„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშია მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, ყვავილებითა, თუ ბოქლომებით” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება. წულუკიანის თქმით, მთავარია, არ დაირღვეს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. „პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილებით, თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, რომ არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც იუსტიციის…

მეტი...

ინტენსიური თოვის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.  “ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ და მძღოლებს გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილზე აწვდიან ინფორმაციას“, – ნათქვამია საპატრულო პოლიციის…

მეტი...

“ნულოვანი ბარიერი არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი, მაჟორიტარული კი კარგი სისტემაა” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიესალმება პროპორციული საარჩევნო მოდელის ჩავარდნას და ფიქრობს, რომ ქვეყანას სტაბილურობისთვის მაჟორიტარული სისტემა სჭირდება. თეა წულუკიანის თქმით, ნულოვანი პროპორციული სისტემა, მაჟორიტარულისგან განსხვავებით, რისკის მატარებელია. “ვფიქრობ, კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მე არ ვიცნობ ქვეყანას, სადაც არის უბარიერო პროპორციული მოდელი. მითუმეტეს, ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციურ ძალას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს. ჩემი აზრი არის ის, რომ ნულოვანი ბარიერი არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი და მაჟორიტარული სისტემა არის კარგი სისტემა. 2020 წლის და შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს წერია კონსტიტუციაში, ეს არის…

მეტი...

“ეს ის ჯაჭვი და ბოქლომებია, 2012 წელს, საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რომ აიხსნა!“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე დესტრუქციული ძალების წარმომადგენლების გასაგონად განცხადებას აკეთებს. დეპუტატი მათ ახსენებს, რომ იმ ბოქლომებისა და ჯაჭვებისგან, რომელსაც ისინი დღესაც აქტიურად იყენებენ, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა 2012 წელს გაათავისუფლა.     „დესტრუქციული ძალის წარმომადგენლების, ქვეყნის მართვის სადავეებთან მიკარებაც რომ სახიფათოა, ეს ამ დღეებშიც დასტურდება. ისინი პარლამენტში შემოღწევას ჩვეული მეთოდებით, რევოლუციითა და ბოქლომებით ცდილობენ! ეს ის ჯაჭვი და ბოქლომებია, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საზოგადოებამ რომ აიხსნა! სახეებიც იგივე, ბევრი არაფერი შეცვლილა, სიტყვათა წყობაც ჩვეული:-„სულს ამოგხდით! “-„ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!’’-„ … გაგხევთ! “ და ა. შ. მათი ბილწსიტყვაობა მაგონებს გამონათქვამს: „კოკასა შიგან…

მეტი...

“ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება” – სოფო კილაძე

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ ოპოზიციის გეგმა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ჯოჯოხეთის მოწყობაა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა. სოფო კილაძის თქმით, ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება. „2012 წლიდან ვისმენთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას” დაასრულებს, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი რა მოძალადეებიც იყვნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც იგივეს აგრძელებენ. უბრალოდ, მათ ბერკეტები აღარ აქვთ და რა ბერკეტიც შემორჩათ, იმას იყენებენ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში ისინი თავად მოხვდებიან, რადგან დიდ რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს“, – განაცხადა კილაძემ. ცნობისის, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას…

მეტი...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, გურამ მაჭარაშვილმა დაიკავოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კახიანი შესაძლოა, გურამ მაჭარაშვილმა შეცვალოს. აღნიშნულ თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურა იმ შემთხვევაში მოიაზრება, თუ გიორგი კახიანს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დანიშნავენ, რომელიც ამჟამად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების მიზნით “ქართულ ოცნებაში” კონსულტაციები მიმდინარეობს. უმრავლესობას ორი ვიცე-სპიკერისა და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს დასახელებისთვის ერთკვირიანი ვადა აქვს. არსებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი კახიანის კანდიდატურაც განიხილება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორისაც ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური არიან.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისთან, აქციაზე მოძრაობა „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი დააკავეს

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა,  მოძრაობა “შეცვალეს” კიდევ ერთი აქტივისტი, ტიტე გედენიძე დააკავეს. მოძრაობის წევრების თქმით, მათმა აქტივისტმა ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კედელზე წარწერა დატოვა -“შეცვალე” და “წადი”, რაც დაკავების მიზეზი გახდა. მანამდე ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეცვალეს 3 წევრი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მეტი...

საქალაქო სასამართლოსთან “ლელოს” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

საქალაქო სასამართლოსთან საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები შეიკრიბნენ და 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.  “ლელოს” სპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლნი არიან. “ლელოს” წევრებს სიმბოლურად, ხელები ყვითელი შარფებით ჰქონდათ შეკრული. “სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და როგორც ხედავთ, აქ სიმშვიდეა, თითქოს არაფერი მომხდარა. გასუსულები არიან, თითქოს ეს არ არის ის უწყება, რომელმაც გუშინ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები დაატყვევა, ყოველგვარი კანონიერი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მორიგ ჯერზე, სასამართლოს ხელით განხორციელდა პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დღეს მოვედით აქ იმიტომ,…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა და ევროკავშირის ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. 

მეტი...

წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მაია წყნეთელის ძეგლთან საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყობა, რომელზეც სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდება, სივრცეში დამონტაჟდება მოსასვენებელი პავილიონი, საპარკე სკამები და სხვა ურბანული ავეჯი. გარდა ამისა, ტერიტორია გამწვანდება, განათდება, მოეწყობა სარწყავი სისტემა და ფეხით სავალი ბილიკები. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. „ძალიან მნიშვნელოვანია წყნეთში განხორციელებული თითოეული პროექტი. მიმდინარე წელს, გასული წლების მსგავსად, ინფრასტრუქტურის განახლებას განვაგრძობთ, მათ შორის, დასასვენებელი სივრცეების მოწყობას. ამჯერად, წყნეთის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება,…

მეტი...

საქალაქო სასამართლო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „2019 წლის 19-21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, დეზინფორმაციის გავრცელებისა  და მწვავე კრიტიკის ფონზე განიხილა. სასამართლომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და  ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს, პროცესზე სხდომის თავმჯდომარის და  სასამართლოს შენობასა და ეზოში…

მეტი...

„ქართული ოცნების” ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრი დააკავეს

ცოტახნის წინ, “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.  აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია მოძრაობა “შეცვალეს” სამი წევრი – ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთო შენგელია. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა “ქართული ოცნების” ოფისი დატოვეს. მოძრაობა “შეცვალეს”  აქტივისტები დიპლომატებს მოუწოდებდნენ, განეხორციელებინათ ზეწოლა ივანიშვილზე, რათა ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

მეტი...

22-23 ნოემბერს თბილისში შესაძლოა, მოთოვოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ნოემბერს თბილისის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, მოთოვოს. „21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან კი ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0,…

მეტი...

“დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის” – ევროკავშირის ელჩი

“დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა. თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი იმართება, სახელწოდებით „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, დეზინფორმაცია წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის. „ძალიან მეამაყება და მახარებს იმის დანახვა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდია ჩამოსული თბილისში. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ბრიუსელიდან წარგზავნილი სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი მასპინძლობს რეგიონებში. ამჯერად ღონისძიებას მთელი რეგიონიდან ესწრებიან ექსპერტები, დაინტერესებული წრეები და მხარეები.…

მეტი...

ბაგა-ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, შპს „ელენიკო“-ს დირექტორმა ნ.მ-მ ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით მიაწოდა ცხენის ხორციც. სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო…

მეტი...

რუსეთმა უკრაინის გემებიდან უნიტაზები მოიპარა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის, იგორ ვორონჩენკოს განცხადებით, რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში დაკავებული გემები გაძარცვულია. მოხსნილია ელექტროჩამრთველები, ნათურები, მათ შორის უნიტაზები, როზეტები, პლაფონები. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მათ სამხედრო ტექნიკაც აკლიათ, რომლის დაბრუნებას უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისგან მოითხოვს. თავის მხრივ, რუსეთის უშიშროებამ გაძარცვის ფაქტი უარყო და გემების გადაცემის მომენტში გადაღებული ვიდეო მასალა გაავრცელა. რუსეთმა უკრაინის სამი გემი გასულ წელს ქერჩის სრუტეში დააკავა.

მეტი...

ვაჟა გაფრინდაშვილმა ე.წ КГБ უთხრა, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. КГБ, დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის ახალ დეტალებს აქვეყნებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკითხვისას ვაჟა გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ მომხრეა საქართველოს “ნატოში” გაწევრიანების. ექიმი, საზღვრის უკანონო გადაკვეთას არ აღიარებს.  “გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან “სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა”, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება. ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვებზე რომელ პარტიას ეკუთვნის. მან განაცხადა, რომ მომხრეა საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანებისა. ექიმი საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს, რადგან სამხრეთ ოსეთს საქართველოდ და რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს, რუსეთს კი –…

მეტი...

“პროტესტანტები” ნაგვის ურნით და ბოქლომით, ბიძინა ივანიშვილის სახლს მიადგნენ

ახალგაზრდული მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის ღობეზე ნაგვის ურნა დააბოქლომეს. აქციის მონაწილეებმა მანამდე 40-ამდე დეპუტატის სურათი დახიეს და ნაგვის ურნაში ჩაყარეს. “პროტესტანტები” აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ფასების დასტაბილურებისთვის აქტიურად იმუშაოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. როგორც გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება ეკონომიკური ზრდისთვის. “დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც  წლის დასაწყისში გვქონდა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს. თუმცა ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ნაბიჯები მისი კომპეტენციის ფარგლებში,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მეტი...

„პარლამენტიდან მივდივარ? – არავითარ შემთხვევაში“ – ზვიად ძიძიგური კაბინეტს ცლის

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პოლიტიკური თანამდებობის შესაბამის კაბინეტს ცლის. საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ, ის რიგითი დეპუტატის კაბინეტში გადაინაცვლებს. როგორც ზვიად ძიძიგურმა „მედაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არც აპირებს. „დაკავებული ვარ თანამდებობის გადაბარებით. დღეს, მინდა რომ დავცალო ჩემი ოთახი და გადავიდე ახალ სამუშაო რეჟიმში. თანამდებობა დავტოვე, მაგრამ პარლამენტიდან წასვლას არ ვაპირებ. პარლამენტის წევრობა არის პოლიტიკური ბერკეტი რომლის გამოყენებასაც ვაპირებ დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში. კითხვა არსებობდა – პარლამენტიდანაც მიდიხართ? არავითარ შემთხვევაში, პარლამენტიდან რატო უნდა წავიდე? – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცეტრ მთავარში“.

მეტი...

„გუნდში პირობები არ დაგვიყენებია, ეს თემა იყო ჩაბეტონებული და ვიცოდით, რომ გავიდოდა“ –  ზვიად ძიძიგური

„როდესაც თავისუფალი კენჭისყრის იდეა გამოცხადდა, უკვე ცნობილი იყო, რომ ეს თემა ჩავარდებოდა“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთვარში“ და აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდა. „არავითარი პირობები ჩვენ არ დაგვიყენებია და დარწმუნებული ვიყავი, რომ შეუძლებელი იყო ასეთ დონეზე საუბარი. საკითხი უკვე ჩაბეტონებული იყო და  ყველას ვუთხარით, პირობა მივეცით რომ ის გავიდოდა და გადაწევა და გადასინჯვა  შეუძლებელი იყო“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“. დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა, ის არ დასწრებია: „მე არც დავსწრებივარ იმ უმრავლესობის სხდომებს, იქიდან გამომდინარე რომ…

მეტი...

“ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო ორგანოები აქტიურად მოქმედებენ” – გიორგი გახარია

“საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შეაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია შესაბამისი სტანდარტით უნდა განხორციელდეს. “ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ​ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია ასეთ მძიმე სიტუაციაში. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები. პირველ რიგში კი, ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მეტი...

„დღეს, მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ოპოზიციის ხელშია“ – ზვიად ძიძიგური

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ დღევანდელი მოცემულობით, უპირატესობა ოპოზიციის ხელშია. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ტყუილი მიუღებელია. „ეს არის მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ოპოზიციის. 6 თვის განმავლობაში, როდესაც მოსახლეობას,  მსოფლიოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვპირდებოდით, რომ გადავიდოდით პროპორციულ სისტემაზე, როცა ამის შესახებ გააკეთე განცხადება გაეროს ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო დონზე, თვითონ შიგნით პოლიტიკურ მოთამაშეებს ეუბნები, რომ ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე და შემდეგ ატყუებ, რა თქმა უნდა, შენსავე  გუნდს და პარტიას აყენებ დარტყმის ქვეშ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.     ყოფილი ვიცე-სპიკერის შეფასებით, დღევანდელი მოცემულობით,…

მეტი...

შესაძლოა, პარლამენტში 2 ახალი ფრაქცია გაჩნდეს, შეერთდებიან თუ არა „კონსერვატორები“ და თამარ ჩუგოშვილი?!

„კონსერვატიული პარტიის“ მხრიდან  მმართველი გუნდის დატოვებით, ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვეტორები“ დაიშალა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი ფრაქციის შექმნას გეგმავენ, თუმცა, აქვთ კრიტერიუმები, რომელსაც მისი წევრი დეპუტატები უნდა აკმაყოფილებდნენ. „გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი შემდგომი გეგმები, უნდა მიიღოს „კონსერვატიულმა პარტიამ“. პარტია ამ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ის შეიკრიბება. პოლიტიკური პარტია “კოსერვატორები” რომელიც უკვე 8 წელია ქართულ ოცნებასთან ერთად თანამშრომლობს, მიიღებს თავის გადაწყვეტილებას თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება ფრაქციას, ჩვენ ვართ სამი ადამიანი. ახალი ფრაქციის შესაქმნელად არის…

მეტი...

“რაცხა”, ბოქლომების რევოლუციისკენ მივდივართ” – თამარ ივერი

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი, სოციალურ ქსელში, ოპოზიციური პარტიების მიერ, საქართველოს სხვადასხვა უწყებებზე, ბოქლომის დადების ფაქტს ეხმაურება.  “ბოქლომი შეაბეს, ბოქლომი დაადეს, ბოქლომი ჩამოკიდეს. მოკლედ, ვარდების რევოლუციის მერე მგონი “რაცხა” ბოქლომების რევოლუციისკენ მივდივართ” – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში. 

მეტი...

„ბოთლიდან „ჯინი“ ამოვუშვით, რომლის უკან ჩაბრუნება არ გამოვა“ – ზვიად ძიძიგური მმართველი გუნდის შეცდომაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური კაბინეტს დღეს დაცლის. მან, პოლიტიკურ თანამდებობაზე უარი მაშინ თქვა, როცა საპარლამენტო  უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო. „კონსერვატორი“ ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ როგორც „ჯინის“ ბოთლში ჩაბრუნება ძნელია, ისე არ გამოვა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პარლამენტში შებრუნება. „იმ გადაწყვეტილებით, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით მიიღო, ბოთლიდან „ჯინი“ ამოვუშვით, რომლის უკან ჩაბრუნება  არ გამოვა. ეს იყო სერიოზული პოლიტიკური შეცდომა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის განმავლობაში „კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით, ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით. ის, რაც მოხდა, ქვეყნისთვის, მმართველი…

მეტი...

„პოლიტიკურ კრიზისთან გვაქვს საქმე, გამოსავალი რეფერენდუმია“ – საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მანამდე კი აღნიშნული მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს და პასუხს ელოდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.     „ქვეყანაში შექმნილია მძიმე პოლიტიკური ვითარება. პოლიტიკურ კრიზისთან გვაქვ საქმე. ერთ-ერთი გამოსავალი რეფერენდუმის დანიშვნაა, უნდა ვკითხოთ ხალხს, რას ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს, პოლიტიკაში არის რყევები, რომელიც აზარალებს არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოსაც. ჩვენ რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, საუკეთესო გამოსავალია რეფერენდუმი“ – განაცხადა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, სარეფერენდუმო კომისიას გუშინ მიმართეს, პასუხს…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის პრესპიკერად ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესპიკერად, გიორგი გახარიას მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა. გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული პოზიციის გაჩენა პრემიერის აპარატში, ხელს შეუწყობს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას. “ჩვენ, მედიასთან, და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ​ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში მტავრობის ადმინისტრაციასა და ჩვენ მოქალაქეებს და რა თქმა უნდა მედიას შორის”. -განაცხადა გიორგი გახარიამ

მეტი...

სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენა დასრულდა

ბორჯომის ხეობაში,  სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენის საშემოდგომო სამუშაოები დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 144 ჰა ფართობზე  80 ათასამდე ნერგი დაირგო. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, 2020 წლიდან სააგენტო დარჩენილ 106 ჰა ფართობს აღადგენს. „ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2018-2019 წლებისთვის, ტყის აღდგენის პროექტი მომზადდა ჯამში 234 ჰა ფართობისთვის, რომელიც  ტყის ეტაპობრივად აღდგენასითვალისიწნებდა.  პირველ ეტაპზე ტყის აღდგენა  144 ჰა ფართობზე დაიწყო,  რომლის ფარგლებშიც,   2018 წლის შემოდგომასა და  2019 წლის გაზაფხულზე  ჯამში 282 730 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნეგრი დაირგო,“ – განაცხადეს სააგენტოში სამუშაოებში, მეტყევე-სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

მეტი...

აქციის ლიდერების დაპატიმრების მიუხედავად, პროტესტი, დღეს, მთავრობის სხდომის პარალელურად განახლდება

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 5 პირი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიუხედავად, აქციის სხვა ლიდერები და ორგანიზატორები დღეს, სახელმწიფო კანცელარიასთან იმ დროს შეიკრიბებიან, როცა მთავრობის სხდომა დაიწყება. მთავრობა კი 10:00 საათზე იკრიბება. დაკავებულთა სასამართლო პროცესი გვიან ღამემდე გაგრძელდება. აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან, სასამართლომ საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, გიგა მაქარაშვილი,  დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე და ირაკლი კაჭარავა სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლემ ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

მეტი...

“მგონი, დაგვიანებული ამბავია… მეც შემიძლია ხელმოწერების შეგროვება, რომ გადავიდეთ პროპორციულზე“ – ნუკრი ქანთარია

მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია  მაჟორიტარი კოლეგების ინიციატივას, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დაგვიანებულს უწოდებს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავათან“ განაცხადა,  თუ ასეა, მასაც შეუძლია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს. „არჩევნები კარზეა მომდგარი, მგონია, რომ დაგვიანებული ამბავია. მაშინ, მეც კი შემიძლია დავაყენო ინიციატივა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დავიწყო. ვფიქრობ, მაჟორიტარებს, გააქტიურებით იმ დანაკლისის შევსება უნდათ, რაც მათ დააკლეს. ალბათ, თვითონაც ხვდებიან, რომ ეს ძნელი განსახორციელებელი იქნება. თუმცა, ჩემთვის, პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს და არც პროპორციულ სისტემაზე მაბოდებს, არც შერეულზე და არც მაჟორიტარულზე. მთავარია ხალხს…

მეტი...