საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 200 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 22 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 3 803 შემთხვევა გამოვლინდა, 5 332 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები