„ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემის ჩაგდება ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია“ – დავით უსუფაშვილი პროტესტის ფარულ ვარიანტებზე

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, 28 დეპუტატის მობილიზება არც ერთ ეტაპზე გაუჭირდება, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა საბოლოოდ ჩააგდოს. როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, თუ სამი მოსმენიდან ერთხელ მაინც ვერ შეგროვდა 113 მხარდამჭერი, საკითხი ჩავარდნილია.

„პარლამენტში, 3 მოსმენისას, აუცილებელია, მინიმუმ 113 ხმის მიღება თითოეულ კენჭისყრაზე. რას ნიშნავს ეს? – ეს იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატს 38 ხმა თუ დააკლდება, მაშინ პროექტი ვარდება. 3 მოსმენიდან ერთხელ მაინც რომ დააკლდეს ხმა, პროექტი ჩავარდნილია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მინიმუმ 10-12 პარლამენტის წევრი, ბუნებრივი და ობიექტური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს სხდომაზე დასწრებას. ამიტომ, 3-ჯერ რომ არის 150 კაცის მისვლა პარლამენტში საჭირო, ამ 150 დეპუტატს, ბუნებრივი პრობლემებიდან გამომდინარე, მინიმუმ 10 აკლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ  საკმარისია, მუნუმიმ 27- 28 პარლამენტის წევრის ღია წინააღმდეგობა, ან ფარული წინააღმდეგობა სხდომაზე არ მისვლის ან მისვლით და მხარის არდაჭერით, რომ პროექტი ჩავარდება. კითხვაზე – 28 პარლამენტის წევრის მობილიზება შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“, გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა, ეს მარტივად შეიძლება. ამიტომ, არა ერთი ხიფათი  არსებობს“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.     

ამიტომ, ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია. როცა საქმე თამაშის წესებს ეხება, ყველა ერთად ვდგებით – აღიშნა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა „მედიაცენტრ მთავარი.

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/

მსგავსი თემები