ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი გადასასვლელების დაუყოვნებლივ გაიხსნას ითხოვენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი განცხადებას ავრცელებენ. „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები სამხრეთ ისეთთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ. ბოლო თვეებმა აჩვენა ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის სერიოზული გაუარესება, რამაც მოსახლეობას შორის შიში გააჩინა. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ყველა მონაწილის ჩართვა აჩვენებს ორმხრივ შეშფოთებასა და დეესკალაციისადმი ყველა მხარის მხარდაჭერას, რასაც თანათავმჯდომარეები მიესალმებიან. თანათავმჯდომარეები და ორგანიზაციები რჩებიან აქტიურად ჩართულნი ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ხელშეწყობაში. ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ გახსნან სექტემბრის დასაწყისიდან დახურული ყველა გადასასვლელი…

მეტი...

“ექსპერტიზის ბიურიდან დამირეკეს, დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო” – მაკო გომური

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ მაკო გომურს, ექსპერტიზის ბიურიდან დაურეკეს და გადაამოწმეს, მართლა დაკარგა თუ არა ჯანსაღი თვალი. „მოკლედ, 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, – წერს მაკო გომური სოციალური ქსელში. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ მაკო გომური, 16 პირი და 8 ჟურნალისტი, რომლებიც 20 ივნისის…

მეტი...

ოკუპანტებმა გორის რაიონიდან მამაკაცი გაიტაცეს

გორში, სოფელ ქვეშის მიმდებარედ, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან, ოკუპანტებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი გაიტაცეს.  გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის განცხადებით, ბუთხუზი ოკუპანტებმა სოფლის ნაკვეთიდან დაახლოებით საღამოს 18:00 საათისთვის გაიტაცეს. სხვა დეტალები უცნობია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. 

მეტი...

ვანში, წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, ამოღებული ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს. მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 000 ლარს შეადგენს. გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.

მეტი...

ქუთაისში, მე-5 კლასელი გოგონები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მე-5 კლასელი გოგონები ერთმანეთს, გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭის გამო დაუპირისპირდნენ.  თვითმხილველთა ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს სკოლის დერეფანში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი გოგონა კიბიდან დაგორდა.  ფაქტს მანდატურებიც შეესწრნენ, რომლებმაც სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. 10 წლის გოგონა საავადმყოფოშია მოთავსებული. სკოლის ადმინისტრაცია დეტალებზე არ საუბრობს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

მეტი...

რესტორან “ჩემო კარგო”-ში სტუმრების მოწამვლის მიზეზი სალმონელა გახდა

თბილისში, რესტორან „ჩემო კარგოს ქარხანა – Chemo Kargo’s Factory”-ში სტუმრების მოწამვლის მიზეზი საკვებ პროდუქტში აღმოჩენილი სალმონელა გახდა. კვლევის შედეგები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაასაჯაროვა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რესტორნის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რესტორნის სტანდარტი იმდენად მაღალია, მომხდარით თავადაც გაკვირვეულები არიან. “ჩვენ რა, გვინდოდა, რომ ეს ვინმეს დამართნოდა? ჩვენი სტანდარტები იმდენად მაღალია, რომ ჩვენც კი გაოცებულები ვართ. ასევე მიდის მოკვლევა, მომწოდებელს ხომ არ ჰქონდა რაიმე სახის ხარვეზი პროდუქტის მოწოდებისას და ამ შემთხვევაში ჩვენც უკვე დაზარალებულები ვართ“, – განაცხადა სალომე მეზურნიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…

მეტი...

„ეს არის პროპაგანდა და პროპაგანდის გავრცელება უნდა შეიზღუდოს“ – „პატრიოტები“ – გეი სიყვარულზე

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია აცხადებს, რომ ფილმი, რომელიც გეი წყვილის სიყვარულის ისტორიას ეხება, ამ ცხოვრების პროპაგანდაა, რაც უნდა იკრძალებოდეს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „როგორც კანონმდებელი, არ შემიძლია გითხრათ, რომ ფილმის ჩვენება აიკრძალოს, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვთვლი, რომ ესაა პროპაგანდა და პროპაგანდის გავრცელება უნდა იყოს შეზღუდული ჩვენს ქვეყანაში“ – აცხადებს გიორგი ლომია. დეპუტატი ამბობს, რომ ის ფილმებში ნებისმიერი პორნო სცენების წინააღმდეგია: „ერთია, როდესაც არ ერევი ადამიანის პირად ცხოვრებაში და მეორე, როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, მისი საკუთარი პირადი ცხოვრება მომახვიოს თავს. მე წინააღმდეგიც ვარ, ფილმებში იყოს გამოყენებული პორნო…

მეტი...

„ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს. კერძოდ, მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“. „სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან (თბილისი, ბელიაშვილის ქ.N25). ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი 2) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი) 3) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული. სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი წარმოების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია…

მეტი...

“განცხადებები აბსურდული და ანტიეკლესიურია” – მეუფე ზოსიმე ბრალდებებს პასუხობს

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები აბსურდი და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულია. მიტროპოლიტის მტკიცებით, მღვდელმთავარი, რომელიც ახლა მას ბრალდებებს უყენებს, მის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. “1988 წლის გვიანი შემოდგომაზე, როდესაც საქართველოში დიდი პოლიტიკური აშლილობა იყო. მთავრობის სასახლის წინ სულ მიტინგები ტარდებოდა. სტუდენტების ნაწილი, რომლებიც ახლა რაღაცებს კადრულობენ, განსაკუთრებით იღებდნენ ამ პროცესებში მონაწილეობას. ჩვენ რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებდით ამ ყველაფერს. როდესაც მოვითხოვეთ ძალიან მკაცრად, სტუდენტებს მიეხედათ მეცადინეობისთვის, ამან ისეთი აზრი შექმნა ზოგიერთებში, თითქოს ჩვენ გულგრილობას ვიჩენდით ეროვნული მოძრაობის მიმართ. სასწავლებელში სულიერი ატმოსფერო მოიშალა.…

მეტი...

„აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების შემდეგ“ – საპატრიარქო 

„ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს“ – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში გეი წყვილის სიყვარულის შესახებ გადაღებულ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ და მის პრემიერას საპატრიარქოზე შეტევად აფასებენ. „შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების  შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება. ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების…

მეტი...

“მომხრე ვარ, რომ „ოცნების“ 2020 წლის სიის ოცეულში იყვნენ: კილაძე, კობახიძე, მათიკაშვილი, ოხანაშვილი და „კოლექტიური ზარდიაშვილები“ – დავით ჭიჭინაძე

„მომხრე ვარ, რომ „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულში იყვნენ კილაძე, კობახიძე, მათიკაშვილი, ოხანაშვილი… და ზოგადად წარმოდგენილი იყოს „კოლექტიური ზარდიაშვილებით“, რადგან ზუსტად ეს გახდება „ქართული ოცნების“ რექვიემი, ზუსტად ეს დაასრულებს „ოცნების“ კლანების მმართველობას”, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ჭიჭინაძის განცხადებით, რისკის შემცველი იყო 2012 წელს ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები. დეპუტატის თქმით, ქართველმა ხალხმა დაიჯერა მისი, დაუდგა გვერდით და ერთობლივად გაისტუმრეს საძულველი რეჟიმი. “2018 წელს უკვე თავად სთხოვა ხალხს გვერდით დგომა და ხალხმა შეუსრულა. ანუ, 2018 წელს ფაქტიურად ნდობის კრედიტი გაიცა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ამ „ვალს„  დაბრუნება რომ…

მეტი...

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კინო-ჩვენების “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩაშლის, მუქარის და აქციების დაანონსების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია ფილმის პრემიერის დროს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. განცხადებაში წერია, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადახ საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, მობილიზებულები იქნებიან სამართალდამცავები და როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კინოთეატრში შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. შსს თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მოუწოდებს ყველას კანონის მოთხოვნები დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. “გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” (And…

მეტი...

“მეუფე პეტრე აპირებს, პატრიარქი გაასამართლოს ყოველგვარი სასამართლო პროცედურების გარეშე” – მიტროპოლიტი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, მეუფე პეტრე ცდილობს პატრიარქი პილატეს სასამართლოს მსგავსად გაასამართლოს და მსჯავრიც ასე გამოუტანოს.  მიტროპოლიტის შეფასებით, ეს ლინჩის წესით გასამართლების ტოლფასია, რადგან მეუფე პეტრე მტკიცებულებების წარდგენას არა საერო და საეკლესიო სასამართლოში, არამედ საჯარო სივრცეში აპირებს და პატრიარქისთვის განაჩენსაც სწორედ საზოგადოების ნაწილისგან ელოდება. “მეუფე პეტრემ თვითონ გაიხსენა პილატეს სასამართლო, რასაც ახლა თავად იმუქრება, რომ ის წარადგენს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მტკიცებულება უნდა წარადგინოს სად? სინოდის წინაშე ის მტკიცებულებას ვერ წარადგენს იმიტომ, რომ ამის უფლება მას არა აქვს. რაც შეეხება საერო სასამართლოს, არც ამის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ…

მეტი...

“დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც” – საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო, ქართულ-შვედურ ფილმთან “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ფილმით ბოროტი ძალა, ეკლესიაზე და ეროვნულ ფასებულობებზე შეტევას ცდილობს. საქართველოს საპატრიარქოსთვის მიუღებელია ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქართველოს კინო-თეატრებში ჩვენება და დასძენს, რომ ემიჯნება ძალადობრივ ქმედებებს. “მედიაცენტრი მთავარი” საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას. გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი,  მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და  ტრადიციული ღირებებულებისადმი  და მის…

მეტი...

“ფილმში ძალიან დიდ სიყვარულს ნახავთ” – მსახიობი

ლგბტ+ თემაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის ” და ჩვენ ვიცეკვეთ” შემოქმედებითმა ჯგუფმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერამდე არცერთ აგრესიულ განცხადებას არ უპასუხოს. ფილმში მონაწილე, მთავარი როლის შემსრულებლის ლევან გელბახიანის განცხადებით, ფილმის გარშემო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნეგატიურ დამოკიდებულებას ელოდა. “რაღაც მომენტში ვიცოდი, რომ ასეთი რეაქციები მოჰყვებოდა. ყველას თავისიშეხედულებები აქვს. ჩემთვის, რაც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი, სხვისთვის არ იყოს. ფილმში ძალიან დიდ სიყვარულს ნახავთ და ცოტა სხვა კუთხით დანახულ საქართველოს,” – განაცხადა მსახიობმა ლევან გელბახიანმა. შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გაიმართება. ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ფილმის კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგია და სეანსების ჩაშლას გეგმავს.

მეტი...

“იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ატყდა წინა შეწყალებაზე, მინდა დრო დავფიქრდე, რომ შეცდომა არ დავუშვა” – პრეზიდენტი მამა გიორგი მამალაძეზე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალებას  დეკანოზი გიორგი მამალაძის გარდა, ბევრი მსჯავრდებული ელოდება. მისი თქმით, მას საქმეების შესწავლა სჭირდება, რათა შეცდომა აღარ დაუშვას. “ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ არის ინტერესი მხოლოდ ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება რა იქნება ამ კუთხით და მე მგონი, რომ არ არის სამართლიანი მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაკავებული. რამდენიმე ასეული მომართვაა პრეზიდენტთან შემოსული”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების სრული უფლება ჰქონდა. მისი თქმით, მორატორიუმი შეწყდება მაშინ, როდესაც ის ყველა საქმეს შეისწავლის. “უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ახალი წესები, შემდეგ უნდა გამოვცე…

მეტი...

მეუფეს სექსუალურ ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით ეპარქიაში განცხადება გაკეთდა  

წილკნისა და დუშეთის  მიტროპოლიტ ზოსიმეს  წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ამავე ეპარქიის წევრი, მამა დავით ოქრუაშვილი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა,  წმინდა და ხელშეუხებელი აღარაფერი დარჩება. „მედიაცენტრი მთავარი“  მამა დავითის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორ უნდა გძულდეს ეკლესია და შენი ერი, რომ ასეთი ცილისწამებისა და ბოროტებისთვის გაიმეტო. მავანს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ამით პიროვნებებს კი არა, მთლიან ეკლესიას ებრძვის… ალბათ, ეშმაკსაც აოცებს დაცემული ადამიანების ბოროტება, რომლის ფსკერიც უკვე უსაზღვროა… ის, ვინც წლების წინ მეუფე ზოსიმეს მიუგზავნეს, მუხლებდაჩოქილები ითხოვდნენ პატრიარქისგან შენდობას, მეუფესთან მისვლას როგორ გავბედავთო. ყველა მათგანი მწარედ დაისაჯა…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი პარტიის წევრებთან დახურულ შეხვედრას მართავს

კახეთში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. “ჩვენ უკვე ვიწყებთ მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური პარტიული ამოცანა, რომ ამ არჩევნებზე ავცდეთ 50%-იან ნიშნულს,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  “ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებით, აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. 10 რეგიონის შემდეგ, კი კონსულტაციები თბილისის ორგანიზაციის აქტივისტებთან შეხვედრით დასრულდება. დღევანდელ შეხვედრას, რომლის მთავარი თემა მიმდინარე პარტიული საკითხები და მომავალი არჩევნებია, პატრიის თავმჯდომარესთან ერთად კახი კალაძე და უმრავლესობის წევრები…

მეტი...

“ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე” – არჩილ თალაკვაძე

“მსურს, გადმოგცეთ გზავნილი, რომელიც შესაძლოა უკვე არაერთხელ გსმენიათ, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ გავიმეორო – საქართველო არის ორიენტირებული მომავალზე, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და საერთო ღირებულებებს ეფუძნება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და კონგრესის წევრებს, ასევე, პირადად კონგრესმენ ადამ კინზინგერს საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე…

მეტი...

“პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა” – არჩილ თალაკვაძე

„ამ მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინ დგას რეალურად ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის გვერდით და გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებშიც, მაღალი ალბათობით, შედის ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელმწიფოს შესუსტება და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“, -ასე აფასებს საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამ პროცესების უკან არიან ის ძალები, ვინც არეულობების, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციით იყვნენ დაინტერესებული. „საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ამ მოვლენებს ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევის აერთიანებს, ჩემი დაკვირვებით. თუმცა, ვერანაირი განცხადებები, ვერანაირი პოლიტიკური შეტევები…

მეტი...

„ის შეწყალება მწარე გაკვეთილი იყო პრეზიდენტისთვის, მორატორიუმი მალე შეწყდება“ – ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მამა გიორგის შეწყალების საკითხზე ისუაბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი მალე შეწყდება. „მინდა, გამოვხატო პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა. დარწმუნებული ვარ, ის ნაკლოვანებები, რაც ვნახეთ განსაკუთრებით შეწყალების გახმაურებულ საქმეებში, როდესაც სრულიად მიუღებელი ტიპის შეცდომები გაიპარა, დარწმუნებული ვარ, ეს იყო მწარე გაკვეთილი ჩვენი პრეზიდენტისთვის. ყველა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და რომელიც საზოგადოებას ეხება, უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი. ის მორატორიუმი, რაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, მალე შეწყდება და შეწყდება იმით, რომ ჩვენ ყველანი გავიგებთ როგორი ტიპის სქემით, სტრუქტურით აპირებს პრეზიდენტი…

მეტი...

„სასულიერო პირებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპირებენ“ – დეპუტატი “მედიაცემტრ მთავარში” (ვიდეო)

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიას განცხადებით, საპატრიარქოზე ბინძური მეთოდებით შეტევა გაგრძელდება. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ფლობს ინფორმაციას, რომ გარკვეული ჯგუფები სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას აპირებენ. „საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა ამით, ამ ბოლო განცხადებებით არ გაჩერდება და არ დამთავრდება. ველოდებით რაღაც ბრალდებებს.  გამორიცხული  არ არის, რომ უახლოეს პერიოდში,  სასულიერო პირების პირადი ცხოვრების დადგმული, დამონტაჟებული კადრებიც ვიხილოთ“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ  მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.   კითხვაზე, არსებობს თუ არა მსგავსი კადრები რა კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ, ლომიამ უპასუხა, რომ ინფორმაციის გამჟღავნება მას არ შეუძლია. „ჩვენ გვაქვს…

მეტი...

„ყველგან დავაფიქსირებ, რომ ამ პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ“ – ზვიად ძიძიგური გეი წყვილთა ისტორიის ამსახველ ფილმზე

გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმი საქართველოში დაპირისპირების საგანი გახდა. გარკვეული ჯგუფები, ოსკარზე წარდგენილ ფილმს გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდად აფასებენ და ქართულ კინოთეატრებში, ფილმის პრემიერის  ჩაშლას გეგმავენ.      როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,  ეს არის პროპაგანდა, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესისთვის მიუღებელია. „მე, როგორ კონსერვატორი და პარტიის ხელმძღვანელი, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, სექსუალური უმცირესობების ცხოვრების შევიწროება მოხდეს ან მოხდეს მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა.  ეს არაა სწორი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ოჯახებისთვის და შვილებისთვის. საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და არასოდეს ყოფილა  სექსულური უმცირესობების დევნა. ყველაგან დავაფიქსირებ, რომ ამ…

მეტი...

„მეუფე პეტრე ცაავა, როგორც ერთი მოხეტიალე რაინდი“ – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს „ნაციონალური მოძრაობის“ სულიერ ლიდერს უწოდებს და ამბობს, რომ მოხეტიალე რაინდია. ეს განცხადება, დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „მეუფე პეტრე ცაავა იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან აქტიური არათუ მხარდამჭერი, არამედ სულიერო წინამძღვარიც კი. ყველა არჩევნების დროს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, მისი ამბიონიდან პოლიტიკოსის ტექსტები ისმოდა. ის თავდასხმა, რომელიც მან პატრიარქზე განახორციელა, არ მჯერა, რომ ესაა მეუფე პეტრე  ცაავა, ერთი მოხეტიალე რაინდი, ცალკე აღებული, რომელიც ამას მარტო აკეთებს. ვფიქრობ, მის უკან დგანან პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები და ის…

მეტი...

„თუ მეუფე იაკობის ბრალდებები დანაშაულს შეიცავს, პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება“ – ზვიად ძიძიგური

„მეუფე იაკობის განცხადებებს რაც შეეხება, არც ერთმა პერსონამ, რომელიც მან ბრალდებებში დაასახელა, მსგავსი ტიპის შეხვედრას არ დაადასტურა.  აქედან გამომდინარე, პროკურატურამაც არასერიოზულად მიიჩნია ამ თემაზე დაეწყო სამართლებრივი რეაგირება“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და  აღნიშნა, რომ პროკურატურას გამოძიების დაწყებას პარლამენტი ვერ დაავალდებულებს. კითხვაზე, მეუფის მხრიდან  ხელისუფლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ტოვებს თუ არა კითხვის ნიშნებს, რის გამოც საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ეს კონკორდატის პრინციპს არღვევს. „საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე როგორ შეიძლება კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეკლესიის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და როლის გამო  სახელმწიფოსა…

მეტი...

მოსისინე გველები კვერთხის თავზე

იტრიის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა საბა საპატრიარქოს მიმართ დაწყებულ შეტევას მოსისინე გველების შეტევად აფასებს. მამაო ამ შეტევას კვერთხზე გამოსახულ ფიგურასთან აკავშირებს და განმარტებას აკეთებს. „მღვდელმთავრის საღვთისმსახურო კვერთხის თავზე აღმართულია გაბრწყინებული ჯვარი, რომელიც გარემოცულია მისი შთანთქმის მოსურნე მოსისინე გველებით, თუმცა ვერაფერს უხერხებენ. ეს გახლავთ სიმბოლური გამოხატულება ეპისკოპოსის სამწყემსო მსახურებისა. ოდითგანვე ასე იყო. არაფერია ახალი ცისქვეშეთში“ – აცხადებს მამაო.   

მეტი...

თურქეთში გურჯი ხათუნის სამარხი აღმოაჩინეს

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, ერზრუმიდან გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოებს ავრცელებს. გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, სამარხში აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა. გურჯი ხათუნი, იგივე თამარი საქართველოს მეფის, რუსუდანის შვილი იყო. ის მე-13 საუკუნეში რუმის სულთანს ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს მიათხოვეს. “ექსკლუზიურად ერზერუმიდან! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს,” – წერს გიორგი…

მეტი...

„ეს ეპისკოპოსი სტუდენტებზე სექსუალურად ძალადობდა, შემდეგ კი ეკლესიაში მღვდლებად უშვებდა“ – მორიგი სკანდალი ეკლესიაში

ეკლესია ისევ ახალ სკანდალში ეხვევა. ამჯერად, სასულიერო პირს მტკიცებულების ფორმით უყენებენ ბრალდებას და აცხადებენ, რომ ის სტუდენტებს სექსუალურად ავიწროებდა. სასულიერო სემინარიის ყოფილ ლექტორს, წილკნისა და დუშეთის  მიტროპოლიტ ზოსიმეს  მამა გიორგი სხილაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს. მისი მტკიცებით, 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს, რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე სექსუალური ძალადობა სცადა. მისივე ინფორმაციით, სტუდენტმა ამბავი საპატრიარქოსაც მიაწოდა, თუმცა, სტუდენტი დაისაჯა. ამის შემდეგ კი სასულიერო აკადემიის ყოფილმა რექტორმა თანამდებობა დატოვა. დღეს ის სინოდის წევრია. „ეს რექტორი, ეპისკოპოსი სექსუალურად ძალადობდა სტუდენტზე. სტუდენტი კი მას არ დათანხმდა ამაზე. ეს მისთვის პირველი შემთხვევა არ…

მეტი...