თელავში, სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ბალახს უკიდია.

ხანძრის ადგილი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივების თქმით, ცეცხლის კერები და დაკვამლიანება რამდენიმე საათია რაც კიდევ უფრო გაიზარდა და სოფლიდან უფრო შესამჩნევი გახდა.

ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

მსგავსი თემები