“რაც გუშინ კინოთეატრებთან ხდებოდა, ცდება ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს” – თამარ ჩუგოშვილი

“ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება გვაქვს ყველას თანაბრად, ნებისმიერი ქმედება, რაც აღვივებს სიძულვილს, აჩენს აგრესიას გარკვეული ჯგუფების მიმართ, არის ყოვლად მიუღებელი”, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი გუშინ და დღეს თბილისში, კინოთეატრებთან მიმდინარე პროცესებს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია ხელოვნებასთან ბრძოლა იმის გამო, რომ ვინმეს არ მოსწონს გმირი ან სიუჟეტი. მისივე თქმით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია აქვს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, პროცესს, რომელიც ფილმის ჩვენებას მოჰყვა, თვალს ადევნებს ცივილიზებული მსოფლიო და ეს ყველაფერი ქვეყანას ძალიან ცუდად წარმოაჩენს. „გუშინ რაც ხდებოდა, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება. ეს…

მეტი...

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს

მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლი შეასრულა ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.  გელბახიანი „ევროპის საუკეთესო მსახიობი კაცის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მისი კონკურენტები კი ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან. დაჯილდოვების ცერემონია 2019 წლის 7 დეკემბერს, ბერლინში გაიმართება.  8 ნოემბერს გელბახიანი მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს. თბილისსა და ბათუმში კი ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

მეტი...

გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას დაესწრო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მივესალმებით ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაწყებულ მსგავს პროექტებს. ჩვენი ჩართულობა გამოიხატება იმით, რომ გადავცემთ მიწის ნაკვეთს,  ფეხბურთის ფედერაცია კი  იღებს ვალდებულებას, სპორტული საფეხბურთო  ცენტრები განავითაროს. მადლობა ლევანს ამ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ადგილი, სადაც დღეს ვიმყოფებით და სადაც კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, გლდანში ყველამ იცის. ეს არის მე-5-სა  და მე-7 მიკრორაიონებს შორის არსებული ძველი სტადიონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. 2020 წლის სექტემბრისთვის სამუშაოები დასრულდება და…

მეტი...

ვაკის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ოთხ მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. მიმდინარე წელს სტადიონები კეთილმოეწყო წყნეთში ჯავახიშვილის N1-ში და ამილახვრის N21-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსთან და ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, განახლდა ორი მოედანი, ორ მისამართზე კი ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით, სრულიად ახალი სპორტული მოედანი განთავსდა. ერთ-ერთი დასრულებული სპორტული მოედნის ტერიტორიაზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი შეხვდა. „ვაკის რაიონის გამგეობა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ყველა ასაკის ადამიანებს შორის. ამიტომ ვცდილობთ, კეთილმოვაწყოთ ბევრი ისეთი…

მეტი...

ნინო სუხიშვილი დასაჯეს და გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი მოუხსნეს

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ინფორმაციით, ჰომოფობიური განცხადებების გამო, “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი ჩამოართვეს. როგორც ლევან აკინი აცხადებს, ნინო სუხიშვილი გაეროდან  ჰომოფობიური განცხადებების გამო დაითხოვეს. შეგახსენებთ, რომ ნინო სუხიშვილმა რამდენიმე დღის უკან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი მასთან იყო მისული ფილმში ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით. „ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი, კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი,…

მეტი...

ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ითხოვს

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, რადგან მან, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენება დაუშვა. ლევან ვასაძემ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც მოითხოვა. „ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება იყოს ამ ქვეყნის მმართველი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ქვეყანას მიადგა უდიდესი მორალური და ზნეობრივი შეურაცხყოფა. ბიძინას აღარ აქვს უფლება, იყოს საქართველოს მმართველი. ამიტომ მე მას მოვუწოდებ, წავიდეს პოლიტიკიდან და აღარ იყოს არამხოლოდ არაფორმალური მმართველი, არამედ აღარ იყოს არანაირი მმართველი საქართველოსი. მას მინდა ვუთხრა: ბიძინა, მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ქვეშქვეშობა და ახლა…

მეტი...

“შეიძლება დარბაზში დავიძახო “ამას, რას უყურებთ, ხალხო!” და ასეთი შეძახილებით გავაჩერო” – გურამ ფალავანდიშვილი

“თუ პოლიცია აქედან წავა, ჩვენ მაშინ შევალთ „ამირანში” და ჩავშლით ჩვენებას. ოღონდ, უკვე გაწევ-გამოწევა აღარ იქნება. უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ”, – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს „ვერის ბაღში“ განუცხადა. „ჩვენ ჯოხების გარეშე იქ ვერ შევალთ, ხელებაწეულად კი, ეს არ გამოდის. თუ შევალთ, არ ვიცით, რას გააკეთებენ პროვოკატორები. ამიტომ, უბრალოდ, მშვიდობიანად ვიდგებით. პლაკატიც დავამზადეთ. თუ ეს პოლიცია აქედან წავა, მაშინ შევალთ, ჩავშლით ჩვენებას. ოღონდ, გაწევ-გამოწევა აღარ იქნება, უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ, შეიძლება, შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო – ამას, რას უყურებთ, ხალხო! ასეთი შეძახილებით გავაჩერო“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა. „ვერის ბაღიდან“ გურამ ფალავანდიშვილი „გალერია თბილისთან“…

მეტი...

“უფლის ნება არის, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში” – ლევან ვასაძე

“უფლის ნება არის, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებზე და დღევანდელ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, კინოთეატრ „ამირანთან“ გუშინ პროვოკატორებიც იყვნენ და კინოთეატრში შესვლის შემთხვევაში, მათი გაკონტროლება შეუძლებელი იქნებოდა. „სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მე, ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს გულწრფელად, 100 პროცენტით მინდოდა გუშინ კორდონის გარღვევა, შიგნით შესვლა და სეანსის შეწყვეტა, როდესაც დამაწყდა ყველა მყესი, როდესაც ფიზიკური ძალისგან სრულიად გამოვიფიტე, როდესაც სიმწრისგან, ამ ჟურნალისტებისაგან გაუთავებელი ჩვენი ქილიკისა და დაცინვისგან ვიგრძენი, რომ ჩემი სულიერი და ფსიქოლოგიური ძალები გამოფიტვის ზღვარზე…

მეტი...

კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

კინოთეატრ „ამირანთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 21 პირის საქმის განხილვა გადაიდო, ერთს კი, 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქციის 21 მონაწილის საქმის განხილვა 11 დეკემბრისთვის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების გაცნობისთვის საქმის განხილვის გადადების თაობაზე. ადმინისტრაციული სახდელი, 500 ლარი დაეკისრა მერაბ ჭიკაიძეს და იგი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო. ასევე საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სასულიერო პირის, ლევან ამირაჯების საქმე, რომელიც ასევე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

მეტი...

“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” ლევან ვასაძისა და “ქართული მარშის” წევრების დაკავებას ითხოვს

“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” ლევან ვასაძისა და “ქართული მარშის” წევრების დაკავებას ითხოვს. თამთა მიქელაძის განცხადებით, თუ ამ ნაბიჯს ხელისუფლება დროულად არ გადადგამს მსგავსი ხელოვნური სოციალური კონფლიქტები ქვეყანაში ხშირი იქნება. მისი თქმით, მთავრობა, მსგავსი ჯგუფებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივ შემწყნარებლობას იჩენს. “ამ ჯგუფების მიმართ ჩანს სამართლებრივი შემწყნარებლობა ხელისუფლების მხრიდან. სხვა ინციდენტების დროს სხვა შეკრებების დროს ისინი აშკარად ძალადობის ორგანიზებას ახდენენ, მაგრამ მათ ლიდერებს სამართლებრივი პასუხიმგებლობა არ დაკისრებიათ. ჩვენი მოთხოვნაა ლევან ვასაძის და “ქართული მარშის” ლიდერების დაკავება და მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და თუ ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ მიიღებს ჩვენ მუდამ გვექნება მსგავსი ხელოვნური სოციალური…

მეტი...

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან – გიორგი მინდელის ხიდამდე. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მეტი...

ვარკეთილში, მამაკაცი მეექვსე სართულიდან გადმოხტა

ვარკეთილში შუა ხნის მამაკაცი მეექვსე სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა

ბავშვთა ონკოლოგია, ქალთა და ბავშვთა ჯანდაცვა, კულტურა და რეგიონული განვითარება – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც სალომე ზურაბიშვილის მიერ ოფიციალურად დაფუძნებული ფონდი იმუშავებს. საქველმოქმე​დო ფონდის საქმიანობას, სპეციალური საბჭო განსაზღვრავს, რომელსაც ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.  პრეზიდენტის თქმით, ფონდის საბჭოს შემადგენლობა პროფესიონალიზმისა და საზოგადოებაში მათი სანდოობის მიხედვით შეარჩია. „მიხარია, რომ ფონდი, რომელიც უკვე შექმნილი იყო, რეალურად იწყებს მუშაობას. მგონი, მნიშვნელოვანია რომ სხვა ტიპის ფონდია. ასეთ ფონდებს პრეზიდენტები ქმნიან, როცა უკვე აღარ არიან პრეზიდენტები, ცოტა წინმსწრებად დავიწყე. არ ვიქნები ჩართული ამ ფონდის მართვაში, ვიქნები ინიციატორი. პროექტებს და პირველ პროექტს მივცემ ჩემს პატრონაჟს, რომ უფრო ადვილად მოვახდინოთ…

მეტი...

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ფილმში მონაწილე არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები რეჟისორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ” – სანდრო ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ლევან აკინის წინააღმდეგ შესაძლოა უახლოეს მომავალში პროკურატურაში საქმე აღიძრას. ბრეგაძის თქმით, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორის წინააღმდეგ ჩივილს იმ არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები აპირებენ, ვისი შვილებიც ფილმში მონაწილეობენ. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მშობლებმა არ იცოდნენ, თუ რა შინაარსის ფილმში იღებდა აკინი ბავშვებს. „დამიკავშირდნენ არასრულწლოვნების მშობლები. ზაფხულში ლევან აკინმა ​პატარა ბავშვები მოტყუებით წაიყვანა ქალაქგარეთ და გადაიღო ისინი გარკვეულ სცენებში, რომლებიც არის ამ ფილმში გამოყენებული. ბავშვები მოატყუა, რომ ის იღებდა რაღაც საბავშვო ფილმს ქართულ ცეკვაზე და ამის შემდეგ ეს ბავშვები გამოიყენა თავის პროპაგანდისტულ ფილმში. ეს მშობლები მზად არიან, პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი, უჩივლონ მას. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის…

მეტი...

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” არ არის პოლიტიკური პროექტი” – ეკატერინე ხვედელიძე (ვიდეო)

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, რომ შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას”, – ამის შესახებ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობას ეხება. ეკატერინე ხვედელიძემ აღნიშნა, რომ ისე როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც ივანიშვილების ოჯახმა დააფინანსა, ეს უნივერსიტეტიც სახელმწიფოს გადაეცემა საჩუქრად. „ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფინანსური შესაძლებლობა გაიზარდა, შესაბამისად, საშუალება გვქონდა, ბავშვები გაგვეგზავნა უცხოეთში სასწავლებლად, მაგრამ რომ ვნახეთ, სტუდენტების სწავლა უცხოეთში არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რისი…

მეტი...

ბათუმში, აქციაზე დაკავებულთაგან ერთ პირს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე გუშინ დაკავებულ ერთ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დაკავებულ ლაშა ჩაჩხუნაშვილს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედება. კინოთეატრთან დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. სამართალდამცველებმა გუშინ აქციაზე სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავეს. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კინოთეატრებში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის…

მეტი...

“ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და დაგეგმილი ჩვენება არ გააუქმა” – ლევან აკინი

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი, ლევან აკინი გუშინ საქართველოს კინოთეატრებში გამართულ ფილმის პრემიერას ეხმაურება. რეჟისორი ამაყობს, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა რომელიმე დაგეგმილი ჩვენება. „ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა რომელიმე დაგეგმილი ჩვენება, არამედ სოლიდარობა გამოუცხადა მას. ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ფილმი. ეს ბრძოლა შორს არის დასრულებასთან. ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ, ფილმის ყველა იმ მაყურებლით, რომელიც საკუთარ პოზიციაზე დარჩა და არ დაშინდა“, – წერს რეჟისორი ინსტაგრამზე. საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“…

მეტი...

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ოთხ სხვადასხვა მისამართზე – მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან – გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან – პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე – „კინო საქართველოდან“ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან – „ისნის“ მეტროსადგურამდე განხორციელდა, სადაც ჯამში 220 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.

მეტი...

ლევან ჩხაიძე დღეს 34 წლის გახდებოდა

ტელეკომპანია “ტვ პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძეს დღეს 34 წელი შეუსრულდებოდა. ლევანის, იგივე ჯაკოს იუბილეს ინგა გრიგოლია იხსენებს. “ამ ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ, ყველაზე მძიმე დღე დადგა, 9 ნოემბერი დღეს ჯაკოს დაბადების დღეა. 34 წლის გახდა ჯაკო, ჩვენი ბიჭი, ჩვენი საშინელი ტკივილი. ისე მძიმეა მისი დაბადების დღე მის გარეშე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. არაფრის დაწერა და თქმა არ შემიძლია, როგორ გვიყვარხარ, ჯაკო… სად წახვედი? სად?!“, – წერს ინგა გრიგოლია. შეგახსენებთ, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა.

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ოთხ, ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე, რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან  ცხრა წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის…

მეტი...

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“ მოძრაობის კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა. „ლელოს“ ახალი წევრები არიან: 1.ფრიდონ გაფრინდაშვილი – ელექტრო ინჟინერი. სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრის ხარისხი მიიღო შტუტგარტში, ჰოჰენჰეიმის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სოფლის მეურნეობის სფეროში. ამჟამად გერმანული კომპანიის ექსპორტის მენეჯერია. 2.მიტროფანე სტურუა – იურისტი. ადვოკატი. სხვადასხვა დროს იყო პროკურორი, მოსამართლე და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წლიდან ადვოკატია. მოგებული აქვს სასამართლო პროცესი სტრასბურგის სასამართლოში. 3.მანანა ბანძელაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 7 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული…

მეტი...

ბორჯომის ხეობაში, ნახანძრალი ტყის ტერიტორიაზე „ტყის აღდგენის“ პროექტი ხორციელდება

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის შემდეგ, „ტყის აღდგენის“ პროექტი დაბა წაღვერის მიმდებარედ, 2017 წელს ნახანძრალი ტყის ტერიტორიაზე ხორციელდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე დასრულებულია გაწმენდითი და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები 402 ჰა ფართობზე, რომლის შემდეგ, ჯამში 8500  წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგვება. სოფელ დაბის მიმდებარედ, ნახანძრალ ტყეში, 144 ჰა ფართობზე 2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე  ჯამში 282 730 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნეგრი დაირგო.  ამ ეტაპზე საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 80 ათასამდე ნერგი დაირგვება.   ხოლო,  2020 წლიდან ეროვნული სატყეო სააგენტო დარჩენილ 106 ჰა ფართობს…

მეტი...

“ამ ბიჭების სიყვარულით საქართველოს მსოფლიო გაიცნობს და ტურისტებიც ჩამოვლენ, ესაა ჩვენი კულტურა“ – „გეი სიყვარულით“ აღფრთოვანებული მაყურებლები

„არ უნახავთ „უდიპლომო სასიძო“, სადაც „ვარდენა“ სიძეს ტუჩებში ეამბორება? ეს არ არის გარყვნილების ქადაგება“ 8 ნოემბერი – კიდევ ერთი ხმაურიანი, დაპირისპირების, დაკავებებისა და გაწევ-გამოწევის დღე. ეს ყველაფერი კი „გეი წყვილის“ სიყვარულის ისტორიაზე გადაღებულმა ფილმმა გამოიწვია. ფილმმა, სადაც ქართული ტრადიციული ელემენტები, ხალხური ცეკვები, ქვევრი, ფაფახი და სხვა, რაც ქართული კულტურისთვის მთავარი დამახასიათებელია, „გეი წყვილთა“ სასიყვარულო სცენებისა და მამაკაცების სექსუალური სცენების ფონზე პიარდება.       ვისთვის ეს ყველაფერი ხელოვნება და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა, ვისთვის კი „პორნო ფილმი“ და „გარყვნილების პროპაგანდა,“ რომელიც ქართულ ტრადიციებს შეურაცხყოფს. „მედიაცენტრი მთავარი“  ფილმის პრემიერიდან გამოსული ადამიანების…

მეტი...

„პროგრამის მინიმუმი შესრულებულია, ახლა პროგრამის მაქსიმუმს მივხედავთ”, –  სანდრო ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერი და კინოთეატრ “ამირანთან” გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გუშინდელმა დღემ უდიდესი პროტესტისა და მრავალრიცხოვანი მიტინგის ფონზე ჩაიარა და ქართველმა ერმა უარი უთხრა “გეი-პროპაგანდას”. როგორც “ქართული მარშის” ლიდერი აცხადებს, ისინი სამართლიან პროტესტს გააგრძელებენ. “მთავარი ის კი არ არის, რომ საპატრულო პოლიციის 3 სხვადასხვა სპეცრაზმის, კრიმინალური პოლიციის, დაცვის პოლიციის, ტანკებისა და ვერტმფრენების (ერთი წყალქვეშა გემი აკლდათ) თანხლებით 20 ხურუშიანი „მამათმავალი“ შევიდა კინოთეატრში და “გეი-ფილმს” უყურა – მთავარი ისაა, რომ ყოველივემ უდიდესი პროტესტის და მრავალრიცხოვანი მიტინგის ფონზე ჩაიარა და ქართველმა ერმა უარი უთხრა „გეი-პროპაგანდას“! გამარჯვება ისაა,…

მეტი...

“ვითომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სრულად ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაზს” – “ლელოს” ლიდერი

“კინოთეატრ “ამირანთან” დაანონსებული ვითომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იყო არა მხოლოდ ძალადობრივი არამედ სრულად ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაზს”, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი გუშინ, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების წინააღმდეგ გამართულ აქციას. დეა მეტრეველის შეფასებით, აქცია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა. “ქართული საზოგადოების გახლეჩვის და დაპირისპირების მცდელობა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მხატვრული ნაწარმოებების შინაარსის გამო ხელოვანების და არტისტების დევნა, შსს-ს მხრიდან მხატვრული ნაწარმოებებზე მოკველვის…

მეტი...

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე 27 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 27 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ოთხ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. “თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა. ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით…

მეტი...