რუსმა სამხედროებმა სოფელ კოდისწყაროს ორი მცხოვრები დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს ორი მცხოვრები დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზარდიშვილი მწყემსები არიან და, სავარაუდოდ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, რა დროსაც დააკავეს. ერთ-ერთმა დაკავებულმა ოჯახის წევრებთან დარეკვა მოასწრო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მეტი...

“მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება” – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

“მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება”, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.  ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. „მე მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯდომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ…

მეტი...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ქანდაკება N’Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკების განთავსების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებული შადრევანია. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს. „ჩვენ დედაქალაქს ძალიან უხდება თანამედროვე სკულპტურები, რომლებიც მას კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს ჰმატებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვაჟა მიქაბერიძეს, რომელმაც თბილისს N’Uovo აჩუქა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ კერძო კოლექციაში თუ მუზეუმშია დაცული და სხვადასხვა ქალაქის დიდ მოედნებზეა განთავსებული. თბილისში ეს მისი მეორე…

მეტი...

“ფარცხალაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩეს და ადგილზე იმუშაოს” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ფარცხალაძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ყოფილ პროკურორს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩეს და ადგილზე იმუშაოს. „სამყარო საკმაოდ დაპატარავდა და ფარცხალაძის ქვეყნიდან გაქცევას აზრი ნამდვილად არ აქვს. ივანიშვილი კი, საქმის კურსშია, რომ მაღალი თანამდებობის პირები ამ ქვეყანას ძარცვავენ და საარჩევნოდ მოუწია კიდეც  ამის აღიარება. თუმცა გავიდა პერიოდი, პრემიერიც გადააყენეს, პარლამენტის თავმჯდომარეც, მაგრამ კორუფციასთან მიმართებაში არცერთი გახმაურებული სკანდალური საქმე არ გამოძიებულა და მითუმეტეს არავინ დასჯილა. არის მხოლოდ საუბრები, შემდეგ მიჩქმალვის მცდელობა და ზოგ შემთხვევებში გამგეობების, ან საკრებულოების დონეზე რიგითი ადამიანების დაკავება. არადა მართლა სირცხვილია, როდესაც…

მეტი...

გარყვნილი ქმედება სკოლის მოსწავლესთან – დაკავებულია მასწავლებელი

ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში, მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება  141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

მეტი...

პროკურატურამ მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი. „გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა…

მეტი...

სოფელ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი, უმცროსი ომარ გამყრელიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა მოითხოვა და სასამართლოს ორი ათას ლარიანი გირაო შესთავაზა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

მეტი...

„ჯორჯიან ეარვეისი“ რამდენიმე მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რამდენიმე მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს ან სიხშირეებს ამცირებს. თბილისი-ბარსელონას მიმართულებით ფრენები უქმდება 20.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 12.01.2020-დან 04.03.2020-მდე. თბილისი-ბოლონიის მიმართულებით ფრენები უქმდება 08.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 10.01.2020-დან 04.03.2020-მდე. თბილისი-ბრიუსელის ფრენები უქმდება 21.11.2019-დან 12.12.2019-მდე და 16.01.2020-დან 05.03.2020-მდე. თბილისი-ლონდონის ფრენები უქმდება 23.11.2019-დან 07.12.2019-მდე და 15.01.2020-დან 11.03.2020-მდე. ბარსელონის, ბოლონიის, ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებით ფრენები, მითითებული თარიღების შუალედში განრიგის მიხედვით შესრულდება. ამასთან, თბილისი-პრაღის მიმართულებით ფრენები უქმდება 19.11.2019-დან 10.12.2019-მდე. თბილისი-ბერლინის ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 17.01.2020-დან 06.03.2020-მდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ ერთი სიხშირით. თბილისი-კიევის ფრენები…

მეტი...

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართვას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 8 ნოემბერს თბილისში ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა საკმარისი ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცავთა რეაგირების გარეშე კვლავ რჩება ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების აგრესიული და რიგ შემთხვევებში, აშკარად სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადებები და მუქარები. “ხელისუფლება თავს არიდებს საკუთარი პოზიტიური ვალდებულებების შესრულებას – შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, აგრესიულ ჯგუფებთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. კვლავ პრობლემურია მაღალი თანამდებობის პირების მიერ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებებისა და მოწოდებების გაკეთება.…

მეტი...

„გამიზნული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი“ – დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის მიმართ შეტევაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ გაჟღერებულ მორიგ ცილისწამებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მორალურ-ზნეობრივი ტერორი დიდი ხნის უკან დაიგეგმა. „ეს არის გამიზნული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი  არა მხოლოდ პატრიარქსა და საპატრიარქოს,  არამედ  სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ეს რის ბრძოლის კულმინაცია”, – აცხადებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და იმ წლებს იხსენებს, როცა ეკლესიაზე მსგავსი მიზანმიმართული შეტევები აქტიურად ხორციელდებოდა. „ეს მათი ჩვეული სტილია, როცა ანტისახელმწიფოებრივ, ანტი საზოგადოებრივ საქმეს აკეთებენ და შემდეგ, ყველაფერს სხვას აბრალებენ. ეს ხომ მათი ჩვეული მეთოდია. მათი ფიცის რომც დავიჯერო, მაკვირვებს თავიც და…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს საქველმოქმედო ინიციატივა ყინულმჭრელის როლს ასრულებს” – ნათია თურნავა

“ვინაიდან პროექტი თავისი მასშტაბით ისეთი ბუნებისაა, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის მასშტაბს და სახალხო პროექტია, გვინდა, დეტალურად გაიწეროს გეგმა სხვადასხვა მონაწილეს შორის“ “, – ამის შესახებ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სურვილია, რომ პროცესი იყოს საჯარო. „ ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელმაც ახალი იმპულსი შესძინა ამ პროცესს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო ინიციატივაა. ეს რეალურად ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში”, – განაცხადა ნათია თურნავამ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს.

მეტი...

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ადასტურებს, რომ მან და ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა დატოვეს

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ “მედიაცენტრ მთავარს” დაუდასტურა, რომ ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ის თანამდებობებს ტოვებენ. ლევან კალანდაძის განცხადებით, მათ გადადგომის შესახებ განცხადება 8 ნოემბერს დაწერეს.  “თითქმის ორი წელი, უფრო ზუსტად წელიწადი და ათი თვე ვიმუშავე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარიერული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ახლა დადგა დრო რაღაცეები შეიცვალოს” – განაცხადა ლევან კალანდაძემ.  ლევან კალანდაძემ მადლობა გადაუხადა ბიზნესომბუდსმენს: “მადლობა ირაკლი ლექვინაძეს. უბრალოდ, მადლობა. ზედმეტი განმარტებებისა და კონკრეტიკის გარეშე”.

მეტი...

“ფილმი ჰომოსექსუალ წყვილზეა,  სკანდალი იმთავითვე იყო ჩადებული” – ლევან ჩხეიძე

ადვოკატმა და იურისტმა ლევან ჩხეიძემ ქართულ-შვედური ფილმზე – “და ჩვენ ვიცეკვეთ”  „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფილმის გარშემო სკანდალი, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო. მისი თქმით, ფილმი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. “მეც, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, კონსერვატიული შეხედულებები გამაჩნია. ბევრისგან განსხვავებით, ვნახე ფილმი და არ მომეწონა. ამ ფილმში ერთადერთი ყურადსაღები ისაა, რომ ჰომოსექსუალ წყვილზეა საუბარი. არანაირი მხატვრობა, რეჟისურა, კინო-მუსიკა, დრამატურგია ამ ფილმში რეალურად არაა, რითიც შეიძლება ეს ფილმი ღირშესანიშნავი იყოს. ფილმი ჰომოსექსუალ წყვილზეა და სკანდალი იმთავითვე იყო ჩადებული,” – განაცხადა ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავარში.” ადვოკატი მიიჩნევს, რომ ძალადობა გაუმართლებელია და…

მეტი...

შსს ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” დანაშულის ნიშნებს ვერ ხედავს და გამოძიებას არ იწყებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართულ-შვედურ ფილმთან “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ფილმში დანაშაულის ნიშნები არაა, შესაბამისად დიმიტრი ლორთქიფანიძის მოთხოვნა, რომ ფილმის ჩვენება შეიზღუდოს უსაფუძვლოა და გამოძიების დაწყებას არ საჭიროებს. “მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია”, – აცხადებენ შსს-ში. დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით შსს გასულ კვირაში მიმართა.  ლორთქიფანიძის განცხადების თანახმად, ფილმი „პორნოგრაფიულ კონტენტს“ შეიცავს.…

მეტი...

„დამირეკეს და მითხრეს, რომ უცხოელი ქართულ ცეკვებზე ფილმს იღებდა“ – როგორც მოხვდნენ ბავშვები აკინის ფილმში (ვიდეო)

რეჟისორი ლევან აკინი და ოსკარზე წარდგენილი ფილმის შემოქმედებითი გუნდი სკანდალში ეხვევა. იმ ბავშვების მშობლები, რომელთა არასრულწლოვანი შვილები „გეი სიყვარულზე“ გადაღებულ ფილმში გადაიღეს, ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“, შემოქმედებითი გუნდის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას და რეჟისორის დაპატიმრებას ითხოვენ.    როგორც საბავშვო თეატრის „მეორე სახლი 2“ დირექტორმა ნინო მესხმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან ფილმის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა და მშობლებისა და ოჯახის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობასაც იღებს. „ჩვენ თეატრში ბავშვები თამაშობენ სპექტაკლებს. ჩვეულებრივი რეჟიმია, როდესაც ფილმი ან რეკლამაა გადასაღები, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ბავშვები სჭირდებათ. გვიან ღამით დამირეკა ვიღაცამ ფილმის…

მეტი...

„მოვითხოვთ ყველას დასჯას“ – ლევან აკინის ფილმში ბავშვების მოტყუებით გადაღებაზე კიდევ ერთი მშობელი საუბრობს (ვიდეო)

„როცა ჩემი შვილი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღეს, ის 12 წლის იყო. დღეს ბავშვი 13 წლისაა. არც ბავშვმა და არც ჩვენ, მშობლებმა არაფერი ვიცოდით, თუ ასეთ ფილმზე იყო საუბარი, თუ გეი სიყვარულზე გადაღებულ ფილმში უნდა მიეღოთ არასრულწლოვან ბავშვებს მონაწილეობა“ –  ეს განცხადება ხმაურიანი ფილმის კიდევ ერთი მონაწილის დედამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც  ზიზი ტოგონიძემ განაცხადა, ის ფილმის შემქმნელებს სხვა მშობლებთან ერთად უჩივლებს და გამოძიებას დაელოდება. „საბავშო სტუდიიდან მოხდა ბავშვების წაყვანა. ხშირად მიჰყავდათ ბავშვები გადაღებებზე და ეჭვი არაფერში შეგვპარვია. მითხრეს, რომ ქართული ცეკვის ტრადაციაზე იყო ეს ფილმი. არანაირ ლგბტ თემა არ…

მეტი...

„უნდა გასამართლდნენ, ჩემს გვამზე მოუწევთ გადავლა, ბავშვები მოატყუეს და პორნო ფილმში გადაიღეს“ – ლევან აკინს მშობლები უჩივიან  (ვიდეო)

10 წლის ბავშვის მამამ, რომელიც რეჟისორმა ლევან აკინმა გეი წყვილის სიყვარულის ისტორიაზე გადაღებულ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღო, მთელ შემოქმედებით ჯგუფს პროკურატურაში უჩივის და ბავშვების მოტყუებით გადაღებისთვის სს საქმის აღძვრას და მათ დაპატიმრებას ითხოვეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ერთ-ერთი ბავშვის მამამ – ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „მივიდნენ იმ სტუდიაში, სადაც დამყავს შვილი და გვითხრეს რომ ტრადიციულ ფილმს იღებდნენ,  უნდოდათ მონაწილეობა მიეღოთ ბავშვებს. ჩემი შვილი და ის ბავშვები, რომლებიც გადაიღეს, არაერთხელ არიან სხვადასხვა რეკლამებში გადაღებულები. როდესაც გავიგეთ, რომ ფილმი ტრადიციებზე დაფუძნებული იქნებოდა, გავუშვით ბავშვები. 7-8 ბავშვია იქ ჩვენს გარდა. რომელი დალაგებული…

მეტი...

„ბავშვთა ტრეფიკინგისთვის ლევან აკინის წინააღმდეგ ს.ს. საქმე უნდა აღიძრას, ის უნდა დააპატიმრონ“ – სანდრო ბრეგაძე (ვიდეო)

„ბავშვთა ტრეფიკინგისთვის ლევან აკინის წინააღმდეგ ს.ს. საქმე უნდა აღიძრას, ის უნდა დააპატიმრონ“ – სანდრო ბრეგაძე „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ფილმში: „და ჩვენ ვიცეკვეთ“, არასრულწლოვანი ბავშვების მოტყუებით, თაღლითურად გადაღებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მშობელთან ერთად „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადება გააკეთა და ფილმის რეჟისორის ლევან აკიმის წინააღმდეგ სს სამართლის აღძვრა მოითხოვა. „ლევან აკინის ფილმში გადაღებულნი არიან არასრულწლოვანი ბავშვები, რომლის მშობლებმა არ იცოდნენ, რა ფილმში იღებდნენ მათ შვილებს. ლევან აკინმა მოატყუა ბავშვები და მათი მასწავლებელი. უთხრა, რომ ეს არის ისტორიულ-შემეცნებითი ფილმი, მოტყუებით წაიყვანა ბავშვები ქალაქგარეთ და გადაიღო ამ ფილმში. მამამ ეს შემთხვევით გაიგო. მივმართავ საქართველოს პროკურატურას , რომ…

მეტი...

„ეკლესიასთან მიმართებაში, „პანდორას ყუთი“ გაიხსნა – ლევან ჩხაიძე

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლევან ჩხაიძის განცხადებით,  ერთი მეუფის მოშორებით პრობლემა კი არ დამთავრდა, პირიქით „პანდორას ყუთი“ გაიხსნა. ეს შეფასება უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. „შოკირებული ვარ, მიჭირს პოზიციის დაფიქსირება. ჩემი თხოვნაა, რომ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების და ერთმანეთთან კონსენსუსის პოზიციას. მსგავსი დაპირისპირებით, რომ ერთი მეუფე გავაგდეთ სინოდიდან და ამით პრობლემა მოგვარდა ასე არ არის. პირიქით, „პანდორას ყუთი“ გაიხსნა და წამოვიდა იერიში ეკლესიასთან მიმართებაში. ამიტომ, ფორმატი, რომ ერთ-ორ მეუფეს გავაძევებთ, განვკვეთავთ პრობლემა არ მოგვარდება. პრობლემა მოგვარდება მხარეების ერთად დაჯდომით, ერთმანეთისადმი საჯაროდ პრეტენზიების გადმოლაგებით და ამ პრეტენზიების განხილვით“ – აღნიშნა ლევან ჩხაიძემ „მედიაცენტრ…

მეტი...

„პე….ტი“ და „მა…….ლი“ – სიტყვები, რომლის გამოყენებისთვის მედია დაისჯება – იურისტის განმარტებები (ვიდეო)

სასულიერო თუ საერო პირების მხრიდან, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად გამოიყენება ისეთი სიტყვები, რომელიც ლგბტ თემისთვის დამაკნინებელი და დამამცირებელია. იურისტმა ლევან ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში,“ კანონმდებლობის ის ნორმები განმარტა, რაც ამ შემთხვევაში მოქმედებს და ისაუბრა, თუ როგორ შეუძლია მედიას,  სანქციებს თავი აარიდოს. როგორც იურისტმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, სიტყვა „პე…..ტი“ სამედიცინო ტერმინია, თუმცა, დღევანდელ რეალობაში ის სულ სხვა კონტექსტით გამოიყენება, რაც პრობლემებს ქმნის. „დღეს მოქმედებს 4 კანონი, რომელიც არეგულირებს ამ ურთიერთობებს: 1. ესაა გამოხატვის შესახებ კანონი; 2. ანტიდისკრიმინაციული კანონი; 3. მაუწყებლობის შესახებ კანონი; 4. ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსი, სადაც გაწერილია შესაბამისი სახდელები მოცემული…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პსუხში ტყის მასივი იწვის

ოკუპირებული აფხაზეთის მაღალმთიან რეგიონში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს სოფელ პსხუში უკიდია. ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ავიაცია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართონ. 

მეტი...