიიღებს, იმიტომ რომ,  თვითონაც აცნობიერებენ რამდენად სერიოზული შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. რადგან აქ უკვე 2020 და 2024 წელზე კი აღარ იქნება საუბარი,  შეიძლება მყისიერად მივიღოთ ძალიან კრიზისული…

მეტი...

“პირობა საზოგადოებას მივეცით” – ჩუგოშვილი საარჩევნო ცვლილებაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის პირობა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საზოგადოებას მისცა, აუცილებლად უნდა შესრულდეს. “დღეს სხვა რამეზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება ეხება არა იმას, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, არამედ იმას, თუ როდის შედის ეს სისტემა ძალაში. ის რომ ეს სისტემა ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ ეს პირობა საზოგადოებას მივეცით,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მეტი...

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კენჭისყრა ხვალისთვის გადიდო

 „მქონდა მოკლე კონსულტაცია უმრავლესობის ლიდრეთან და საპარლამენტო ოპოზიციის ხელმძღვანელებთან. მათთან შეთანხმებით, გთავაზობთ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროეტის კენჭისყრამდე განაცხადა.   პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის ლიდერს, ხვალინდელი კენჭისყრისთვის მობილიზებისკენ მოუწოდებს. საარჩევნო კოდექსში ცვლილების საკითხს, პარლამენტარები კენჭს  ხვალ 12 საათზე უყრიან. „ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით, იქნება გონივრული გადაწყვეტილება, კენჭისყრა ხვალისთვის გადავდოთ. ვთხოვ უმრავლესობის ლიდერს, ხვალისთვის გააკეთოს მობილიზაცია. ხვალ ქვექნება კენჭისყრა ამ საკითხთან დაკავშირებით. სხდომას დავიწყებთ ამ საკითხით,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კენჭისყრა, გუშინ 12 საათზე უნდა დამდგარიყო,…

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისუყრას პარლამემტი ამ დრომდე ვერ ახერხებს

უმრავლესობა კონსულტაციას კონსულტაციაზე გადის. ამის მიზეზი ის არის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე შეჯერებული პოზიცია ისევ არ არსებობს. მაშინ, როდესაც საკითხი კენჭისყრაზე უნდა დამდგარიყო, სიტყვა უმრავლესობის ლიდერამ გია ვოლსკიმ ითხოვა და კოლეგებს საკითხის ხვალ გადადება შესთვაზა. „ვფირობ ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტლება მივიღეთ ვინც ვიყავით გასულები. ხმამაღალი საუბარი კი მოგვივიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ გვაქვს ანტაგონიზმი. მოვილაპარაკეთ, რომ კიდევ ერთხე ასეთ მნიშნველბოვან საკთხთან დაკავშირებით, ხვალ დილას შევიკრიბოთ 10 საათზე პარტიის ოფისში. ვთხოვ ოპოზიციას მხარი დაგვიჭიროს ამაში“ – განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტში. ამ წუთებში, პარლამენტში, დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში, საარჩევნო…

მეტი...

„როცა „ჰოპ“ თქვი და გადახტი, ჰაერში მობრუნება არ გამოდის“ – ქანთარია დეპუტატებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ალექსანდრე ქანთარია კოლეგებს მიმართავს და ამბობს, რომ თანხმობის უკან წაღება არ გამოვა. როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ჰოპ“ ნათქვამია და უკან დაბრუნება არ გამოვა. „ნებისმიერი გაცნობიერებული ადამიანი ერთ სისტემასაც ისე გაგიშავებს და მეორესაც, რომ საერთოდ არ მოგინდება არჩევნები და ასევე, პირიქით. ეს გადაწყვეტილება ჩვენ უკვე მივიღეთ და ესეც უნდა გავიაროთ ახლა. თუ  ამას ახლა არ გავაკეთებთ, მუდმივად იქნება ხინჯი. მეორე მხრივ, ისე ნუ გავაკეთებთ, რომ ისე გავასაცოდაოთ ეს თემა და ისეთნაირად მივიღოთ, რომ კვლავ მივცეთ საშუალება მტრულ ძალებს, რომ – ეს გამოვგლიჯეთ თორემ არ უნდოდათ,…

მეტი...

კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კუს ტბის გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულდება. რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება სამკილომეტრიან გზას. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 20 000 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, განახლდება გარე განათების ქსელი. „კუს ტბასთან მისასვლელი გზა დღეისთვის მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით უქმეებზე, როდესაც დამსვენებლები იქ ოჯახებითა და შვილებით ადიან. მომდევნო დღეების განმავლობაში, დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს, რომელიც სწრაფად დასრულდება, რადგან იქ…

მეტი...

„რას გიზამ იცი სერგო? დაგამთავრებ“ – ირაკლი კობახიძე რატიანს

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე მსჯელობენ, პოლიტიკური ტემპერატურა ისევ მაღალია. მართალია, დღეს ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, თუმცა, დეპუტატები ერთმანეთს სიტყვებით ერჩიან. ადგილიდან წამოსროლილი რეპლიკების გამო, საპარლამენტო ტრუბუნიდან, ირაკლი კობახიძემ “ევროპული საქართველოს” წევრ აკაკი ბობოხიძეს ბერბიჭაშვილი უწოდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მორიგი აგრესია მოჰყვა. “კაკო ბობოხიძე გიგლა ბერბიჭაშვილია”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრუბუნიდან და სერგო რატიანსაც მიმართა: „რას გიზამ იცი სერგო? რას გიზამ იცი სერგო? დაგამთავრებ. თითებს ნუ იქნევ. ჩაგაბარებ წარსულს. ეკლესიის მტრებს ჩავაბარებ წარსულს ,” – მიმართა კობახიძემ რატიანს. ირაკლი კობახიძის გაღიზიანება კი სერგო რატიანის მხრიდან გავრილოვის ჩამოყვანასა…

მეტი...

“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაა” – სახალხო დამცველი

“მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს. მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია, არამედ მისი მიღება უკავშირდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორიცაა სამართლიანი და პროპორციული არჩევნები, ხმის წონის თანაბრობა, გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით თანასწორობა, პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა. „პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დღეს მასზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება“, – წერს…

მეტი...

„პოლიტიკური სპექტაკლი, მდაბიო ფორმით“ – მამუკა კაციტაძე პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე

„მოსალოცად აქვს ქართველ ხალხს საქმე, ჩვენ გვექნება პროპორციული არჩევნები… ერთი მაჟორიტარი დამისახელეთ, ვინც ბიძინა ივანიშვილს ძალის პოზიციიდან დაუწყებს საუბარს“ –  ეს განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ გუშინ, პარლამენტში მიმდინარე პროცესებს ბუნებრივბასთან კავშირი არ ჰქონია.      „არ დაიჯეროს ვინმემ, რომ გუშინდელი პროცესი იყო ბუნებრივი. ანუ ეს იყო მაჟორიტარების ბუნტი. ერთი მაჟორიტარი დამისახელეთ, ვინც ბიძინა ივანიშვილს ძალის პოზიციიდან დაუწყებს საუბარს, რომ მე თუ არ დამიკმაყოფილებ მოთხოვნილებებს, ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ. ამისი ძალა და რესურსი მაჟორიტარებში არ არის. ეს არ არის ბუნებრივი პროცესი. ეს იყო პოლიტიკური…

მეტი...

“გვაქვს გათვლა, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50 პროცენტიან ნიშნულს” – ირალი კობახიძე

“ყველა სისტემას აქვს უარყოფითი და დადებითი მხარეები”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენისას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აღინიშნა და ამ მოცემულობით უნდა გადაწყდეს, რომელი სისტემა სჯობს. „გუშინ ჩამოვთვალე უარყოფითი მხარეები, დღეს ჩამოვთვალე დადებითი. მთავარია, საბოლოო ჯამში ავწონ-დავწონოთ, საით არის მეტი უპირატესობა და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა, რა თქმა უნდა, მეტი რისკების შემცველია, ვიდრე იქნებოდა თუნდაც 2024 წლისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ უნდა დავდოთ შესაბამისი შედეგი. როდესაც ვსაუბრობდით,…

მეტი...

„ეშმაკი დეტალებშია“ – მამუკა კაციტაძე არ გამორიცხავს, კანონპროექტში რაღაც შეცვალონ

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები, პროპორციული წესით ჩატარდება. როგორც მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში დეტალები შეცვალოს. „რა თქმა უნდა კანონპროექტი გავა. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და არა მაჟორიტარული წესით. თუმცა, გამორიცხული არაა, დარღვეულ მოდიფიკაციასთან გვქონდეს საუბარი „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტისა. შესაძლოა, სახე იცვალოს ამ კანონპროექტმა. კანონპროეტის ფაბულა შეიძლება დატოვონ არა ტრანსფორმირებულად, მაგრამ როგორც იტყვიან, ეშმაკები დეტალებშიაო, შეიძლება გარკვეული ტრანსფორმირება მოხდინონ. ესაა ყველაზე უარესი მოლოდინი, რაც შეიძლება მოჰყვეს გუშინდელ მაჟორიტარულ ბუნტს,“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

“ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭებით” – კობახიძე ოპოზიციას

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, დეპუტატებისთვის საარჩევნო სისტემის შეცლასთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენისას, ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა. მისი განცხადებით, „ნაცების”, „შმაცების” და „შმაცუნების” შეცვლა არ მოხდება. კობახიძემ კანონპროექტის წარდგენისას „ნაციონალური მოძრაობა” და მისგან წამოსული დეპუტატებიც ახსენა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულ განცხადებას „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი დეპუტატისგან რეპლიკა: „ბებიაშენს დაუძახე” მოჰყვა. ირაკლი კობახიძემ კი რეპლიკას იპასუხა: “ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭებით”

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი ხუნდაძეს საკითხის კენჭისყრაზე დაყენებაზე უარი უთხრა

“ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობდნენ. დიმიტრი ხუნდაძემ კითხვაზე, რა გადაწყვეტილება მიიღო სხდომაზე გუნდმა, უპასუხა, რომ მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება იქნა მიღბული. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არ მისცა საშუალება, საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა. „მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი. მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემის ჩაგდება ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია“ – დავით უსუფაშვილი პროტესტის ფარულ ვარიანტებზე

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, 28 დეპუტატის მობილიზება არც ერთ ეტაპზე გაუჭირდება, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა საბოლოოდ ჩააგდოს. როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, თუ სამი მოსმენიდან ერთხელ მაინც ვერ შეგროვდა 113 მხარდამჭერი, საკითხი ჩავარდნილია. „პარლამენტში, 3 მოსმენისას, აუცილებელია, მინიმუმ 113 ხმის მიღება თითოეულ კენჭისყრაზე. რას ნიშნავს ეს? – ეს იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატს 38 ხმა თუ დააკლდება, მაშინ პროექტი ვარდება. 3 მოსმენიდან ერთხელ მაინც რომ დააკლდეს ხმა, პროექტი ჩავარდნილია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მინიმუმ 10-12 პარლამენტის წევრი, ბუნებრივი და ობიექტური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს სხდომაზე დასწრებას. ამიტომ, 3-ჯერ…

მეტი...