„კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების გადახდა ნაწილს მოუწია, ნაწილს არა, ამაში ლოგიკა არ არსებობს“ – დევი ტაბიძე  

  •  

245 000 -ზე მეტი ადამიანი და 344 იურიდიული პირი, ვინც სახელმწიფოს მიერ დაწესებული ე.წ. კოვიდრეგულაციები დაარღვია, საურავისგან გათავისუფლდა. „საკანონმდებლო მაცნეში“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი უკვე გამოაქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  კანონდამრღვევები ჯარიმას არ გადაიხდიან.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს. მოსახლეობის ამგვარი დიფერენციაცია ლოგიკას არ ექვემდებარება და მან, შესაძლოა, მორიგ ჯერზე, კანონდამრღვევთა წახალისება გამოიწვიოს

„ვიყავი, ვარ და იქნები იმის წინააღმდეგი, რომ დაჯარიმებული ადამიანების ნაწილს მოუწია ჯარიმის გადახდა და მას ფულს არავინ უბრუნებს, ნაწილი კი გაათავისუფლეს ამ გადასახადიდან. ამაში არანაირი ლოგიკა არ არსებობს. ან ერთი რატომ მოხდა, ან მეორე, ან, საერთოდ, იდეა ამ ჯარიმების რატომ მოიხსნა. დღეს კი გაჩნდა ახალი იდეა რომ ვაქცინაცია გარკვეული ფულადი ჯილდოს თუ კომპენსაციის სანაცვლოდ, ლატარეას ვგულისხმობ. ეს მათი გადასაწყვეტია, მე ამ ნაწილს არ ვეთანხმები“ – აღნიშნა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   

შეგახსენებთ, რომ ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარეის გათამაშება 13 სექტემბრიდან იწყება.       

მსგავსი თემები