“ხელისუფლება არჩევნებს გადადებს თუ არა, ეს არ იქნება გამომდინარე იქიდან, როგორი ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, როგორც აწყობთ პოლიტიკურად, ისე გააკეთებენ” – ზურაბ ჯაფარიძე

არჩევნების გადადება-არგადადება და ზოგადად, ეპიდსიტუაციის მართვა ამ ქვეყანაში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლევანდელი არჩევნები არ არის ჩვეულებრივი, ადგილობრივი არჩევნები.

„ეს არის რეფერენდუმი, ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი ამ ხელისუფლებისთვის. ეს ხელისუფლება ვერ აიღებს ამ არჩევნებზე პარტიულ ნაწილში 40 პროცენტსაც კი, დამარცხდება, მოუწევს ხელახალი არჩევნების ჩატარება და ამ არჩევნებზე გავა დამარცხებული. შემდეგ იქაც დამარცხდება და ამ ქვეყანას საბოლოო ჯამში ეშველება. რაც შეეხება გადადებას, მე არც ერთხელ არ მომითხოვია გადადება. მესმის, რომ გადადება, როგორც ვერსია არსებობს. საბოლოო ჯამში, არჩევნების გადადება-არგადადება და ზოგადად, ეპიდსიტუაციის მართვა ამ ქვეყანაში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ არჩევნები გადაიდება თუ არ გადაიდება ხელისუფლების მიერ, ეს არ იქნება გამომდინარე იქიდან, თუ როგორი ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, ან რა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემები არსებობს ქვეყანაში კორონასთან მიმართებაში. თუ ისინი გადადებენ ან არ გადადებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მათი გადმოსახედიდან პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი, ანუ როგორც აწყობთ პოლიტიკურად, ისე გააკეთებენ საბოლოოდ ჯამში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები