“დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, ის არის კოღოს ნაკბენი” – გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიცილის ადვოკატი

ყოფილი პოლიციელის, გაუპატიურებაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებულ ბრალს უსაფუძვლოს უწოდებს. ადვოკატი იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც დაზარალებულს აქვს, ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ დაზიანებები კოღოს ნაკბენებია:

„ბრალის დადგენილების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მანქანა არის, მაგრამ მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა არის, მაგრამ დაზარალებულის მიმართ კოღოს ნაკბენია აღწერილი, როგორც მსუბუქი დაზიანება. დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, ის არის კოღოს ნაკბენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – აცხადებს ვათიაშვილი.

მსგავსი თემები