“მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პოლიტიკაში, რომელიც იქნება მას შემდეგ, თუ რეფერენდუმი ან პლებისციტი არ დაინიშნა” – აკაკი ზოიძე

“მარტო ჩემს კოლეგებთან არა, მე ხალხთანაც მქონდა საუბარი და მათგან ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მივიღე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, აკაკი ზოიძემ საკუთარ ხედვასთან დაკავშირებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ან პრებისციტი 2020 წლის არჩევნების ჩასატარებლად,  საუბრისას განაცხადა. ზოიძის თქმით, გუნდშიც ჰყავს თანამოაზრეები და დიდი იმედი აქვს, რომ ორშაბათს, სხდომაზე ისინი ამ იდეას ყურადღებას დაუთმობენ. „გუნდში თანამოაზრეები მყავს და ორშაბათის სხდომაზე სერიოზულ დისკუსიას ველოდები და ვფიქრობ, რომ ჩემს იდეას, კოლეგები დიდ ყურადღებას დაუთმობენ. მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია. პროპორციული არჩევნების როგორც მომხრეები,  ასევე მოწინააღმდეგეები მუდმივად აპელირებენ, რომ ხალხის აზრი ასეთია. ვკითხოთ ხალხს აზრი, საბოლოოდ…

მეტი...

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეშვიდედ გახდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ნონა გაფრინდაშვილი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკეა. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო პირველი, რომელსაც (1982 წელს) „საჭადრაკო ოსკარი“ გადაეცა. სახელოვანმა ქართველმა მოჭადრაკემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დღეს მეშვიდედ  მოიპოვა.

მეტი...

“ჩვენ საქართველოს სიყვარული გვაერთიანებს” – მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს უკრაინაში შეხვდა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ყველა მათგანს ერთი რამ – საქართველოს სიყვარული აერთიანებთ. „გიორგობის დღეს შევხვდით ჩვენ ძველ თანამებრძოლებთან და ასევე ოპონენტებთან ერთად. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე, დიდი დღესასწაული და ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ, ჩვენ გვიყვარს საქართველო. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდობა წამოვიდა. ჩვენი ამოცანა არის ახალგაზრდებს, ახალ თაობას გავუხსნათ გზა საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ. მადლობა გუბაზს და ვალერის, ჩვენ ბიჭებს, რომ ჩამოვიდნენ კიევში და ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა. ასაკთან ერთად, დროსთან ერთად, გამოცდილებასთან ერთად, ძალიან ბევრ…

მეტი...

“ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს” – სოსო რობაქიძე

“ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი კიდევ ერთ პირს, ირაკლი წერეთელს წარუდგინეს, რომელიც მკვლელობის პერიოდში დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი იყო”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი წერეთელმა პროკურატურასთან ითანამშრომლოს და თქვას სიმართლე. „მინდა გითხრათ, რომ დღეს კიდევ ერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს და ვნახოთ, რა იქნება, სასამართლო ჩატარდება. უნდა ითანამშრომლოს, თანამშრომლობის შანსი ჰქონდა ზურაბ მიქაძესაც. ვინც კი სიმართლე თქვა, აღიარა და ითანამშრომლა პროკურატურასთან, თუნდაც ზურა ბაქრაძე, მე ყველა შევინდე“,- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მეტი...

“მოვუწოდებ ყველას საარჩევნო კოდექსზე მუშაობა გაგრძელდეს” – სალომე ზურაბიშვილი

“დაპირისპირების დრო არ არის და მოვუწოდებ ყველას პარლამენტში, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებს ყველას, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა გაგრძელდეს. „დღეს საქართველო კიდევ ერთხელ გადის მისთვის უკვე ჩვეულებრივ გამოცდებს, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. კიდევ ერთხელ იჩინა თავი შიდა დაქსაქსულობამ, დაპირისპირებამ; ჭარბობს შური და ღვარძლი, რაც ესოდენ ასუსტებს სახელმწიფოს და მხოლოდ მტერს თუ გაახარებს. დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ და იკვრებოდნენ განსაცდელის დასაძლევად; ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა. მინდა,…

მეტი...

პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო. „2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი. გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ავთანდილ იოსელიანს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მებრძოლი ავთანდილ იოსელიანი ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანის მეუღლეს გადასცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა ომისა და თავდაცვის ძალების 23 ვეტერანი, მათ შორის: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ოთხი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი ხუთი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით რვა…

მეტი...

“კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული, კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა” – თორნიკე მამალაძე

“კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული, კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა”,- ასე გამოეხმაურა მამა გიორგი მამალაძის ძმა ფაქტს, რომ სასულიერო პირი არც გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალეს. თორნიკე მამალაძის თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ შორენა თეთრუაშვილის ნებართვის გარეშე, სინოდის გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით,  მხოლოდ თაბახის ფურცელია. “კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მეტი...

შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან “დაბოქლომების” აქცია გაიმართა

შეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. აქციის მონაწილეები პროპორციული სისტემით არჩევნების ჩაშლას აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. საინიციატივო ჯგუფის წევრები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მეტი...

მინსკში ფერწერული გამოფენა, „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა

ბელარუსში საქართველოს საელჩოსა და მინსკის სამხატვრო გალერიის – „კულტურის უნივერსიტეტი“ ორგანიზებით, ფერწერული გამოფენა სახელწოდებით, „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ეძღვნება საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. მასზე წარმოდგენილია ქართველი და ბელარუსი მხატვრების მიერ სხვადასხვა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმების გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოები. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ. ელჩმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების სწრაფ დინამიკაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელარუს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და საელჩოს ეგიდით ახლო მომავალში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს. ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ და ბელარუს მხატვრებს, ლეონიდ დანელიას, კახაბერ გოგოხიას,…

მეტი...

საქართველოს თავდაცვის ძალებს 225 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 225 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიულოცა, წარმატებები და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა კურსის წარმატებულ ინსტრუქტორებს სიმბოლური საჩუქრები, საუკეთესო რეკრუტებს კი სიგელები გადასცეს, ხოლო ინსტრუქტორებისა და კურსდამთავრებულების ნაწილს მადლობა გამოეცხადა. რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. 10 კვირის განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან…

მეტი...

“მადლობა პატრიარქს, რომელიც ამდენი უმადურობისა და განსაცდელის მიუხედავად, სიყვარულით არის სავსე” – მეუფე დანიელი

“მადლობა პატრიარქს, რომელიც ამდენი უმადურობისა და განსაცდელის მიუხედავად, სიყვარულით არის სავსე”, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა. მისი თქმით, პატრიარქის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, რომ მან უპასუხა კიდევ ერთ დიდ ბრძოლას ეკლესიასთან. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში დაიწყო დიდი პროცესი შემობრუნებისა, უკვე 42 წელია მიმდინარეობს ეს საოცარი პროცესი და ამის შედეგად, ჩვენ ვხედავთ სულ უფრო და უფრო გაძლიერებას ჩვენი ეკლესიისა, ჩვენი სამღვდელოებისა ჩვენი ერისა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ასევე, რაც ნაწინასწარმეტყველებია, რომ სულ უფრო და უფრო გაიზრდება მსოფლიოში დევნა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა…

მეტი...

“საქართველო არ გაისუსება” – “გირჩის” აქცია სუს-თან

“საქართველო არ გაისუსება” – ეს წარწერა “გირჩის” წევრებმა უსაფრთხოების სამსახურთან დატოვეს. მდუმარე აქციის ჩატარების ადგილად სუს-ის შენობა სპეციალურად შეირჩა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას არ გამოიყენონ ძალა და არ მოხდეს აქტივისტების დაკავება. „ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, სამოქალაქო პროცესი, რომელიც დაწყებულია ქვეყანაში, ხელი არ შეუშალონ და ძალადობაზე არ გადავიდნენ. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სიმბოლურია სუს-ის შენობის წინ, შესაძლებელია, შსს-სთანაც დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, ამით ლეგიტიმაცია დაკარგა. თავიდანვე, პროცესების დასაწყისში გავუგზავნოთ გზავნილი…

მეტი...

ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა, როგორც სამების ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული შემომწირველი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქართველ ხალხს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ის ადამიანები გაიხსენა, ვინც წვლილი შეიტანა სამების ტაძრის მშენებლობაში. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ანდრია ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა. წყალობა ღვთისა არ მოგიშალოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

მეტი...

ფოთში საზღვაო აკადემია აშენდება

ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა იწყება. ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე გადაეცა. „საქართველოში საზღვაო განათლებას საფუძველი ფოთში ჩაეყარა და დღეს, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქალაქში საზღვაო სწავლების ტრადიცია ბრუნდება. ახალი სასწავლებლის დაფუძნება ფოთს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს. ახალგაზრდები ხარისხიან განათლებას საკუთარ ქალაქშივე მიიღებენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან“, – აცხადებს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია. პროექტის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი უნდა მოეწყოს. საზღვაო აკადემიის სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს და ის 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ისტორიული შენობის…

მეტი...

პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე ვიზიტი გააპროტესტეს

საქართველოს პარლამენტის გვერდით შესასვლელთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობასთან მცირე ზომის წყლის ჭურჭელი მიიტანა და არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე ვიზიტი გააპროტესტა. მათი თქმით, ქვეყანაში კრიზისული ვითარების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ძვირადღირებულ სასტუმროებში არ უნდა ისვენებდეს. „მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნუ დაყვება ბიძინა ივანიშვილის ნება – სურვილს და ნუ დასეირნობს კომოს ტბაზე. ქართველი ხალხი მათ აუცილებლად შეცვლის. ყველგან მივალთ, სადაც ისინი ქართველი ხალხის ფულს გაფლანგავენ. თალაკვაძეს ჩვენ აქ მოვუტანეთ ტაშტი, ჩამოდი და გააგრძელე რაც კომოს ტბაზე ვერ დაასრულე, მოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში. შეიძლება ეს წყალი არ იყოს ისეთი თბილი, როგორიც კომოს…

მეტი...

“ურთულესია მიმდინარე მოვლენები ყველასთვის, ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდას ვაბარებთ” – მეუფე გრიგოლი

ფოთის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღამისთევის მსახურება აღასრულა და იქადაგა. როგორც მეუფე გრიგოლმა განაცხადა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ყველასთვის ურთულესია და ქვეყანა ახლა მძიმე გამოცდას აბარებს. „მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დღევანდელ დღეს. ურთულესია მიმდინარე მოვლენები ყველასთვის, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის და იმდენად რთულია, რომ ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდას ვაბარებთ. საქართველო ჯერ კიდევ ვერ არის შემდგარი, როგორც სრულყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფო, არც ჩვენ ვართ შემდგარი როგორც თავისუფალი მოქალაქეები. რამდენჯერ გვითქვამს, რომ აი, ჩვენს ცნობიერებას მემკვიდრეობით მოჰყვება ძველი კაცი. სამწუხაროდ ზოგს არ ესმის ეს, ძველი…

მეტი...

“მომწერეს, რომ კახა კალაძე საკუთარი ფინანსებით 30.000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს” – ანიტას დედა თბილისის მერს მადლობას უხდის

დედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი, კახა კალაძე მზად არიან 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობა დააფინანსონ. თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან. „ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას ანიტას დედა გამოეხმაურა. მარიკო სადრაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არ იცის, რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. მისი თქმით, კახა კალაძე პირადად 30 000 ლარს ურიცხავს ოჯახს. „ვიცი ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება. ყოველ დღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის (თუმცა,…

მეტი...

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმო პროდუქციას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანს

2018 წლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო მოქმედებს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5,000,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი, 140-მდე. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო…

მეტი...

საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან (27 ნოემბერი 2019 – 15 მაისი 2020 წ.) დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა. ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება – მათ შორის სხვადასხვა დასახელების ღვინოები, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები. სტრასბურგი ევროპაში საშობაო დედაქალაქადაა აღიარებული, სადაც საშობაო ბაზრობის გამართვის ტრადიცია 1570 წლიდან იღებს სათავეს და ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამგვარ მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სტრასბურგის საშობაო ბაზრობა 22…

მეტი...

სოხუმში, ე.წ კანონიერი ქურდები, ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა მოკლეს

გუშინ, სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით, მანქანა დამწვარი იპოვეს.  სროლის დროს 22 წლის ოფიციანტი დაიჭრა. გოგონა მძიმე მდგომარეობაშია. ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. კიდევ სამი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. „ინტერფაქსის“ ცნობით, მოკლულები არიან ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ორივე გუდაუთელია.

მეტი...

„აზერბაიჯანი ქართველ მომლოცველებს არ ზღუდავს, ის საქართველოს პარტნიორია“ – ალი ბაბაევი

“საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ ბრალდებად აფასებს და ამბობს, რომ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართველ მომლოცველებს არ ზღუდავს.    “მე, როგორც “აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარე საქართველოში, მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანული მხარე ხელს უშლის და აფერხებს საინგილოში, კერძოდ კახის რაიონში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოსალოცად მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს. მინდა გითხრათ, რომ მივმართე რა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ასევე, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, მინდა დარწმუნებით გითხრათ, არავითარი პრობლემა და შეფერხება აზერბაიჯანული მხრიდან არ შეექმნებათ მომლოცველებსა თუ აზერბაიჯანის ვიზიტორებს, რომლებიც კანონით დადგენილ მოთხოვნებსა…

მეტი...

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოკვეთეს. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს –…

მეტი...