თბილისში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა – დაღუპულია 2 ადამიანი

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ქალი და მამაკაცი. ამასთან, ავარიისას დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები