რუსთავში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში ხანძარია

რუსთავში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში ხანძარია. ცეცხლი შენობის მეორე სართულს და სახურავს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო მანქანა, ასევე სამართალდამცავები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით” – დიმიტრი ხუნდაძე

უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და მაჟორიტარების შეხვედრა პროდუქტიული იყო და პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2020 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს. მისივე ინფორმაციით, ხვალ, 10:00 საათზე შეხვედრა გაიმართება უმრავლესობის ფორმატში. „შედგა შეხვედრა მაჟორიტარებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, მაჟორიტარები, რომლებიც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ 2020 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. ამ საკითხის გარშემო ვისაუბრეთ საკმაოდ ბევრი, საათნახევარი გაგრძელდა შეხვედრა. შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს შეთანხმება უნდა იქნას კიდევ ერთხელ…

მეტი...

“ქართული ოცნების” დეპუტატს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

სიღნაღის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებენ. ინციდენტი დღეს ბორბისხევის ბაზართან მოხდა, სადაც ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა” აქციას მართავდა სახელწოდებით “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები”. როგორც ელისაშვილის თანაგუნდელი ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, საკრებულოს დეპუტატმა ილია ბაიდოშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ბანერი დაუხია. შსს-ში აცხადებენ, რომ დღეს, წნორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ შესწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მისივე თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივა, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს.

მეტი...

ოპოზიცია მასშტაბურ აქციას აანონსებს – იგეგმება პარლამენტის პიკეტირებაც

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. მათ რუსთაველზე მასშტაბურ აქცია დაანონსეს. აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ და აცხადებენ, რომ დეპუტატებს სხდომის მშვიდად ჩატარების უფლებას არ მისცემენ. მათი ინფორმაციით, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური პროცესების შედეგად ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები ხელისუფლებისთვის გაცილებით უფრო მძიმედ დასრულდება.

მეტი...

ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მშრომელთა უფლებებს დაიცავს და არჩევნებში სწორედ მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს, თუმცა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა გამორიცხულია.

მეტი...

ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელება ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარის“ (Ryanair) შემდეგ, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმაც“ (Wizz Air) დაიწყო. ბოლონიის მიმართულებით რეისებს Wizz air, Ryanir-ის მსგავსად, კვირაში ორჯერ ასრულებს. რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2020 წლიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას, ნიცას და კიოლნს ამატებს.

მეტი...

“ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მობილიზება არ შეინიშნება” – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. მათივე ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მიმდინარე ნებისმიერ უკანონო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და აქტიურად მოქმედებს ცხელი ხაზი. შეგახსენებთ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ სოფელ ძარასთან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.

მეტი...

ერთი დაღუპული და ოთხი დაშავებული – ავარია ქუთაისში

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი  კი დაშავდა.  ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. არსებული ინფორმაციით,  ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა. დამტვრეულია სამი ავტომობილი. ადგილზე სასწრაფო და პატრული ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

მეტი...

ძამას ხეობაში ხანძარია – ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული

ძამას ხეობაში ხანძარია. ცეცხლის კერა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე, ჯამჯამას მთიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ფიქსირდება. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს და სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მეტი...

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გერმანელი, ავსტრიელი, მექსიკელი, უკრაინელი და ქართველი ექიმები გაერთიანდნენ. “თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს! ერთად ბავარიის ქალაქ შონგაუს საავადმყოფოდან მხარდაჭერას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს!”, – ამ შინაარსის სტატუსი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა ექიმებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.  ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რუს მესაზღვრეებს 2 კვირაზე მეტია გატაცებული ჰყავთ. სეპარატისტულმა სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და ქართველ ქირურგს 2008 წლის ომში მონაწილეობა დააბრალეს.

მეტი...

„გაბედეს“ წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს. აქტივისტებმა თავდაპირველად რეზიდენციის ჭიშკრის შესასვლელების დაბოქლომება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. სამოქალაქო აქტივისტები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიას უკვე ტოვებენ, მათი მოთხოვნა კი უცვლელი რჩება – პრეზიდენტმა  მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დასაწყებად იშუამდგომლოს.

მეტი...

თბილისში კრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა

თბილისში გაქირავებულ ბინაში CO-თი (ცეოთი) ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.  „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ვარკეთილის რაიონში, ერთ-ერთ მისამართზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი ცეოზე იყო. მისამართზე გასულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზის გაჟონვა ვერსად დააფიქსირა. თუმცა აღმოჩნდა, რომ გაქირავებულ ბინაში, სადაც ორი მცირეწლოვანი მოიწამლა და სიკვდილს გადარჩა, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზიც ეს ღია წვის კამერიანი გამათბობელი აღმოჩნდა. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე „თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩაჭრა მკვლელი და საშიში დანადგარი. თუმცა მოგვიანებით იგივე დანადგარი თვითნებურად დააერთეს ქსელზე“,- აცხადებენ კომპანიაში. „თბილისი ენერჯის“…

მეტი...

დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს, ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა

დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს, ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ადასტურებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს საგამოძიებო უწყება. ამავე საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 19 ნოემბერს წარედგინათ.

მეტი...

როგორ უნდა მოვიქცეთ გაციების დროს? – რეკომენდაციები

ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს, შესაბამისად წლის ამ დროს, ვირუსებით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ცივ გარემოში ვირუსი ძლებს, დაახლოებით, 7 საათს, მაშინ როდესაც სითბოში თითქმის მომენტალურად კვდება. გრიპის გავრცელებას ხელს უწყობს დახურულ გარემოში ყოფნა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ ​პაატა იმნაძის რეკომენდაციით, გაციებული და გრიპის ვირუსის მატარებელი ადამიანი, სასურველია გამოჯანმრთელებამდე დარჩეს სახლში და არ მივიდეს სამსახურში. ცემინების დროს ცხვირ-პირზე უნდა ავიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი, ან იდაყვი. არ არის რეკომენდირებული ცემინების, ან ხველებისას  სასუნთქ გზებზე ხელის გულის მიფარება, რადგან ამ დროს ვირუსი ხელზე რჩება და ადვილად ვრცელდება ხელის სხვა საგნებზე შეხებით. ხშირად დავიბანოთ ხელები. “ცივ…

მეტი...

იმერეთის რეგიონში, სოფელ საწინეში, ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, იმერეთის რეგიონში, სოფელ საწირეში იმყოფებოდა, სადაც  ტურისტულ ზონაში,  ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  და საწირეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე,  100-მდე წაბლისა და ძელქვას სახეობის ნერგები დაირგო. „კურორტ საწირეს განვითარების ფონდის“ ინიციატივით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 23,4 ჰა ფართობისთვის ტყის აღდგენის პროექტი მოამზადა, რომელიც ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასთან ერთად,  18 900 ცალი სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული სახეობების ნერგების დარგვას ითვალისწინებს. საწირე – ტყიბულის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა, რომლის უნიკალურობასაც…

მეტი...