როგორია ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფოს ამოტრიალების შედეგად დაშავდა

კოვიდპაციენტი და სასწრაფო დამხარების ეკიპაჟის თანამშრომლები, რომლებიც გვიან ღამით ავარიაში მოჰყვნენ, ინგოროყვას კლნიკაში არიან გადაყვანილები. 

 “ემერჯენსი”-ს ხელმძღვანელის,  ანი დალაქიშვილის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო დანარჩენი პაციენტების დამაკმაყოფილებელი.

“პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება, კვლევით პროცესშია. აღენიშნება გულმკერდის ტრავმა და მიმდინარეობს კვლევები. რაც შეეხება სასწრაფოს თანამშრომლებს, მძღოლს, ექიმს და ექთანს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია,” – აღნიშნა ინგოროყვას კლინიკის “ემერჯენსი”-ს ხელმძღვანელმა ანი დალაქიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც კოვიდპაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.  გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ამოყირავდა, მას ჰონდას მარკის ჯიპი შეეჯახა. 

მსგავსი თემები