დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი პრეზიდენტმა არ მოაწეროს და პრიექტი ასე ჩავარდეს

„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, თუმცა, ხიფათი ამით არ მთავრდება. როგორც დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კანონპროექტის ჩაგდების არაერთი გზა არსებობს, მათ შორის პრეზიდენტი. „პროპორციული არჩევნები არის საფრთხის ქვეშ მანამ, სანამ შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილება იურიდიულ ძალას არ შეიძენს. ამისთვის საჭიროა: 1. პირველი კენჭისყრა დ 113 ხმის მიღება; 2. დაახლოებით 2 კვირაში მეორე კენჭისყრა და ისევ 113 ხმის მიღება; 3. რამდენიმე დღის შემდეგ, მესამედ მოსმენა და ისევ 113 ხმის მოგროვება. ამასთანავე, პროექტში აუცილებლად უნდა ეწეროს რომ ცვლილებები ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თუ ეს ჩანაწერი შეიცვალა,…

მეტი...

„საქართველო მიიღებს პროპორციულ არჩევნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა საკითხი გადადის უკან და ვდგებით ერთად“ – დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მწვანე შუქს აუნთებს. როგორც დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პოლიტიკური სპექტრი ერთად დადგება და სხვა თემები გადაიწევს უკან. „საქართველო მიიღებს პროპორციულ არჩევნებს. ეს თემა 30 წელია პრობლემურია და მომავალი 3ო დღეც იქნება პრობლემური.  დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციულ არჩევნებს საქართველოში ხელს ვერაფერი შეუშლის. ეს, თავის დროზე, „ოცნების“ მხრიდან იყო იძულებითი გადაწვეტილება და დიდი სიამოვნებით უკან წაიღებენ, თუ ამის შესაძლებლობას ნახავენ და მეორე – ქვეყანა იმ ტიპის პრობლემებშია, ისეთი ახალ-ახალი პრობლემები ჩნდება ყოველ…

მეტი...

“თუ კანონპროეტი ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგნენ“ – სიმონ ნოზაძე

” მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ერთგვარი მერყეობა უმრავლესობაში” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სიმონ ნოზაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც სიმონ ნოზაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, თუ პროპორციულ საარჩენო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა, შესაძლოა “მრეწველები” მიტინგზეც გამოჩნდნენ. „არის რამდენიმე კოლეგა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების და მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. მე არც კი მიმაჩნია საჭიროდ დღევანდელი შეხვედრა, რადგან აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია ნათელია, პროპორციულ არჩევნებს მხარს ვუჭერთ და მე პირადად, პოზიციას არ შევიცვლი. არ ჩავარდება. მე, პირადად, შემიძლია ერთი რამ ვთქვა, თუ ჩავარდა, მაშინ არავის გაუკვირდეს, რომ იმ…

მეტი...

შსს-მ ქართული მარშის ქმდებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ორგანიზაციის წევრებთან ერთად სახალხო დამცველის ოფისში 12 ნოემბერს მივიდა. სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველისგან მოითხოვდა, სახალხო დამცველს შეესწავლა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბავშვების მონაწილეობის საკითხი. ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველს მისი დაპატრიმრება სურს.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები მეტეხის ხიდზე გაიმართება. როგორც საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია გვარების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მსვლელობები, რომლებიც მეტეხის ხიდის სიახლოეს შეიკრიბებიან და ღონისძიებას მსვლელობით შეუერთდებიან. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან. 100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა…

მეტი...

“გუნდშიც გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ” – მამუკა მდინარაძე

“მქონდა ინფორმაცია გუნდში არსებული განწყობების შესახებ, ეს ახალი არაა. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა განცხადებების ასეთ სიმძაფრეს, რაც დღეს ვიხილეთ, არ ველოდი”, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომენტირებისას განაცხადა. მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საჭიროა და პირობა უნდა შესრულდეს. მისი თქმით, გუნდში დემოკრატიაა და განსხვავებული აზრის მისაღებია. „ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა, ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება იმის შესახებ, რომ იძულების შემთხვევაში მანდატს დატოვებენ. არავინ არავის არაფერს აიძულებს. ეს დემოკრატიის პირობაა და…

მეტი...

„ეკლესიის მხილების პროცესი გაგრძლდება“ – მამა ანდრია შედეგ ეტაპს აანონსებს

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია, აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს ჩამოშორებით ეკლესიაში არ ამოწურულა და არსებულ ცოდვებზე მხილების პროცესი გაგრძელდება. აღნიშნული განცხადება სასულიერო პირმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „მხილებები მანამ გაგრძელდება, სანამ სინოდი არ ჩაინიშნება. თავად სინოდმა, ამ გაჟღერებულ ცოდვებზე ეკლესიის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა და საკითხის განხილვა. ვიმეორებ, პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს სინოდზე. სწორედ სინოდის წევრები უნდა იყვნენ ამისთვის მზად და მოწადინებულებიც. ყოველი შემდგომი პროცესი იქნება მხილება მანა, სანამ სინოდი არ დათანხმდება ამ საკითხების განხილვას“ – ეს განცხადება სასულიერო პირმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე თქმით, საპატრიარქოსთვის ზვიად გამსახურდია იმიტომ იყო მიუღებელი, რომ ის, გარკვეულ…

მეტი...

„მზად ვარ, დავტოვო უმრავლესობა“ – ირაკლი შიოლაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია. ისინი ამას იმით ხსნიან, რომ არსებული ოპოზიციური სპექტრის ფონზე, მრავალი რისკი არსებობს, თუნდაც, ის, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობა ვერ ჩამოყალიბდეს და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აღნიშნული საკითხის განსახილველად, უმრავლესობა, დღეს 10:00 საათზე იკრიბება. როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ისინი შეეცდებიან, კოლეგები დაარწმუნონ, რომ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მათი პირობა იყო და ეს საჭიროა. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც კონსტიტუციური ცვლილების წინააღმდეგია, ირაკლი შიოლაშვილია. თუ მას პროექტისთვის მხარდაჭერას აიძულებენ, მზადაა, პარლამენტი დატოვოს. „თუ ვინმე შეეცდება, რომ პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა…

მეტი...

თუ მმართველი გუნდი დეპუტატებს მხარდაჭერას აიძულებს, ისინი პარლამენტს დატოვებენ – ხმაურიანი საკონსტიტუციო ცვლილება  

საპარლამენტო უმრავლესობა, სათათბიროდ უკვე იკრიბება.  დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ.  თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეები შეეცდებიან მოწინააღმდეგეებზე ზეწოლა განახორციელონ, გამორიცხული არ არის, უმრავლესობის რამდენიმე წევრმა მანდატი დატოვოს. მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია დეპუტატი დმიტრი ხუნდაძე. ის ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა რისკის წინაშე დადგება. „ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან, რომლის ძირითადი ნაწილი დესტრუქციულია, ამ რისკზე ვერ წავალ და ვერ დავუშვებ, რომ ჩემი არასწორი გადაწყვეტილებით, ქვეყანა შევიყვანო ქაოსში. ჩემი მყარი პოზიციის შეცვლას ვერავინ შეძლებს. თუ შეძლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ ვყოფილვარ ძლიერი დეპუტატი, ვარ სუსტი დეპუტატი და სუსტ დეპუტატს არ სჭირდება…

მეტი...