„ფრესკოს“ ყველა სუპერმარკეტი, პროტესტის ნიშნად, ერთი დღით დაიხურება

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ პროტესტის ნიშნად ერთი დღე არ იმუშავებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია წერია, ეს ზომა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.  „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება – აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც ფრესკოა მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში – ერთი დღით, 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20…

მეტი...

ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. ამასთან, თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის სამმართველოში აქციაზე დაკავებული 16 პირია გადაყვანილი, მათ შორს იყო ჯაფარიძეც. ასევე, სამმართველოში არიან – ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე. შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

მეტი...

“მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო კონსტიტუციაში პროპოციული საარჩევნო სისტემის ჩაწერა” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო კონსტიტუციაში პროპოციული საარჩევნო სისტემის ჩაწერა.  „არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გულმხურვალედ გამოდიან, გულზე მჯიღს ირტყამენ და თავის დროზე, ზოგი თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი „წითელ ხიდზე“ გარბოდა და ზოგი საკუთარ მოქალაქეებზე გადაფარების ნაცვლად, ცდილობდა თავისი თავი და ოჯახი გაერიდებინა ამ ქვეყანას. მე შეიძლება ყველაზე არ მქონდეს ამის თქმის უფლება და აღარ გავაგრძელებ მათ ნამოქმედარზე საუბარს. თუ კონსტიტუციაზეა საუბარი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერავინ შეძლო კონსტიტუციის შეცვლა და მასში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაწერა. ეს გავაკეთეთ ჩვენ,“…

მეტი...

„ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს“ – კახა კალაძეს საგანგებო განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. „მედიაცენტრი მთავარი“ კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:„გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ბოქლომს უბრუნებს

“ოპოზიციის ნაწილს უნდა ახსოვდეს, რომ  ისინი ვეღარასოდეს, მოქალაქეთა უფლებებს, მედიას, სახელმწოფოს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძემ ბიუროს სდომაზე დეპუტატებს ის ბოქლომი ანახა, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტს გუშინ დაადო. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბოქლომი არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ოპოზიციის მიდგომებს და ღირებულებებს მოქალაქეების, სახელმწიფოს მიმართ. “საპარლამნეტო უმრავლესობის ნაწილმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე  ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი…

მეტი...

“მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები. თალაკვაძის შეფასებით, მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა.  „რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის და შეკრების უფლება, ეს უფლება განუხრელად იყო დაცული და განუხრელად იქნება დაცული მომავალშიც. რაც სამწუხაროა არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა და ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომლებიც…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ალეკო ელისაშვილის დაკავება სცადეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მიმდინარეობს. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, ისინი პატრულის ავტომობილში ჩასვეს. ასევე, სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილის დაკავებასაც სცადეს, თუმცა ის პოლიციელებს ხელიდან დაუსხლტა. დაკავებები და შეხლა-შემოხლა სავარაუდოდ, აქციის მონაწილეების მხრიდან გზის კვლავ გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა.

მეტი...

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე სულ 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა. „დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა. აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული. საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე…

მეტი...

პარლამენტში ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადებიან

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადებიან, თუმცა შეკრების დრო, ჯერჯერობით, უცნობია. ბიუროს სხდომაზე, სავარაუდოდ, განცხადებები გაკეთდება, ამის შემდეგ დეპუტატები კომენტარს უკვე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უპასუხებენ. საქართველოს პარლამენტის შესასვლელები ამ დროისთვის თავისუფალია. სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მეტი...

გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გრიგოლ ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს გზის ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა. „გამატარე, კაცო, ჩემს ქალაქში ვარ. გამატარე, რა. ჩემს ქალაქში ვარ, ბიჭო. ჩემს ქალაქში ვარ, რას აკეთებ, ნორმალური ხარ?“, – მიმართა გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს.

მეტი...

აქციაზე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე და გიგა მაქარაშვილი დააკავეს

პოლიციამ პარლამენტთან აქციის დაშლისას, რამდენიმე ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან: „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოთარ სირაძე, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, ლევან ნოზაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი და რეზი ნიჟარაძე. ამ დროისთვის, პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი დემონსტრანტებისგან გათავისუფლებულია. სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები და პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა. 

მეტი...

გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს თავშესაფრად ეროვნულ ბიბლიოთეკას სთავაზობს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს და თავშესაფრად ეროვნულ ბიბლიოთეკას სთავაზობს. „აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის“, – წერს კეკელიძე. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმია მობილიზებული. მათ აქციის მონაწილეების კარვები დაშალეს. პერიოდულად, იყენებენ წყლის ჭავლს აქციის მონაწილეთა  დასაშლელად.

მეტი...

სპეცრაზმმა პარლამენტის წინ კარვები დაშალა

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა. სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირის გასაწმენდად სპეციალურ ტექნიკას, კერძოდ, წყლის ჭავლის მანქანასაც იყენებს. აქციის მონაწილეები უკვე გაიყვანეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელიდან და ჩიტაძის ქუჩიდან. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

მეტი...

დარბევა და ჭყლეტა – რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პარლამენტთან აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცეს. მათ აქციის მონაწილეებს მიმართეს, დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონის ფარგლებში გასათვალისწინებელი ზომები. ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან აქციის მონაწილეები უკვე გაიყვანეს.

მეტი...

აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება რამდენიმე ხნის წინ დაიწყეს. ამ დროისთვის სპეცრაზმი აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს.

მეტი...

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

ვითარება რუსთაველის გამზირზე უკიდურესად დაიძაბა – სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. ნახევარსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სპეცრაზმელები ხელკეტებითა და ფარებით აქციის მონაწილეებისკენ დაიძრნენ. სამართალდამცველებმა დაიწყეს კარვების აღებაც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და 80-მდე სპეცრაზმელი.

მეტი...

თბილისის მერიამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად ნახევარი საათი მისცა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. „როგორც  კანონმდებლობა ითვალისწინებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ, სავალი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული“, – განუცხადა ლევან ჯღარკავამ აქციის მონაწილეებს. მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს სავალი ნაწილის გასათავისუფლებლან ხავერარი სააათი მისცა.

მეტი...

პარლამენტში ბიუროს სხდომა ჩაიშალა

პარლამენტში, კომიტეტის შემდეგ, ბიუროს სხდომაც ჩაიშალა. ამ დროისთვისაც პარლამენტის ვერცერთი წევრი ვერ ახერხებს საკუთარ კაბინეტამდე მისვლას. საკანონმდებლო ორგანოს  ყველა შესასვლელი ქვიშის ტომრებისა და სამშენებლო მასალების გამოყენებით პიკეტირებულია.

მეტი...

“პოლიციას და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად” – მამუკა მდინარაძე

“პარლამენტმა, პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად გამართულად უნდა იმუშაოს” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, აქციების მიუხედავად, პარლამენტმა თუ ნებისმიერმა სხვა სახელმწიფო სტრუქტურამ შეფერხების გარეშე უნდა განაგრძოს მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება კანონდარღვევით იქნება.  “პარლამენტმა უნდა იმუშაოს და ნებისმიერმა სხვა სტრუქტურამ, პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად გამართულად და სახელმწიფო ინსტიტუტებს არ უნდა შეექმნათ პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვაქვს კანონის დარღვევა. პოლიციას და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე. მამუკა მდინარაძე მოუწოდებს კოლეგებს, პარლამენტის შენობის ბლოკირებაში არ მიიღონ მონაწილეობა,…

მეტი...

„ბუნდესტაგში ცეცხლის, ქვიშის, ქვაბის, ავზის მიტანას და ბლოკირებას წარმოგიდგენიათ რა მოჰყვება“ – გურამ მაჭარაშვილი

„როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ბუნდესტაგში ან ამერიკის კონგრესთან მივიდნენ პროტესტანტები, მიზიდონ ქვიშა, ქვები, ავზები, შეშა,  ბლოკირება მოახდინოს და არ შეუშვას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, როგორი იქნება სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი და ორივე მხრიდან, კონსტიტუციის დაცვას ითხოვს. მისი შეფასებით, აზრის გამოხატვისაგან არავინაა შეზღუდული, თუმცა, როგორც კი პროტესტი სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდება, მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ბუნებრივია, რომ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ჩარჩოში, ყველას აქვს უფლება, გამოხატონ პროტესტი. მეორეს მხრივ, ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული, ფუნდამენტური პრინციპია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების საშუალება უნდა ჰქონდეს.  ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ხელისუფლებაზეა და…

მეტი...

„დარწმუნებული ვარ, მთავარი პოლიტიკური ორგანო შეძლებს ფუნქციონირებას“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება უნდა შეძლოს და პროცესები კონსტიტუციის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებიც სწორედ ამას ადასტურებს. „იცით, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. აშშ საელჩო განცხადება, ევროკავშირის ელჩის განცხადება, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის განცხადება ერთმანეთის იდენტურია. ისინი ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას, ოპოზიციას მოუწოდებენ და ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და დაცული უნდა იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის რომ მთავარ პოლიტიკურ ორგანოს მუშაობას ხელი შეეშალოს,…

მეტი...

“პარლამენტთან შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს” – შსს განცხადებას აქვეყნებს

“პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელი შეშლისკენ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება,”- ნათქვამია სამინისტროს განცახებაში. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც…

მეტი...

„მიშა მაგარიამ“ საპროტესტო მუხტს დიდი ზიანი მიაყენა“ – ზაზა ხუციშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომდგენელი ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ რამდენჯერაც აქციის მონაწილეები „მიშა მაგარიას“ ჩართავენ, მათ მხარდამჭერები მოაკლდებათ. ეს განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა რომ პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია. „პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, ქართული საზოგადოების დაკვეთა არ არის. დესტრუქციული ქმედებები არ არის პროდუქტიული და პიკეტირების შემთხვევაში, თუკი დეპუტატებს არ მიეცემათ პარლამენტში შესვლის საშუალება,  პოლიცია კანონის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. ვთვლი, არც საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები, ამ პროცესს წინ არ აღუდგებიან“ – ეს განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში გააკეთა.   მისივე შეფასებით, მიმდინარე პროცესებში „ნაციონალური მოძროაბის“ ინტერესები იკვეთება. „კანონი არის…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატორად“ – გურამ მაჭარაშვილი

„მეც გახლავართ ის დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიუხედავად იმისა რომ მიმაჩნდა, ეს მოდელი საქართველოსთვის  ნაადრევი  იყო გამომდინარე იქიდან, რომ 6 წელი იყო დარჩენილი 2024 წლამდე და იმედი მქონდა, პოლიტიკური სპექტრი გაიზრდებოდა. მაშინ, სწორედ ამიტომ დავუჭირე მხარე, რომ საქართველო პროპორციულ სისტემაზე  გადასულიყო“ – განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშvილმა „მედიაცენტრ მთაარში“. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ისტორიაში სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემის ინიციატორად ჩაეწერება. „ისტორიაში „ქართული ოცნება“ შევა ისე, რომ სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში დადგინდა პროპორციული სისტემაზე გადასვლა და თან, იმ ვადის დათქმით, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მოემზადონ პროპორციული არჩევნებისთვის“…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  საგანგებო განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ორთოპედისტთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, დამსახურებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო. „აღნიშნული ფაქტი წარმოდგენს ცხინვალში არსებული დანაშაულებრივი, საოკუპაციო რეჟიმის, აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას“ – აცხადებენ უმაღლეს საბჭოში. „მედიაცენტრი მთავარი“ განცხადების სრულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „მიუღებელია საოკუპაციო ძალების მიერ ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება. დაუშვებელია რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩასული ექიმისთვის ხელის შეშლა, მეტიც, მისი დაკავება. მსგავსი ქმედებებით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს რეგიონში არსებული ისედაც რთული ვითარება, როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის…

მეტი...

„დასაგმობია ცხინვალის რეგიონში მომხდარი უკანონო დაკავების ყველა ფაქტი“ – ორი კლინიკის საგანგებო განცხადება (ვიდეო)  

მცხეთის სამედიცინო ცენტრის და წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკის გუნდი უერთდება 5 წუთიან სოლიდარობის აქციას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ქართველი ექიმის – ვაჟა გაფრიდნაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ცხინვალის რეგიონში. „ვაპროტესტებთ, რადგან ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ სიტუაციებშიც კი ყოველთვის ნეიტრალური როლი ენიჭება და ამ მხრივ, აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკანონო დაკავება. დასაგმობია ცხინვალის რეგიონში მომხდარი უკანონო დაკავების ყველა ფაქტი. საქართველოს მთავრობას მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ გადადგმული აქვს ნაბიჯები და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტიტუციების ჩართულობით აღნიშნული მოლაპარაკების პროცესი დროულად და ეფექტიანად იქნება…

მეტი...

“ქართული ოცნება” საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ჩაეწერება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად” – კახა კალაძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. კალაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს მიმართავს და ურჩევს, არჩევნებისთვის მოემზადონ.   „მედიაცენტრი მთავარი“ კახა კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი, პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა. შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა, წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია. მეტიც, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა…

მეტი...

„ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, რევოლუციურ სცენარს მხარს არ დავუჭერთ“ – „კონსერვატორები“

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ აწ უკვე ყოფილი  თავმჯდომარე გიგა ბუკია „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და რადიკალიზაცია მათთვის მიუღებელია. „არ მქონდა განცდა, რომ უმრავლესობა კანონპროექტს ჩააგდებდა. იმ დეპუტატთა ნაწილი, ვინც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, თავის დროზეც წინააღმდეგები იყვნენ პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, თუმცა, კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერეს.  დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ ბევრად უფრო მძიმე არჩევნები ელოდება, რადგან დანაპირების არ შესრულებაზე მძიმე და მძაფრი რეაქცია აქვს ქართველ ხალხს. არ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” ელოდა ასეთ საშიშროებას. ყველა შემთხვევაში,  ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ჩვენ რევოლუციურ სცენარს…

მეტი...

„უმრავლესობა გადასულია თავის მართლების რეჟიმში, რაც „კონსერვეტორებისთვის“ მიუღებელია“ – გიგა ბუკია

საპარლამენტო უმარავლესობაში შემავალი „კოსერვატორები“, რომლებმაც მმართველი გუნდი დატოვეს, აცხადებენ, რომ რადიკალიზაცია მათთვის მისაღები არ არის და ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიდეს. „ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო. “კონსერვატორები” როგორ გავაგრძელებთ მოღვაწეობას, პარტიის შიგნით ჩამოვყალიბდებით. დღეს, უმრავლესობა თავის მართლების რეჟიმშია გადასული. „კონსერვატორებს“ არასდროს  ვყოფილვართ ამ რეჟიმში და არც ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება უმრავლესობა დატოვებაზე. მომავალ გეგმებს რაც შეეხება, ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ჩვენ ვერ დავუჭერ მხარს ისეთ ცვლილებებს, რომელიც  კანონთან შესაბამისობაში არ არის. ყველა ცვლილება უნდა იყო კონსტიტუციასთან შესაბამისობაში“, – განაცხადა გიგა ბუკიამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, უმრავლესობაც და ოპოზიციაც…

მეტი...

“ოპოზიციას, არც პროპორციულში, შერეულში და გერმანულში შანსი არ აქვს წინ წასვლის” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღევანდელ მდგომარეობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, შერეული საარჩევნო სისტემა ყველაზე მისაღებია.  დეპუტატის თქმით, პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ბევრ ქვეყანას შეუქმნა პრობლემა და შედეგად კრიზისი მოუტანა.  „ბოლო პერიოდში ევროპაში, ასევე ისრაელში განვითარებული მოვლენები პროპორციული არჩევნების გამო, თვეობით უმთავრობოდ დარჩენილი ევროპული ქვეყნები, დადასტურებაა იმისა, რომ კრიზისი გარდუვალია ასეთი პარტნიორების, ოპოზიცია მყავს მხედველობაში, პირობებში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. გიორგი ვოლსკის განცხადებით, არარეალურია ოპოზიციის მოთხოვნა გერმანულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას და ის დიდ “აფიორას” ემსახურება.  „ამ თემას ავითარებდნენ იმისთვის, რომ არც პროპორციულში, არც…

მეტი...

“თეთრი ხალათების” აქციას ექიმები რეგიონებიდანაც უერთდებიან

“თეთრი ხალათების” აქციას ექიმები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ისინი სხვადასხვა კლინიკების წინ შეიკრიბებიან და ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გააპროტესტებენ. მედიკოსები შესაბამის უწყებებს რეიაგირებისკენ მოუწოდებენ და შეახსენებენ, რომ ექიმები ხელშეუხებლები უნდა იყვნენ. “თეთრი ხალათების” აქციას ქუთაისსა და ზუგდიდშიც უერთდებიან. მედიკოსების განცხადებით, ისინი მათ კოლეგას მხარდაჭერას უცხადებენ და იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

მეტი...