„მქონდა მოკლე კონსულტაცია უმრავლესობის ლიდრეთან და საპარლამენტო ოპოზიციის ხელმძღვანელებთან. მათთან შეთანხმებით, გთავაზობთ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროეტის კენჭისყრამდე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის ლიდერს, ხვალინდელი კენჭისყრისთვის მობილიზებისკენ მოუწოდებს. საარჩევნო კოდექსში ცვლილების საკითხს, პარლამენტარები კენჭს ხვალ 12 საათზე უყრიან.
„ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით, იქნება გონივრული გადაწყვეტილება, კენჭისყრა ხვალისთვის გადავდოთ. ვთხოვ უმრავლესობის ლიდერს, ხვალისთვის გააკეთოს მობილიზაცია. ხვალ ქვექნება კენჭისყრა ამ საკითხთან დაკავშირებით. სხდომას დავიწყებთ ამ საკითხით,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კენჭისყრა, გუშინ 12 საათზე უნდა დამდგარიყო, თუმცა გადაიდო. უმრავლესობაში განსხვავებული მოსაზრებების გამო, კენჭისყრა დღესაც არ შედგა.