შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეძლებენ

შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეეძლებათ. 2019 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია. ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა, დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს. „შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, – წერია დადგენილებაში,  რომელიც იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

მეტი...

სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტით, საქართველო წელიწადში 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა. პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე. დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის…

მეტი...

“ადეკვატურად შეაფასეთ რუსეთის მორიგი პროვოკაციული მცდელობა” – “ლელო” მთავრობას მიმართავს

მოძრაობა “ლელო”, საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით, მთავრობას მიმართავს. როგორც “ლელოს” განცხადებაშია ნათქვამი, კარასინი-აბაშიძის ფორმატში ამ ინიციატივის დაანონსებით, გაცხადდა კრემლის რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გასამყარებლად, კულტურული ინტერვენციის სცენარი და ნათელი გახდა, მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ექსპანსიის საზღვრების გაფართოების მცდელობა. “კარასინი-აბაშიძის 2019 წლის 29 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაანონსდა რუსული ენისა და კულტურის ახალი ცენტრის გახსნის ინიციატივა. ჩვენს მულტიკულტურულ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს რუსული ენისა და კულტურის ცენტრები. ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულად მილიტარისტული ზრახვების ჭრილში, ამ განცხადებას, განვიხილავთ, როგორც რუსეთის მცდელობას, პოლიტიკური ლეგიტიმაციის ველში გადავიდეს რუსული ენისა და კულტურის…

მეტი...

დღეიდან, მეტეხის გვირაბებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მეტეხის გვირაბებში 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “30 ნოემბერს და 1 დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. 2 და 3 დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით. თბილისის მერია ბოდიშს…

მეტი...

10 მილიარდ დოლარიანი  პროექტით, აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის ნაკადი პირველად გაეშვა

გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში  TANAP-ის პროექტი გახსნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთისი და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.  ოფიციალური ღონისძიება თურქეთში, ედირნეს პროვინციაში გაიმართა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი ღილაკს, რომლითაც, ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა. ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.  პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად…

მეტი...

„განსაკუთრებული მადლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, ისტორიული, საერთშორისო პროექტის განხორციელებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს მადლობას უხდის.  როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, TANAP-ი თანამშრომლობის კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია. „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებეს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა. ამაყი ვარ, რომ მოთმინებითა და ძალისხმევით, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი 7 წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის გრძელი პერიოდი წარმატებით დასრულდა. პრეზიდენტ ალიევის პირადი ძალისხმევითა და საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის დათქმულ ვადებში ასეთი წარმატებით დასრულება”, –  ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

მეტი...

“მე, რომელიც ვფიქრობ, რომ ფსიქიკას მყარად ვაკონტროლებ, სრულიად გამანადგურა” – ვახო ჭუმბურიძე აზარტულ თამაშებზე

თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობს ხმა­მაღ­ლა და ლუ­დო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ერთ-ერთი იღ­ბლი­ა­ნი, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა ამ მძი­მე სე­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, იუ­რის­ტი და ფი­ნან­სის­ტი, ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძეა, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ მაკა ზამ­ბა­ხი­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა. როგორც ვახო ჭუმბურიძე ამბობს, მან ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი გა­და­ლა­ხა და სურს მისი შემ­თხვე­ვა სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი გახდეს. “ვფიქრობ, ამაზე საუბარი სირცხვილი არ არის და მოგიყვებით ჩემს დამოკიდებულებას უფრო სწორედ მცდელობას, რომ კარგად ჩავეთრიე ონლაინ ტოტალიზატორებს მათ მახეში. მეტნაკლებად აზარტული ვარ, არამხოლოდ თამაშებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. მიყვარს ძალიან ფეხბურთი და ნუ სრულწლოვანი ასაკიდან არასისტემატურად, მაგრამ ტოტალიზატორში გამიკეთებია ფსონი…

მეტი...

“ეჭვი მეპარება ხელისუფლება დიალოგისთვის მზად იყოს”- გრიგოლ ვაშაძე

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის მზად არ არის. ვაშაძემ ამის საფუძვლად ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარი ინციდენტი დაასახელა, სადაც “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. “გუშინდელი კოშმარული დღის და ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში მოაწყო ხელისუფლებამ აიპ-ების, სიპ-ების და სხვა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების მეშვეობით ჩვენს ოფისთან, რაღაც დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმესთვის იყვნენ მზად. ჩვენ კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადავდგით. “ქართულმა ოცნებამ” აიღო თავის თავზე პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს. ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა, ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი,…

მეტი...

“ძალიან გვიხარია, რომ დიალოგი დაიწყო” – ელიზაბეთ რუდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე

“ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დიალოგი დაიწყო, მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნის საშუალება, ვიდრე რამე ვარიანტის გამორიცხვა”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. „როგორც გახსოვთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, გამოთქვა იმედი და მოუწოდა დიალოგისკენ მას შემდეგ, რაც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა.  ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს დიალოგი დღეს დაიწყო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნის საშუალება, ვიდრე რამე ვარიანტის გამორიცხვა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს USAID-ის მეშვეობით აღნიშნულ შეკრებას და ასევე, ძალიან მოხარული ვართ, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან…

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ხელჩუას მახლობლად ზარდიანთკარის მკვიდრი დააკავეს. 51 წლის გენადი ბესტაევი 21 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებისას, 9 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანა ამოიღეს. 26 ნოემბერს ბესტაევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრეს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ის არაერთხელ იყო დაკავებული. დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უკანონო დაკავების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მეტი...

ამერიკული კინოსტუდიების გაფრთხილება საქართველოს

წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები საქართველოს ერთგვარ გაფრთხილებას უგზავნიან. წერილში, რომელიც 4 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამოეგზავნა წერია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და სხვადასხვა ფილმებს ასაჯაროებენ. ჰოლივუდის კინოსტუდიებმა შესაძლოა, გარკვეული სანქციების დაწესებაც მოითხოვონ. ქვეყანაში არსებულ კანონდარღვევაზე დიდი ხანია საუბრობენ “სილქნეტშიც”. კომპანიამ არალეგალურ ფილმებზე რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენიმე თვის წინ მიმართა. “სილქნეტში” განმარტავენ, რომ ბაზარზე ფილმების არალეგალურად გავრცელება კინობიზნესს დიდ ზიანს აყენებს. წერილის მთავარი ადრესატი ორი ქართული ინტერნეტ-საიტია. თავად ამ საიტების ხელმძღვანელები, კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ. როგორც “აჭარანეთის”, ასევე “აიმუვის” წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ კომპანიის პასუხისმგებელი პირები ქვეყანაში…

მეტი...

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართება

სასტუმრო „ბილტმორში“, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. როგორც ცნობილია, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება. შეხვედრას, რომელიც 10:00 საათისთვისაა დაგეგმილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მეტი...