„გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია“, – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი  თენგიზ ცერცვაძე, კორონავირუსის შემთხვევების მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, სიკვდილიანობის გაზრდაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემიის არსებობიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ დრეს დაფიქსირდა.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ შემთხვევების ამ კატასტროფულად გაზრდილ ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევები არის პროპორციულად გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე ახალი შემთხვევები. დღეისთვის საქართველოში არის 55 000-მდე აქტიური შემთხვევა. ესენი არიან ის ავადმყოფები, ვისაც კოვიდი უკვე დაუდასტურდა და ჯერ არ განკურნებულან და ამ ფონზე, 47 გარდაცვლილი, ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის“ – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, დღეში დაახლოებით 30-35 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს.

„გარდაცვალების შემთხვევების შემდგომი შემცირების შესაძლებლობა დევს არა კლინიკური მართვის გაუმჯობესებაში, ის ისედაც ძალიან კარგად იმართება, არამედ შემთხვევების შემცირებაში. როგორ უნდა მივაღწიოთ შემთხვევების შემცირებას?  უნდა მივაღწიოთ ორი ძირითადი გზით. ერთი არის რეგულაციების უპირობო, უსიტყვო შესრულება და მეორე – უნდა გვქონდეს სულ ცოტა, 30-35 ათასი ვაქცინაცია დღეში“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები