პარლამენტის უკანა შესასვლელი სამშენებლო ნაგვით ჩახერგეს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელი „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგვით ჩახერგეს. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ნარჩენები იქვე, ერთ-ერთი შენობიდან იყო გამოტანილი, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა არ წაიღეს. ამასთან, დღეს აქციის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. 

მეტი...

დაპირისპირება პარლამენტთან – სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ქვიშის შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და აქციის სხვა ორგანიზატორები ითხოვდნენ, პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეშვა მანქანა, რომელიც დატვირთული იყო ქვიშითა და შეშით. პოლიცია მომიტინგეებს განუმარტა, რომ ტერიტორიაზე შეშის შეტანა შეუძლიათ, მაგრამ ქვიშის – არა. გიგი უგულავას განმარტებით კი, გაუგებარია, რა საფრთხეს ხედავს ქვიშის შეტანაში პოლიცია. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე ქვიშის ტომრების ხელით შეტანას ეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. საბოლოოდ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ტომრების ხელით მიტანის საშუალება მისცეს. 

მეტი...

“ყველა ველოდებით, რომ ვაჟას მალე გაათავისუფლებენ” – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დროისთვის ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში ვაჟა გაფრინდაშვილს გაუსაძლის პირობებში უწევდა ყოფნა. თამილა ლაფანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მის მეუღლეს მალე გაათავისუფლებენ. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს მეუღლეს მალე გაათავისუფლებენ. ყველა ველოდებით ამას და მოსალოცად შემდეგ გვექნება საქმე. ამჟამად ვიცი, რომ იმყოფება ცხინვალის ციხეში. იზოლატორიდან გადაიყვანეს ციხეში და შედარებით ნორმალური პირობები აქვს, რადგან იზოლატორში გაუსაძლისი, საშინელი პირობები იყო. ამ ეტაპზე შეფარდებული აქვს წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა. როდის ჩაინიშნება შემდეგი სასამართლო, სამწუხაროდ,…

მეტი...

“ბლოკირების შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია” – რომან კაკულია

პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საზოგადოების პროტესტი მნიშვნელოვანია, თუმცა პარლამენტის შენობის ბლოკირება ხელს შეუშლის დიალოგს, რომელიც მომიტინგეების მოთხოვნებზე სასაუბროდ აუცილებელია. მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირება დაუშვებელია და ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში მოიქცევა ისე, როგორც კანონი ითვალისწინებს. “სამწუხაროდ ბოლო 30 წელია გავდივართ ამ დემოკრატიის ტესტებს და საბოლოოდ ვერ გავიარეთ ისე, რომ გავიდეთ მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე. ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა არ ვკონცენტრირდეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და ვკონცენტრირდეთ იმ მოთხოვნებზე, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ამაზე ვიფიქროთ. ჩვენი დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ გვინდა დიალოგი. ჩვენც უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ იმ…

მეტი...

აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართება. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს.

მეტი...

პარლამენტის შესასვლელებთან კარვებია გაშლილი

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე ოპოზიციის ლიდერებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დაიწყეს. პარლამენტის სამ შესასვლელთან კარვებია გაშლილი.  ასევე საკანონმდებლო ორგანოს ეზოს შესასვლელ კარს ბოქლომიც დაადეს. აქციის მონაწილეების თქმით, არც ერთ დეპუტატს არ მიეცემა საკანონდებლო ორგანოში შესვლის უფლება.

მეტი...

ვაკეში, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები არიან მამაკაცის დედა და და. თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 109-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მეტი...

ილია მეორე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველა შეშფოთებულია ქირურგის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ილია მეორე ასევე აღნიშნავს, რომ გულისტკივილით ადევნებს თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევისა და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. „თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში…

მეტი...

გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ პარლამენტის შესასვლელებს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს

“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ, პარლამენტში შესასვლელ კარებს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. გიგი უგულავამ პარლამენტის ეზოს შესასვლელ კარს ჯაჭვი გაუკეთა და ბოქლომით ჩაკეტა, გასაღები კი, მისი თქმით, ხალხს გადაეცემა. გიგი უგულავამ შიგნით მყოფ სამართალდამცველებსაც მიმართა, რომ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ისინი შიგნით შესვლას არავინ აპირებენ. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა კარს ბოქლომი მოხსნეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი პარლამენტის სრულ პიკეტირებას მოახდენენ და ყველა კარს გარედან ჩაკეტავენ.

მეტი...

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები სახელმწიფო შენობებში ვერ შევლენ, გადავაგდოთ ივანიშვილი” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ. “ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის შენობა, არც მერიის და არცერთი სახელმწიფო უწყების. 20 ივნისს მათ ცილი დაგვწამეს, რომ ჩვენ ამ შენობის აღებას ვაპირებდით. არა მეგობრებო, პარლამენტი არის ადგილი სადაც ადამიანები ლაპარაკობენ, ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი აქ არ არის. მე ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს.  რა თქმა უნდა, ყაზარმაში ჯდომას კვირა დღეს ჯობია კობახიძის და თალაკვაძის ჯდომა. ამიტომ მოგესალმებით…

მეტი...

“რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება” – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი რამდენიმე არხიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეში მოხერხდება. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ყველა უწყება ჩართულია, რათა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. „რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი განთავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წითელ ჯვარს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. წინა შაბათიდან მოყოლებული მაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, პრობლემები, რომელიც მათ ექმნებათ ოპერირებაში, არის მიუღებელი. ამ საკითხზე მე და შესაბამისი უწყებები, საგარეო…

მეტი...

“ვისაც ერთი ადგილი აქვს, არსად არ ვიშლებით და ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას” – გრიგოლ ვაშაძე

“მინდა მოგმართოთ, ვისაც ერთი ადგილი აქვს, არსად არ ვიშლებით და ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას. ხელისუფლებას აღარ აქვს ლეგიტიმაცია,” – ამ სიტყვებით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა. ვაშაძემ სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გაიმეორონ “გავრილოვის ღამე”. “ყველა მინუს ერთი, ის ბარიერი, რომელიც აქ ახალგაზრდებმა გააკრეს, ეს არ ნიშნავს ყველა ოპოზიციური პარტია და მინუს ივანიშვილი, ეს ნიშნავს ყველა რიგითი მოქალაქე, მინუს “ქართული ოცნება”. ეს ნიშნავს საქართველო მინუს ქართული ოცნება. ერთი ადამიანი მაინც დგას აქ, რომელმაც მთელი 7 წლის განამვლობაში რამე იხეირა?! პოლიციას მინდა მივმართო, ბიჭებო, ყველაფერი იცვლება ხომ იცით და…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო

თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტია – “ნაციონალურ მოძრაობა,” “ევროპულ საქართველო,” “ლელო” და “გირჩი,” რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდა. აქციას ასევე შეუერთდნენ სხვადასხვა რეგიონებიდანაც. ამასთან, 17:00 საათისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია. ამ წუთებში შეკრებილებს სიტყვით მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები მიმართავენ. სავარაუდოდ, ცოტა ხანში დაიწყება პოლიტკური ლიდერების გამოსვლებიც.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი იმყოფება. თუმცა, უცნობია, რა ფორმატში იმართება შეხვედრა და გეგმავენ თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას. მმართველი პარტიის ოფისში მისული დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომის შესახებ შეტყობინება არ მიუღია და გია ვოლსკისთან შესახვედრად, პირად სამუშაო საკითხთან დაკავშირებით მივიდა. ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციელები არიან მობილიზებული. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მეტი...

პარლამენტის შენობისკენ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მსვლელობა დაიწყო

შეძახილები, პლაკატები და სკანდირება საყვირებით “შეცვალე”  – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და მოძრაობა “ლელომ”  პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო.  ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას ხელისუფლების წინააღმდეგ, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.  პარტიის ლიდერების განცხადებით, კონსტიტუციურად გათვალისწინებულ ყველა იმ პროტესტის გზას მიმართავენ, რაც საბოლოო მიზნისთვის საჭირო გახდება. “პატრიოტთა ალიანსი” აქციას პარლამენტის შენობასთან არ შეუერთდება, ისინი 17:00 საათზე, მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე გეგმავენ შეკრებას.

მეტი...

“გია ვოლსკისთან მივდივარ შეხვედრაზე და ექვს საათზე უნდა ვიყო ქორწილში” – სიმონ ნოზაძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დეპუტატი სიმონ ნოზაძე მივიდა. ნოზაძის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერთან, გია ვოლსკისთან გეგმავს შეხვედრას, რის შემდეგაც ქორწილში მიდის. ნოზაძის თქმით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩანიშნული არ არის. „მმართველმა გუნდმაც და ოპოზიციამაც პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, იყოს სტაბილურობა. ქვეყანა მშვიდობიანი გზით უნდა მივიდეს 2020 წლის არჩევნებამდე. პროტესტს კი ჰქონდეს მშვიდობიანი ფორმა. არ შეიძლება ვითარების ესკალაცია“, – აღნიშნა ნოზაძემ. რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.

მეტი...

“არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის” – ვაჟა სირაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. ვაჟა სირაძის თქმით, საგანგებო მობილიზაციის მიზანი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. “რაიმე სიტუაციის გამწვავებას თუ ექნება ადგილი, ეს ძალები დაიცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას, ასევე მოგეხსენებათ, რომ პარალელურად რუსთაველზე იმართება მეორე აქციაც, პოლიცია ახლოს უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორი აქციის მონაწილეებს შორის მოხდება კონფლიქტი, სამართალდამცველები დროულად უნდა ჩაერიონ. რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმის აღჭურვას, ისინი აღჭურვილები არიან შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად და არა თუ ვინჩესტერები, არანაირი ცეცხსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის, ამის გარანტიას მე გაძლევთ და ამაზე…

მეტი...

“სამართალდამცველები პარლამენტში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან” – შსს

პარლამენტის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველები მობილიზებული არიან თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

მეტი...

ხვალ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართება

ხვალ, 18 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება. როგორც მოძრაობის „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 12:00 საათზე გაიმართება. “თეთრი ხალათების” აქცია ვაჟა გაფრინდაშვილისთვის! როდის? ორშაბათს, 18 ნოემბერს 12:00 საათზე. სად? ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, – აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო რეზიდენციაში, საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერებისა და მათი წარმომადგენლების მიღება გამართა. მიღებაზე, პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის პრობლემას დაუთმო და განაცხადა, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა. როგორც ილია მეორემ ბრძანა, სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა. ილია მეორეს განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთსულოვნება შენარჩუნდეს. “მე გულითადად მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან მობრძანდით. ტოლერანტობის დღეა, ურთიერთდახმარების, ურთიერთგაგების, დაცვის, იმ ფასეულობების დაცვის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვიცავდით ჩვენ და ჩვენი წინაპრები. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას. ჩვენ…

მეტი...

თავდაცვის სამინისტრო ჯარში კვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო “სტუდია მონიტორის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება და ჯარში კვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად. “საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი  დავალებით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. შესაბამისად 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების…

მეტი...

მზადება აქციისთვის – ოპოზიცია მასშტაბური გამოსვლისთვის ემზადება

მზადება აქციებისთვის. პროტესტის მეოთხე დღეს ოპოზიცია მასშტაბური გამოსვლისთვის ემზადება. ოპოზიციური სპექტრი თითქმის სრული შემადგენლობით მხარდამჭერებს რუსთაველზე პარლამენტის წინ ელოდება. საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ყვითელი ავტობუსები დგას, რომლებშიც პოლიციელთა ნაწილი ზის. “ლელო”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” პარლამენტამდე დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მივლენ. თბილისისკენ რეგიონებიდან უკვე დაიძრნენ ოპოზიციის მხარდამჭერები. “ხალხის დაკვეთაა, რომ ივანიშვილი წავიდეს არჩევნების გზით, როგორც ნორმალურ, დალაგებულ, კულტურულ ქვეყანას ეკადრება. ივანიშვილი ებღაუჭება ხელისუფლებას. პროპორციული სისტემა სინამდვილეში იყო გზა ამ ცვლილებისა ცივილიზებულად. ივანიშვილმა თქვა ან ყველაფერი, ან არაფერი. ამიტომ დღეს აუცილებელია შთამბეჭდავი რაოდენობა გამოვიდეს ქუჩაში და ამავე…

მეტი...

სამეგრელოდან თბილისში აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები უკვე გამოემგზავრნენ

სამეგრელოდან თბილისში აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები დილიდან გამოემგზავრნენ. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დედაქალაქისკენ სამარშუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით მოდიან. ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, თემურ ბასილაიას ინფორმაციით, მხოლოდ ზუგდიდიდან აქციაზე 600-მდე მოქალაქე გაემგზავრა.

მეტი...

ვენეცია იძირება – წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ვენეციაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა. წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს, – 154 სანტიმეტრს მიაღწია. ისტორიულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნაწილში, წმინდა მარკოზის მოედანზე. მნიშვნელოვნად დაზიანდა ისტორიული ძეგლი – წმინდა მარკოზის ბაზილიკა. ქალაქის მერის თქმით, მიყენებულმა ზარალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა. “ვენეცია ნადგურდება. ძალიან რთული ვითარებაა. თუმცა, პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. ყველა მოქალაქეს ვინც აქტიურად გვეხმარება მადლობას ვუხდით”, – ამბობს ლუიჯი ბრუნარო. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქის 80% წყლითაა დაფარული. ვენეციის ისტორიული ნაწილის გარდა, დაზიანებული და დატბორილია საცხოვრებელი სახლები, კაფეები და რესტორნები. უკიდურესად მძიმე ვითარების მიუხედავად, ქალაქში…

მეტი...

“ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში” – ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ის უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას. „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს…

მეტი...